♥ მთავარია რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები,როდესაც სოციალური ქსელიდან გამოდიან, რთავენ სმარტფონებს,ლეპტოპებს და რჩებიან მარტო საკუთარ თავთან.
♥როდესაც ღამით ნისლიან ცას ვუყურებ და მახსენდება როგორ გადავფრინდი რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავით უცხო ქვეყანაში ვერ ვიჯერებ,რომ უკვე მეც ამ იდუმალი ცის ნაწილი ვარ.
♥ ნუ დაუმეგობრდებით თქვენს მკითხველებს დარჩით მათთვის იდუმალ ადამიანად, ან პირიქით, დაუმეგობრდით და აჩვენეთ, რომ ყველაფერი უბრალო მშვენიერია
♥ მარტოსულობა ნიშნავს როდესაც ვერავის უზიარებ შენს სიხარულს.
♥ არ იმეგობრო ადამიანთან რომელიც ვერ ხედავს დაფარულ ნიჭს შენში.
♥ სიყვარული იმიტომ არის საოცარი,რომ ზოგჯერ ჭამასაც კი გავიწყებს.
♥ პრობლემების და იმედგაცრუების მიუხედავად ნუ იფიქრებ თვითმკვლელობაზე.ადამიანებს ცოტა ხანი ეტკინები,შემდეგ კი გააგრძელებენ საკუთარი ბედნიერების ძებნას.
♥შეიძლება თავად სიყვარული არ არის მარადიული,მაგრამ მარადიულად გრძლედება ტანჯვა როცა ხარ შეყვარებული.
♥იცით რატომ არის ასეთი რთული განხდე ნამდვილი ხელოვანი?რატომ და შენ შემოქმედთან გსურს გატოლება..ეს კი ძალიან რთული საქმეა.
♥ ფეისბუქიდან რომ შლით თუ მაგრები ხართ წაშალეთ გულიდან ერთმანეთი.
♥ არავითარი ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს,ყველაფერს თავად ვაღწევთ შრომით და ბრძოლით.
♥იცი როდის მივხვდი,რომ ჩემი სიყვარული მარადიული იყო?როდესაც სასტუმროს ვერანდიდან გადავყურებდი ფოსფორს ,ვაყოლებდი თოლიების ფრენას თვალს და ვგრძნობდი რომ შენ აქ ამ უცხო მიწაზეც ჩემს გვერდით იყავი.
♥ღმერთი ყველაფერს საოცრად ქმნის და ხატავს,მაგრამ განსაკუთრებით სიფაქიზით ის ექცევა ქალს და ფიფქებს.
♥ ღმერთო დაიფარე დაქორწინებული ადამიანები მოულოდნელი სიყვარულისგან.
♥ერთხელ ჭალაში დავინახე როგორ ისხდნენ ყანჩები ფოთლებგაცვენილ ხეებზე გაუნძრევლად და მაშინ გავიფიქრე, აი როგორი მხატავრია ღმერთი,მას შეუძლია ისე დახატოს ასეთი სურათი ,ადამიანს მოეჩვენოს,რომ ფრინველები ასეთი პეიზაჟებიდან არასდროს მოიცვლიან ფეხს,თუმცა როგორც კი დაუბერავს ცხოვრების ქარი, შეშფოთდებიან ფრინველები,აიშლებიან და გაფრინდებიან უსასრულოდ შორს.