ადამიანები რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, ცხოვრობენ და ელოდებიან საქართველოს გაბრწყინებას, რაღაც ღრუბელი რომ არ ეფარებოდეს მზე აუცილებლად გაანათებდა არემარეს. რა არის ეს ღრუბელი ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე? ტელევიზია მუდმივად გადმოსცემს შეჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციას, რომლებიც გაუთავებელ პროტესტს გამოთქვავენ ხელისუფლებაზე მათ არსებულ ცხოვრებაზე, თურმე იმიტომ მისცეს ხმა, რომ მათი პრობლემები მოაგვარონ, თვითონ კი ისხდნენ და კბილების ღრჭიალით და სიგარეტის ღეჭვით უსამართლობაზე იმსჯელონ. მუდმივი ფრაზა “აი რას გვიშვება მთავრობა…” , თემა კი ღრმად გაარჩიონ ისტორიული საქართველოდან უახლოეს საქართველომდე, როგორი უსამართლობაა საქართველოში… არავინ არ ფიქრობს საიდან მოვიდა ეს უსამართლობა მათთვის მიუღებელი სოციალური მდგომარეობა, საიდან გაჩნდა ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე და მხოლოდ საქართველოს პატრიარქის ილია მეორის იმედიანი ქადაგება “საქართველო გაბრწყინდება”… რომ როდესმე თუ როდის იქნება ის დღე საქართველო გაბრწყინდება…
ინფორმაციულ ხანაში ცხოვრების სტილიდან გამოდინარე ყოველდღე სიახლეში ვცხოვრობთ, პირად ცხოვრებაში კი დღეები დღეებს მიჰყვება. წლების ისე შემოგვადნება ხელებში, რომ ერთ ადგილზე ვდგავათ გაყინულები, შავი ღრუბლის არსებობა სხვა თუ არა საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის პასუხისმგებლობის მოხსნაა, უაზრო დიალოგი საკუთარ თავთან, რომელსაც ყოველთვის წინააღმდეგობაში მოვყავართ … რომელიც იწვევს დეპრესიას და აპათიას…
მახსნედება ჩემი ბავშობის ზღაპარი ალისა საოცრებათა ქვეყნიდან. ალისა მიხვდა, რომ პრინცი არ არსებობს…. არ არსებობდა ის ადამიანი ვინც ხმალს აიღებდა და მის ნაცვლად ურჩხულს დაამარცხებდა… იქნებ ყველამ ერთად მოვძებნოთ ძალა ავიღოთ ჩვენს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, ნუ დაველოდებით პრინცებს, პარლამენტის გადაწყვეტილებებს, არჩევნებს და მას “ვინც უნდა გააკეთოს ჩვენი გასაკეთებელი საქმე”. მაშინ აღარავინ იქნება დამნაშავე, აღარავიზე იქნება პასუხი მოსათხოვი, კარვების ნაცვლად აგური აგური დავადოთ და ისე ავაშენოთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრება. დავანებოთ ჩვენი მოუწესრიგებელი ცხოვრების სხვაზე გადაბრალებას, ყველა ერთად ასე გავფანტავთ შავ ღრუბელს და საქართველო გაბრწყინდება…
თუკი დავამარცხებთ ურჩხულს, უპასუხისმგებლობას, დავამარცხებთ სიზარმაცეს და მივცემთ საკუთარ ტვინს აზროვნების საშუალებას, იმოქმედებთ და იფიქრებთ სიკეთეზე სიყვარულზე, ერთმანეთის მიტევებაზე, ეს აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს- ღრუბელიც გაქრება და ბოლოს და ბოლოს საქართველოში მოვა ბედნიერება..