ფილმი „ჩამოსვლა „( Arrival “ ) წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი და კინომოყვარულებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სიუჟეტის თანხმად მსოფლიო შეშინებულია,არ იცის თუ რას უნდა ელოდონ ამოუცნობი ფრინავი ობიექტებისგან,რომლებიც დედამიწის რამდენიმე მხარეში გამოჩნდა.შეიარაღებული ძალები მთელს მსოფლიოში არიან მზადყოფნაში.მეცნიერებს მსოფლიოში აინტერესებთ თუ როგორ უნდა დაიწყონ დიალოგი მოულოდნელ სტუმრებთან.
აშშ-ს მთავრობა დასახმარებლად ირჩევს ენათმეცნიერს ლუის ბენკს და ფიზიკოს იან დოლინს.ისინი ყოველნაირად ცდილობენ გამონახონ საერთო ენა ჩამოსულებთან და თავიდან აიცილონ კატასტროფა,თუმცა ფილმში მოვლენები სხვაგვარად ვითარდება.უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებს სრულიად სხვა მისია აქვთ. ისინი აკვირდებიან პოლიტიკურ თუ სოციალურ მოვლენებს დედამიწაზე,ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას და ხვდებიან,რომ ადამიანები ძალიან გონიერი არსებები არიან,თუმცა ისინი იმდენად გაუცხოვდნენ ერთმანეთისგან რომ ენა როგორც კომუნიკაციის საშუალება არ გამოიყენება მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაჭრელად. ასე,რო უცხოპლანეტელები დედამიწაზე სწორედ ადამიანების გამოსაფხიზლებლად და კომუნიკაციის აღსადგენად არიან გამოგზავნილი.
ადამიანები კი პანიკური შიშით არიან შეპყრობილი და უცნობი რასის განადგურება სურთ,რადგან არ იციან რისთვის მოვიდნენ ისინი, როგორი განზრახვები აქვთ.დიალოგის გარეშე კატასტროფა გარდაუვალი ხდება.მთავარი პერსონაჟი ლუის ბენქსი ცდილობს აუხსნას მთავრობის წარმომადგენლებს დიალოგის წარმოების მნიშვნელობა. ადამიანთა შორის კომუნიკაციის დამყარებას გადამწყვეტი მნიშვნლობა აქვს. ფილმიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ეხმიანება.
ფილმის მთავარ გმირებს კი ლუის და იანს რთული და დაძაბული დღეების მიუხედავად უყვარდებათ ერთმანეთი და ფილმიც შესაბამისად შთამბეჭდავი სიტყვებით სრულდება.
– მთელი შენი ცხოვრება რომ გენახა დასაწყისიდან ბოლომდე რამეს შეცვლიდი?“
-შეიძლება ის მეთქვა,რასაც ხშირად ვგრძნობ ხოლმე.რაც თავი მახსოვს ვარსკვლავებისკენ ვიყურები,მაგრამ იცი ყველაზე მეტად რა მაოცებს? არა მათთან შეხვედრა,არამედ შენთან.“