,,ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დედა ყოველთვის ჯანსაღი კვების მომხრე იყო, ის არ ეწეოდა, არ სვამდა, ვარჯიშობდა, დამცავი საშუალებების გარეშე არასოდეს გადიოდა სახლიდან მზიან ამინდში. ყოველთვის ითვალისწინებდა ექიმი-დიეტოლოგის რჩევებს. შეიძლება ითქვას რომ, ის საკუთარ ჯამრთელობაზე ზედმეტად ზრუნავდა. ეხლა ის 76 წლისაა, ექიმებმა მას კანისა და ტვინის კიბო დაუდგინეს.
ჩემი ერთ-ერთი მეგობრის მამა საკუთარ თავს არაფერს უკრძალავდა, არასდროს ყოფილა დაინტერესებული სპორტით, უყვარდა გემრიალად ჭამა, ისე რომ ბეკონს და ერბოს ერთად ჭამდა. ალკოჰოლზეც არ ამბობდა უარს, შეეძლო მზეზე იმდენხანს წოლილიყო, სანამ კანი არ აძვრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მას მთელი ცხოვრება “ფეხებზე ეკიდა” ექიმების რჩევები, ცხოვრობდა ისე როგორც თვითონ უნდოდა. დღეს ის 81 წლისაა და ექიმების თქმით მას ახალგაზრდებისთვის შესაშური ჯამრთელობა აქვს.
,,როგორც არ უნდა ეცადოთ თქვენ ვერასოდეს შეძლებთ თავი აარიდოთ შინაგან შხამს. ადრე თუ გვიან ის თქვენ მოგერევათ”. ჩემი მეგობრის დედამ თქვა: ,,რომ მცოდნოდა, როგორ დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება, არასოდეს მოვუსმენდი ექიმებს და საკუთარ თავს არაფერს აუკრძალავდიო”.
,,ეს ცხოვრებაა და ვერცერთი ჩვენგანი ვერ დააღწევს აქედან თავს ცოცხალი. ასე რომ არ ღირს საკუთარ თავს მიუდგე ისე, როგორც რაღაც მეორეხარისხოვანს. სანამ არის დრო საკუთარი სიამოვნებისთვის იცხოვრეთ. იმიტომ რომ ხვალ შეიძლება უკვე გვიან იყოს. აკეთეთ ის რაც გინდათ, ჭამეთ გემრიელად, გაირუჯეთ მზეზე, იყავით სულელი და უცნაური, მაგრამ ყალბი არა. რადგან სხვა დანარჩენისთვის დრო უბრალოდ არ არის “.