1. როდესაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მიდიხართ ნუ დაელოდებით აღიარებას- იარეთ წინ,იმოქმედეთ შეუსვენებლად და თქვენ აუცილებლად დაიპყრობთ მწვერვალებს,რომელსაც შეგიძლიათ თქვენი სახელი უწოდოთ.ასეთი მწვერვალები საუკუნეებს უძლებს და ის ნაყოფიერი შრომის შედეგია.
2. თუ მწერალი ხარ და წიგნებს წერ, მხატვარი ხარ და ტილოებს ქმნი, წერ მუსიკას და ელოდები როდის გახდება შენი სიმღერა ჰიტი,შემიძლია დანამდვილებით ვთქვა,რომ არ იქცევი სწორად. მიზნისკენ მიმავალ გზაზე წამითაც ნუ შეჩერდები,რადგან შენ ქმნი გულიდან ამოძახილს,ამის გარეშე უბრალოდ არ შეგიძლია ყოფნა. შენი შრომა მოგვიანებით დაფასდება. ამიტომ იმუშავე თავდაუზოგავად.სწორედ ეს არის წარმატების გარანტია.
3.წარმატებული ადამიანები ხშირად გვიზიარებენ საკუთარი წარმატების ფორმულას და ერთხმად აღნიშნავენ, რომ წარმატება ეს არის მუდმივი შრომა და მოქმედება.ვენდოთ მათ გამოცდილებას და ვიმოქმედოთ.
4.ერთ დღესაც კი ნუ დარჩებით საყვარელი საქმის გარეშე,იმუშავეთ გონებრივად თუ ფიზიკურად,იმუშავეთ მაშინაც კი,როდესაც ისვენებთ.იდეების პოვნა ყველაზე ადვილია,როდესაც ზღვის სანაპიროს მივუყვებით ფეხით და კოქტეილს მივირთმევთ.ასეთ დროს გონებაში უამრავი ბიზნეს იდეა ჩნდება,რომელსაც დაუყონებლივ უნდა შევასხათ ფრთები.შეუჩერებლივ მუშაობაში სწორედ ეს იგულისხმება.
5. არასდროს მოსწყდეთ თქვენს საყვარელ საქმეს.არ გადადოთ ოცნებების ასრულება სამომავლოდ – ეს მტკივნეული პროცესია,რადგან ჩვენ ზოგჯერ მხოლოდ ვოცნებობთ და საბოლოოდ გვიპყრობს დიდი სინანული მიუღწეველი მიზნების გამო.
6.ადამიანები,მხოლოდ მაშინ მისტრიან წარსულს,როდესაც აცნობიერებენ – ვერ დააფასეს განვლილი დრო და ვერ შესძლეს გაეკეთებინათ მაქსიმალური.ამიტომ გამოიყენეთ თითოეული წამი,ნუ მისცემთ საკუთარ თავს სინანულის ნებას.
გისურვებთ წარმატებებს !