დაუნ მივი, კოლეჯის მეორე კურსელი სტუდენტი, თამაშობდა კალათბურთის გოგონათა გუნდში. ის საკმაოდ წარმატებული და ძლიერი მოთამაშე იყო. კოლეჯს ასევე ჰყავდა გოგონათა მეორე გუნდი, რომელშიც ასევე ძალიან წარმატებული გოგონა – პამი თამაშობდა.
დაუნ მივისა და პამის შორის იყო მძაფრი კონკურენცია, თუ რომელი იყო კოლეჯის უკეთესი კალათბურთელი. მუდმივად მიდიოდა კამათი ამ საკითხზე და გოგონებიც თავს არ ზოგავდნენ იმისათვის, რათა თავიანთი უპირატესობა დაემტკიცებინათ. ერთ დღესაც, დადგა მომენტი, როდესაც კოლეჯებს შორის შეჯიბრება იმართებოდა.
შესაბამისად, დაუნ მივი და პამი თავიანთი კოლეჯის გუნდში ერთობლივად აღმოჩნდნენ. მივი საგონებელში ჩავარდა. ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეჯიბრებოდა, ახლა მისი პარტნიორი უნდა გამხდარიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის კონკურენცია მტრობამდე იყო მისული, დაუნ მივი ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როდესაც ის იქნებოდა ერთ გუნდში პამთან ერთად. გასაჭირის შესახებ მან მამას შესჩივლა.
მამამ კი მტრობამდე მისული კონკურენციის დავიწყება და პირველივე თამაშზე პამისთვის “პასის” მიცემა შესთავაზა. მივიმ ეს მამის სულელურ რჩევად ჩათვალა, რადგან სჯეროდა, რომ “პასის” მიცემა მის კონკურენტს უფრო პოპულარულს გახდიდა, ვიდრე მას. მამა უთხრა, თუკი იგი პამის რამდენჯერმე გადასცემდა ბურთს, ბოლოს და ბოლოს მისგანაც საპასუხო ქმედებას მიიღებდა. როდესაც დადგა თამაშის დღე, დაუნ მივი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც მამამ ურჩია.
პამი წამიერად გაოგნდა, მაგრამ თამაში განაგრძო. მივი აგრძელებდა პამისათვის ხელსაყრელ სიტუაციებში ბურთის გადაცემას. ამან კი შედეგი ის გამოიღო, რომ როდესაც დაუნ მივი კალათბურთის ფარის სიახლოვეს ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, პამისგანაც მიიღო ბურთი. მას შემდეგ გოგონები ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ. მათი კოლეჯი გუნდმა უამრავი თამაში მოიგო, ხოლო პრესა უწყვეტად საუბრობდა კოლეჯის გუნდში არსებულ საუცხოო სინერგეტიკულ ტანდემზე.