სამყაროში ნებისმიერ ადამიანს ბედნიერებისთვის ჭირდება საქმე,რომელსაც არა მოვალეობის მიზნით, არამედ სიყვარულით შეასრულებს დღის განვალობაში. ასეთი სამუშაო გვეხმარება შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და მოვიპოვოთ მატერიალური დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას და აუცილებლად იმ საქმეს მოვკიდოთ ხელი,რომლის კეთებაც მთელი გულით გვსურს.
თუმცა საკითხავია,როდის უნდა მიხვდეს ადამიანი, რისი კეთება გამოსდის ყველაზე უკეთ და რა არის ის საქმიანობა,რომელსაც ბედნიერება მოაქვს მისთვის. ზოგიერთმა ჩვენთაგანმა ბავშობიდან იცის რისი კეთება სურს მომავალში.ზოგი კოლეჯსა და უნივერსიტეტებში აცნობიერებს ამას. მას შემდეგ კი, რაც მივხვდებით, რისი კეთება გვინდა, ვიღებთ შესაბამის ცოდნასა და მიზნისკენ ვისწრაფვით. ეს ძალიან კარგია.მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელთაც ოდნავ მოგვიანებით ეხსნებათ მეექვსე გრძნობა და მხოლოდ შემდეგ აცნობიერებენ რა სურთ,რომ აკეთონ. თუმცა ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია დაიწყოს იმ საქმის კეთება,რომელიც მოსწონს. და აღმოვაჩინოთ და მივხვდეთ რისი კეთება გვსურს,ეს უკვე წარმატებაა.ჩვენ კი თავად უნდა მივხვდეთ, რისი კეთება გამოგვდის კარგად,რომელია ის საქმე,რომელიც ყველაფერზე მეტად გვიყვარს.
ახლა სტატიას სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ კაფეში ვწერ,მივირთმევ ყავას,რომელიც ძალიან გემრიელია და ვფიქრობ, დღეს განსხვავებულ სამუშაო გარემოში ვარ. ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი მიირთმევს ლანჩს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ შესვენებაზე არინ უამრავ საქმიან ზარს პასუხობენ,განიხილავენ სხვადასხვა დეტალს და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.დარწმუნებული ვარ, ისინი იმ საქმეს აკეთებენ, რომელიც უყვართ.წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებიან მოტივაციით სავსე.ოპტიმიზმი და შემართება კი ყოველთვის იგრძნობა ადამიანებში,რომლებიც საყვარელ საქმეს ემსახურებიან.მაშასადამე საყვარელი სამუშაო გვმატებს მოტივაცის და საქმეში ჩაფლული ადამიანი ყოველთვის ენერგიული და პოზიტიურია.
საყვარელი საქმის კეთების უპირატესობა ასევე იმაში მდგომარეობს,რომ როდესაც იმ საქმეს ემსახურები,რომელიც გიყვარს შენ აღარ გიწევს იძულებითი მუშაობა.შენი ნიჭის შესაბამისად მოქმედებ,აკეთებ იმას,რისი კეთებაც გიტაცებს და შესაბამისად ყოველდღე ცდილობ უფრო პრესპექტიული გახადო შენი საყვარელი საქმე. ყოველდღე იცვლები,ვითარდები. მაქსიმალურად იყენებ შენს ნიჭსა და შესაძლებლობებს და ღმერთისგან ბოძებულ ტალანტს ამრავლებ.თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი კი, საკუთარი თავის რწმენას გმატებს და ბედნიერების განცდა გეუფლება.საყვარელი საქმის კეთებისას კი ,დრო სწრაფად და სასიამოვნოდ გადის. სამუშაო რეჟიმი აღარ არის მონოტორული და ერთფეროვანი.
მაგალითად პირადად მე ბავშობიდან მომწონდა წერა.ვგრძნობდი, ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მომავალში მინდოდა გამეგრძელებინა.მთელი გულით ვგრძნობდი ჩემს მოწოდებას და თავდაუზოგავად ვშრომობდი.წერა კი არასდროს იყო ჩემთვის დამღლელი. მართალია, თავიდან არ ვიცოდი,რომელი მიმართულებით უნდა გამეგრძელებინა მუშაობა,მაგრამ დროთა განვალობაში გამოიკვეთა სფერო,რომლის შესახებაც მიტაცებდა წერა.დღეს კი აქტიურად ვთანამშრომლობ ჟურნალ-გაზეთებთან და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით.
დამეთანხმები, დრო სწრაფად გარბის, ამიტომ თუ გვსურს წარმატებული ცხოვრება გვქონდეს,ვიამაყოთ საკუთარი მიღწევებით და წითელ ხალიჩაზე გავიაროთ,აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ.ზოგჯერ ადამიანები, რადგან უკვე იციან რისი კეთება სურთ,არ ჩქარობენ ხელი მოჰკიდონ საყვარელ საქმეს და მხოლოდ ოცნებებით მიიწევენ წინ.საყვარელი საქმე – შენი ნიჭი და შესაძლებლობები, არ უნდა გამოკეტო ბოთლში ისე,როგორც ჯინი დატოვეს საუკუნეების მანძილზე ჩაკეტილ სივრცეში.პირიქით, დროულად უნდა გაშალო ფრთები და გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.მხოლოდ ამ გზით მივაღწევთ საწადელს და მოვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას.რეალიზებული ადამიანი ბედნიერი და წარმატებულია.გისურვებ იპოვო საყვარელი საქმე,აკეთო ის და იცხოვრო ბედნიერი ცხოვრებით! !