Skip to content

ტარტუს უნივერსიტეტი და მსოფლიო რეიტინგი

QS World University Rankings-ის კვლევის შედეგად, ტარტუს უნივერსიტეტმა 379-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის.

ტარტუს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორი ვოლი კალმის განცხადებით, ასეთი აღიარება უნივერსიტეტის ერთგული თანამშრომლების ყოველდღიური დაუღალავი შრომის შედეგია. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტარტუს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესები და კვლევა მაღალ დონეზეა შეფასებული არა მარტო ესტონეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც”, – ამბობს ვოლი კალმი.

2013 წელს, ტარტუს უნივერსიტეტი მსოფლიოს 470 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის იმყოფებოდა.

მსოფლიო რეიტინგის შედგენისას, QS-ის კვლევა სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: აკადემიური წრეებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების გამოკითხვა, ლექტორებისა და სტუდენტების რიცხვობრივი პროპორციულობა, უნივერსიტეტის, როგორც დამსაქმებლის რეპუტაცია, აკადემიური ნაშრომების მნიშვნელობა და უცხოელი ლექტორების და სტუდენტების რაოდენობა.

მიმდინარე წლის გამოკითხვაში 90, 000-ზე მეტმა მკვლევარმა, ხელმძღვანელმა და უნივერსიტეტის თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა. 2014 წლის რეიტინგის მოსამზადებლად 3, 000-ზე მეტი უნივერსიტეტი შეფასდა.

ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების რეიტინგები ასე გამოიყურება: ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 501-550, ვილნიუსის უნივერსიტეტი 551-600, ლატვიის უნივერსიტეტი 701+.

მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ QS-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ჟურნალის Times Higher Education Rankings-ის მიხედვით ტარტუს უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 3%-ს მიეკუთვნება. აღნიშნული ჟურნალის ახალი კვლევის შედეგები 1 ოქტომბერს იქნება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს.