პროფესიონალი ფსიქოლოგების ჯგუფმა 4-დან 8-წლადე ბავშვებს დაუსვა კითხვა: რა არის სიყვარული? მიღებული პასუხები იმდენად ღრმა და საინტერესო აღმოჩნდა, როგორსაც ვერავინ წარმოიდგენდა. თავად განსაჯეთ:
,,როცა ბებიას ართრიტი დაეწყო და ის ვეღარ ახერხებდა დახრას და ფრჩხილების შღებვას. მაშინ ბაბუა აკეთებდა ამას, ბებიასთვის ყოველთვის, მაშინაც კი როცა მას თავად დაემართა ართრიტი. ეს სიყვარულია. (რებეკა 8 წლის)
,,როცა ვიღაცას შენ უყვარხარ, ის შენს სახელს განსაკუთრებულად წარმოთქვამს. და შენ უბრალოდ ხვდები, რომ შენი სახელი ამ ადამიანის პირში უსაფრთხოდაა“ (ბილი 4 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა_ როცა გოგო სუნამოს იპკურებს, ბიჭი კი პარფიუმს, მერე ისინი ერთმანეთს ხვდებიან და სუნავენ.“(კარლი 5 წლის)
,, სიყვარული ეს ისაა, როცა შენ მაკდონალსში ხარ და შენი კარტოფილი ფრის საუკეთესო ნაწილს აძლევ სხვას, სანაცვლოდ კი არაფელს ითხოვ მისგან“ (კრისი 6 წლის)
,,სიყვარული ისაა, როცა შენ იღიმები, მაშინაც კი როცა ძალიან დაღლილი ხარ“ (ტერი 4 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა, როცა დილით დედა მამას ყავას უმზადებს, მერე კი სანამ მიაწოდებს მოსვამს ერთ ყლუპს, რათა დარწმუნდეს, რომ ყვალაფერი რიგზეა“ (დენი 7 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა, როცა თქვენ სულ ერთმანეთს კოცნით, მერე კი როცა უკვე დაიღლებით კოცნით, მაინც გინდათ, რომ ერთანეთს ელაპარაკოთ. ჩემი დედ-მამა ზუსტად ესე არიან“ (ემილი 8 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა, რაც შობაზე ისადგურებს სახლში, საჩუქრების თვალიერებას შეწყვეტ და ყურს მიუგდებ, მოუსმენ“ (ბობი 7 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა, როცა შენ ეუბნები ბიჭს, რომ მისი მაისური მოგწონს და ის მას ყოველდღე ატარებს“ (ნოელი 7 წლის)
,, სიყვარული ეს ისაა, როცა ბებერი კაცი და ქალი მეგობრობენ, მაშინაც კი როცა ისენი ერთმანეთს უკვე ძალიან კარგად იცნობენ“ (ტომი 6 წლის)
,,როცა მე კონცერტზე უნდა გაოვსულვიყავი და პიანინოზე დამეკრა, სცენაზე გამოვედი და ძალიან შემეშინდა. ხალხი პირდაპირ მე მიყურებდა მერ, კი დავინახე მამა, ის მიღიმოდა და ხელს მიქნევდა. ამას დარბაზში მარტო ის აკეთებდა და მეც მეტად აღარ მეშინოდა“ (სინდი 8 წლის)
,,დედას მე ყველაზე მეტად ვუყვარვარ. განა სხვა ვინ მკოცნის ყოველ საღამოს ძილის წინ“ (კლარა 6 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა, როცა დედა მამას ხორცის საუკეთესო ნაჭრებს უდებს თეფშზე“ (ილეინი 5 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა, როცა მამა სახლში ოფლიანი ბრუნდება და უსიამოვნო სუნი ასდის, დედა კი მას ეუბნება, რომ ის რობერტ რეტფორდზე სიმპატიურია“ (კრისი 7 წლის)
,,სიყვარული ეს ისაა- როცა შენი ძაღლი სახეს გილოკვს , მაშინაც კი როცა ის შენ ის მთელი დღით მარტო დატოვე“ (მერი ენი 4 წლის)
,,მე ვიცი, რომ ჩემს უფროს დას ვუყვარვარ, იმიტომ , რომ ის თავის ძველ კაბებს მე მაძლევს, თვითონ კი იძულებულია, მაღაზიაში წავიდეს და ახალი იყიდოს“ (ლორენი 4 წლის)
,,როცა შენ ვინმე გიყვარს, შენი წამწამები ზემოთ-ქვემოთ დადიან და შენი თვალებიდან პატარა ვარსკვლავები ცვივა“ (კარლი 7 წლის)
,, სიყვარული ეს ისაა, როცა დედა ხედავს მამას ნიჟარაზე და არ თვლის, რომ ეს საზიზღრობაა“ (მარკი 6 წლის)
,,არა საჭირო უთხრა, რომ გყივარს თუ ეს სიმართლე არაა, მაგრამ, თუ ეს სიმართლეა მაშინ ხშირად უნდა, უთხრათ. ადამიანებს ეს რატომღაც ავიწყდებათ“ (ჯესიკა 8 წლის)