21 წლის ვიყავი როდესაც რაღა უცნაური იღბლისა თუ გამართლების წყალობით ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ დამნიშნეს. ეს ამბავი ასე მოხდა, დედაჩემი მივიდა ამ ვაკანსიის გასაუბრებაზე, გამსაუბრებელმა უთხრა ვაკანსია აღმზრდელობითი განხრითაა და ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი გვჭირდებაო. დედაჩემმა – ეგეთი ჩემი ბიჭიაო. ცხოვრებაში პირველად გავიკეთე ჰალსტუხი, ასეთი რა თვალით შემომხედეს არ ვიცი, მაგრამ 15 წუთიანი საუბრის შემდეგ მიღებული ხარო გამომიცხადეს. პირველი ერთი კვირა გაოგნებული დავდიოდი, მეორე კვირაში ჩემი პირველი „სერიოზული დავალება“ მივიღე, უნდა გამეკეთებინა გაკვეთილების ცხრილი ელექტრონული სახით, ამომებეჭდა და გამომეკრა. ცხრილის ჩარჩო უნდა გამემუქებინა, ინსტრუქცია მკაცრი და ცალსახა იყო. დავიწყე საქმის კეთება, პროცესში მივხდი რომ სკოლაში სადაც სუსტი მხედველობის ბავშვები სწავლობდნენ და პედაგოთა უმეტესობა ასაკიანი იყო ბევრად გამოსადეგი იქნებოდა ჩარჩოს ნაცვლად ტექსტი გამემუქებინა. ნააზრევი სისრულეში მოვიყვანე. ნახევარი საათის შემდეგ უკვე უმუშევარი ვიყავი. სკოლის კედლები სიამაყით დავტოვე და მას შემდეგ ბევრი წელია მეგონა რომ სწორედ მოვიქეცი.
ვინ წააგო ამ გადაწყვეტილებით? მე უმუშევარი დავჩი, ხელიდან გავუშვი შემოსავლისა და დიდი გამოცდილების მიღების შანსი. გამუქებული გაკვეთილების განრიგის ნაცვლად კედელზე მაინც ჩარჩო გამუქებული განრიგი დაკიდეს.
რა უნდა მექნა და რა იქნებოდა ოპტიმალური საქციელი? ამ საკითხს დღეს განსხვავებულ უკვე ფსიქოლოგიური ჭრილში ვხედავ.
ამერიკელი ფსიქოლოგი კლერ გრეივზი ამტკიცებს რომ ადამიანი ღია და განვითარებადი არსება, რომ მის უნარს ადაპტირდეს გარემოსთან საზღვარი არ აქვს.
გრეივზი მენეჯერების 7 დონეზე საუბრობს. არ უნდა მივიჩნიოთ, რომ რომელიმე დონე სხვა დონეებზე „უარესი“ ან „უკეთესია“. მენეჯერი იმყოფება და მოქმედებს იმ დონიდან, რომელიც მათ ცხოვრებისეულ კითხვებს პასუხობს;
- მარჩენალი – ასეთი ტიპის უფროსი თანაშრომლების არანაირ დისკრიმინირებას არ ახდენს, საჭირო მხოლოდ და მხოლოდ მათგან მიიღოს ემოციური კმაყოფილება. ის თანმშრომლებისგან მიღებული ემოციებით მოქმედებს მენეჯერული ფუქცის შესრულებისას. საკმარისია შეეჩვიოს გუნდს და მათთან კომფორტულ ჰარმონიულ ურთიერთობაში იქნება.
- მზრუნველი ქურუმი – რიტუალური დამოკიდებულება აქვს თანაშმრომლების მიმართ, გუნდს უყურებს როგორც ოჯახს. გაპატიებთ სამსხურში დაგვიანებას მაგრამ სამხურის შემდეგ „ფართიზე“ არ მისვლას ვერ შეეგუება.
- ბოსი – ძალაუფლების მოყვარეა, ძალისმიერი, უხეში და ფიცხი, მუდმივად საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენს, ვერ შეეგუება მცირედ „დაუმორჩილებლობასაც“ კი, თუნდაც ეს „დაუმორჩილებლობა“ საღი აზრით იყოს ნაკარნახევი.
- წესრიგის დამცველი – მისთვის მნიშნელოვანია პროცედურებისა და წესების თანმიმდევრული დაცვა. მოითხოვს სრულ თავდადებას და ორიენტირებულია ხანგძლივ თანაშრომლობაზე. შეიძლება საყვედურო გამოგიცხადოს იმის გამო რომ რომელიღაც ერთი დოკუმენტაცია ასე პირდაპირ შეინახეთ და არა ფაილში ჩადებული.
- კარიერისტი – მისი უმთავრესი მიზანია დიდი მატერიალური შედეგის, მაღალი საზოგადოებრივი სრატუსის მიღწევაა. არ არსებობს ისეთი რამ რის გაკეტებაზეც უარს იტყვის მიზნის მიღწევის პროცესში. გამოიყენებეს მოტივაცის ყველა შესაძლო მეთოდს თუ მის წარმატებაში წვლილის შემტანად მოგიაზრებთ, მაგრამ როგორცვე საჭირო აღარ იქნებით წარბსაც არ შეიხრის ისე ჩაგანაცვლებს სხვა კადრით.
- პერსონალისტი – ფოკუსირებულია ჩართულობასა და შეთანხმებულობის/ კონსენსუსის მიღწევაზე. თანამშრომლობას პატიოსნებაზე, გულწრფელობასა და თანასწორობაზე აგებს. არ მოითხოვ თქვენგან იმაზე მეტს რასაც თვითონ არ აკეთებ და თუ აღმოჩნდა რომ საჭიროზე მეტი იშრომეთ ამას აუცილებალდ დაგიფასებთ.
- ლიდერი – ცდილობს იდეების გარშემო ადამიანების გაერთიანებას, ზრუნავს გუნდის თითოეული წევრის განვითარებაზე. გამოირჩევა დიდი ემპატიითა და მოტივაცის სფეროში ინდივიდულისტური მიდგომით.
ზემოთ ნახსენები ჩემი პირველი უფროსი „ბოსის“ კატეგორის მენეჯერი იყო, ის ორიენტირებული გახლდათ ძალის დემოსტრირებაზე და ამ დემონსტრიერების პროცესს შეეწირა ჩემი პირველი სამსახურიც. ასეთ დროს ოპტიმალური გადაწვეტილება იქნებოდა მიმეღო მისი თავისებურება, როგორც მოცემულობა და მემოქმედა ამ მოცემულობის ფარგლებში.
კი მაგრამ პრინციპები? ღირსება? – ჩნდება ლოგიკური კითხვები.
სოკრატეს მოსწავლეს არისტიპ კირენელს დიონისე ტირანისთვის დახმარება უთხოვია. დაუნდობელ და უსაზღვროდ პატივმოყვარე მმართველს უარი უთქვამს ფილოსოფოსის თხოვნის შესრულებაზე. მაშინ არისტიპი მუხლებში ჩავარდნია და ისე შევედრებია ტირანს. ეს ამბავი უცებ გავცელებულა მაშინდელი პატივცემულ მოქალაქეების საზოგადოებაში და მძაფრი გამოხმაურებაც მოყოლია ფისოლოფოსი „უღირს“ საქციელს. არისტიპს კი ასე უპასუხია ბრალდებლებისთვის: რა ვქნა რა ჩემი ბრალია თუ დიონისეს ყურები მუხლებზე აბიაო.
დაახლოებით იგივეს ამბობს ქართული ანდაზა: „ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოსო“. ვირობა ვირის სიცუდეზე სულაც არ მეტყველებს და არც წიხლის მიმღების დამნაშავეობას უსვამს ხაზს. ვირობა როგორც მართვის სტილი, ეს მისი მოცემულობაა და მასთან ურთიერთობაც ამ მოცემულობის ფარგლებში უნდა მოვახერხოთ. სწორი კომუნიკაციითა და შესაბამისი დანიშნულების არსებობის შემთხვევაში “ვირს” ხომ თეთრ ბედაურზე მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია 😉