სამყაროში ძალიან ხშირად შეხვდებით დედებს, რომლებმაც შვილების აღზრდას მიუძღვნეს ცხოვრება და ნაცვლად იმისა რომ ბედნიერები იყვნენ, სევდიანი გამომეტყველება აქვთ. მათ აუცილებლად შენიშნავთ, მოგინდებათ ახლოს მისვლა, და განსაკუთრებული სიტყვების თქმა, მაგრამ ზოგჯერ ამ სიტყვებს ძალა აღარ აქვთ, რადგან ისინი ფიქრობენ,რომ უკვე დაგვიანებულია კარიერის გაკეთება მათთვის, მაგრამ მე მხარზე ხელს დაგადებ და გეტყვი – იმოქმედე! უიმედოდ ცხოვრების უფლებას ნუ მისცემ საკუთარ თავს.
თქვენ შეიძლება შემედაოთ და მითხრათ,რომ შვილების აღზრდა დიდი ბედნეირებაა და თუ დედას კარიერია არა აქვს, ეს სრულებითაც არ არის სამწუხარო ,მაგრამ გულის სიღრმეში ყველამ კარგად იცის, ეს ასე არ არის! ყველას სურს საკუთარი ლამაზი ოცნებების ასრულება. ყველას სურს წარმატება და საყვარელი საქმის კეთება. ადამიანში არის ზღვა მაგარი წარმატებისთვის და თუ ადამიანი ამ მარაგის რეალიზაციას ვერ ახერხებს ითრგუნება და ნაყოფიერად ცხოვრებას ვეღარ ახერხებს.
გვხვდებიან ხშირად ნაცნობები და ერთსა და იმავე კითხვით მოგმართავენ, მუშაობ თუ არა და როდესაც დადებით პასუხს ისმენენ, მაშინათვე იცვლები მათ თვალში, თითქოს რეგალიები გემატება და ისინი გაფასებენ, რადგან იციან, როგორი რთულია საკუთარი თავის დამკვიდრება სამყაროში.
საინტერესოა, როდის უშვებენ შეცდომებს დედები,რომლებიც დაქორწინების შემდეგ მუშაობას ვეღარ ახერხებენ და შვილების ცხოვრებით აგრძელებენ გზას. ძალიან სასიამოვნოა პატარებზე ზრუნვა, მათი აღზრდა, მაგრამ ჩვენ ყველანი ბავშობიდან მოვდივართ. ჯერ კიდევ გვაქვს ოცნებები და ვიმსახურებთ მათ ასრულებას.
ქალბატონები, მას შემდეგ, რაც დედები ხდებიან და მუშაობის გაგრძელება, თითქმის შეუძებელია მათთვის, განსაკუთრებით, თუ დამხმარე არ ყავთ, მაგრამ პატარები მალე იზრდებიან, ისინი მიდიან სასწავლებელში და დედებმა სწორედ ეს დრო უნდა გამოიყენონ დროულად და დაუბრუნდნენ საკუთარ ოცნებებს. ზოგჯერ სამსახურში დაბრუნება უამრავი მიზეზის გამო შეუძლებელი ხდება,თუმცა შეგიძლია წამოიწყო ახალი საქმე შენი ბედნიერებისთვის, შენი რეალიზებისთვის, ხოლო ის, თუ რას უნდა მოჰკიდო ხელი, მიხვდები, თუ საკუთარ გულს ჩაუღრმავდები და სწორად შეაფასებ შენს შესაძლებლობებს.
თუმცა დედები ბავშვების განვითარების სწორედ ამ ეტაპზე უშვებენ შეცდომებს. ნაცვლად იმისა საკუთარ წარმატებისთვის გადადგან ნაბიჯები, სხვადასხვა შემეცნებით წრეებზე დაჰყავთ შვილები. ეს ძალიან კარგია,მაგრამ არ არის აუცილებელი გადატვირთოთ პატარები, მიეცი მას და საკუთარ თავს ამოსუნთქვის საშუალება. იპოვე საყვარელი საქმე და ამ გზით მიეცი შვილებს მაგალითი იმისა, თუ როგორ გამოიყენოს დაგროვილი ცოდნა ცხოვრებაში პრაქტიკულად. იპოვე ზღვარი ამ ყველაფერს შორის. ნუ მოახვევ საკუთარ აუხდენელ ოცნებებს შვილებს. ნუ შეეცდები მათ ხარჯზე მოახდინო საკუთარი ოცნებების რეალიზება, ეს შეუძლებელია,რადგან თითოეულ ჩვენთაგანს საკუთარი განუმეორებელი სამყარო აქვს.
ჩემი დიდი სურვილია რეალიზებულ ქალბატონებს ვხვდებოდე გარშემო, მინდა ისინი ამაყობდნენ საკუთარი თავით და შინაგან ჰარმონიას უზიარებდნენ შვილებს.