1. სიტყვა ყოფნა – sein, გერმანულ ენაში აღნიშნავს არსებობასაც, და ვისიმე კუთვნილებასაც.
2. გჯეროდეს პროგრესის, არ ნიშნავს გჯეროდეს, რომ ის უკვე შედგა, წინაარმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა წმენა.
3. გალია ჩიტის საძებნელად წავიდა.
4. შენ ხარ -ამოცანა,ირგვლივ მყოფი არაერთი სწავლულისთვის.
5. ჭეშმარიტი მოწინააღმდეგის შემთხვევაში, შენში სახლდება უსაზღვრო მამაცობა.
6. ბნელი ფიქრები, რომელთა საშუალებითაც, შენში ბოროტებას უღებ კარს_ ეს არა შენი, არამედ ბოროტების ფიქრებია.
7. შენსა და სამყაროსთან გაჩაღებულ ომში, სამყაროს სეკუნდანტი იყავი.
8.თეორიულად არსებობს სრული ბედნიერების შესაძლებლობა : გჯეროდეს შენში რაღაც ურყევის არსებობის და არ ილტვოდე მისკენ.
9. ჭეშმარიტება განუყოფელია, მაშასადამე მას საკუთარი თავის შეცნობა არ შეუძლია. ის ვისაც მისი გაგება სურს-ტყუილი უნდა იყოს.
10. რწმენა- გილიოტინის ნაჯახივითაა- ისე მძიმეა, ისე მსუბუქი.
11. ცოდვა – ყოველთვის ღიად მოდის და მაშინვე შეიგრძნობა, ის თავის ფესვებშივე მიდის, და მისი ამოგლეჯა საჭირო არაა.
12. შენ შეგიძლია გაემიჯნო, სამყაროს ტანჯვას,ეს შენთვის ნებადართულია,და შენ ბუნებას პასუხობს, მაგრამ შესაძლოა სწორედ ეს გამიჯვნაა, შენი ტანჯვის ერთადერთი მიზეზი, რომლისთვისაც თავის არიდება შენ შეგეძლო.