დილით, მაშინ როდესაც ჩვენი ყავა ჯერ კიდევ მზადდება, ზოგი სიგარეტს უკიდებს, ზოგიც ბავშვს თასმას უკრავს და მეუღლეს მსუბუქად მხარზე შემორტყმით ეუბნება : „დღეს შენ წაიყვანე რა..“, ზოგიც ლოგინში დიდხანს რჩება ვიდრე არ მობეზრდება ან კი უბრალოდ აი ასე გადაწყვიტა ღამეს დაწოლისას, ამასობაში სხვა ელექტრონულ ფოსტას ამოწმებს, ნერვიულად ტუჩებს იკვნეტს და ელოდება იმ ერთ, საოცნებო სამსახურის აპლიკაციის დადასტურებას, მენეჯერის პოზიციაზე.
თუკი ნამდვილად გინდათ, რომ წარმატებული მენეჯერი, სამუშაო ჯგუფის წევრი ან კი უბრალოდ პრაგმატული და ტაქტიკური პიროვნება იყოთ, პირველ რიგში ზრუნვა საკუთარ განწყობაზე უნდა დაიწყოთ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განწყობის ამაღლებაში მხოლოდ რძიანი შოკოლადი ვერ დაგეხმარებთ, უმჯობესია დილით სარკეში გაიღიმოთ… და მაინც.. ვინ არიან ექსტრავერტები? როგორც ანალიტიკური ფსიქოლოგია განმარტავს, ექსტრავერტი ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპია, რომელსაც სიამოვნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ახალი ადამიანების გაცნობა. ასე რომ, თუკი თქვენ არ ხართ ექსტრავერტი, კერძოდ:
• ხშირად ეფლობით მოგონებებში, გონება გეფანტებათ და სწორედ ამ მოგონებებს შეუძლიათ ნეგატიურად დამუხტონ თქვენი დღე;
• თქვენი ცხოვრებისეული მიდგომა შემდეგნაირია: „ერთი კარგი მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე“, გიჭირთ ახალი ადამიანების გაცნობა;
• უფრო მარტივად იმახსოვრებთ არსს ვიდრე დეტალებს.
….მაშინ ის დროა დაიწყოთ ზრუნვა საკუთარ განწყობაზე. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უზნაძის „განწყობის თეორიას“ გაეცნოთ, ყველაფერი მარტივია.. შეეცადეთ სამსახურში შესვენებაზე ისადილოთ კოლეგებთან ერთად, არაფერია იმაზე მარტივი და ამავდროულად მასტიმულირებელი, როგორც ღიმილი. რა თქმა უნდა სამსახურში ყოველი დღე სხვადასხვაგვარია, კვირის დასაწყისი ხანდახან ისეთი სტრესულიც არის, რომ უკვე სამშაბათ საღამოს სუპერმარკეტში სასმელის განყოფილებასთან მეგობარს მობილურით ვუთანხმებთ პარასკევი საღამოს გეგმებს. ფაქტები და ბიზნეს–კველევა ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც მარტივად ეგუებიან ცვალებად გარემოს, შეუძლიათ გენერალურ მენეჯერთან შეხვედრაზე ისაუბრონ განვლილი კვარტლის წარუმატებლობაზე და ამავდროულად გონებაში საყვარელ მუსიკას უსმენდნენ და მაგიდის ქვეშ ფეხებს ცეკვით აყოლებდნენ, ყველაზე მეტად სწორედ მათ უმართლებთ ბიზნეს შეხვედრებზე აღმასრულებელ მენეჯერთან ერთად გაემგზავრონ. დღესდღეობით არავის უკვირს ის თუ რამდენი დიპლომი გაქვთ და რამდენად სწრაფად და ხარისხიანად შეგიძლიათ მუშაობა თქვენს დარგში…
P.s – არ დაგავიწყდეთ, ადამიანებს შეხვედრისას სჭირდებად საშუალოდ 2 წამი იმისათვის, რომ შთაბეჭდილება შეექმნათ თქვენზე. ასე, რომ გაიღიმეთ და მზად იყავით ახალი პროფესიული ნაცნობობისთვის. თქვენს უნიკალურობას თქვენი ემოციები და ფსიქოლოგიური ტიპი განსაზღვრავს, სხვა შემთხვევაში თქვენს ნაცვლად იაპონურ დინამიკურ რობოტს დაასაქმებდნენ…