Skip to content
რწმენა
ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ არ გაქვთ ყველაფერი ის, რაც გსურთ გქონდეთ ცხოვრებაში? რა გიშლით ხელს მიზნების მიღწევაში და იმის კეთებაში რაც მთელი გულით გსურთ?
არის თქვენს გარემოცვაში ვინმე ისეთი ვინც გეუბნებათ, რომ  არ შეგიძლიათ რაიმეს გაკეთება? იქნებ თქვენ თვითონ ეუბნებით საკუთარ თავს ამას? დროთა განმავლობაში ხომ არ გავიწყდებათ რაზე ოცნებობდით?
ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებენ, რომ წარმატების მიღწევისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ოპტიმისტური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც თავისთავში გულისხმობს იმის ღრმა გაანალიზებას, რომ თქვენი მონდომებისა და ბრძოლისუნარიანობის წყალობით თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ ყველა ჭკუასთან ახლო მიზანს, რაც კი ცხოვრებაში გაგაჩნიათ.
შეიძლება გსმენიათ კიდეც ჰენრი ფორდის ეს სიტყვები: “არა აქვს მნიშვნელობა, ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ, თუ ფიქრობთ,რომ არ შეგიძლიათ – ორივე შემთხვევაში მართალი ხართ.” ჩემი აზრით ეს აბსოლიტურ რეალობას წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისათვის. თქვენი გონება ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რაც კი წარმატების მიღწევისათვის გაგაჩნიათ.
ნაპოლეონ ჰილის ცნობილი, ბესთსელერი წიგნი “იფიქრე და გამდიდრდი” ემყარება მოსაზრებას, რომ ისეთი წარმატებული ადამიანები როგორებიც იყვნენ : ენდრიუ კარნეგი, თომას ედისონი, ჰენრი ფორდი და უამრავი სხვა მაღალი ინტელექტის მქონე ცნობილი პიროვნება წარმატებას აღწევდნენ იმისდა გამო, რომ სწამდათ საკუთარი თავის და იმ მიზნების მიღწევის შესაძლებლობის, რომელთა მიღწევაც სურდათ.
 “რატომაც არა?”

რეალისტი ადამიანები ხედავენ იმას რაც შესაძლებელია და ამბობენ: “მე ამას გავაკეთებ” და “ცდილობენ” აკეთონ რაც შეუძლიათ. მე მეოცნებე ვარ. ვხედავ იმას,რაც შეიძლება და ვაკეთებ… და ვხედავ იმასაც,რაც არ შეიძლება და ვამბობ: “რატომაც არა?!ოსკარ უაილდი.

გაიხსენეთ როცა უკანასკნელად გსურდათ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება, მაგრამ რაღაც მიზეზისდა გამო მიზანს ვერ მიაღწიეთ.რატომ მოხდა ეს?
იქნებ ეს რწმენის ნაკლებობამ განაპირობა. არა აქვს მნიშვნელობა როგორ შეგეპარათ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი, თავად დაასკვენით, თუ გარეშე პირებმა და ფაქტორებმა დაგარწმუნეს ამაში – ფაქტი ერთია: თუ ბრძოლა შეწყვიტეთ ეს ნიშნავს, რომ მიზნის მიღწევის შესაძლებლობაში შეიტანეთ ეჭვი..
არავის და არაფერს მისცეთ ნება, საკუთარი თავის ჩათვლით, რომ ეს რწმენა შეგირყიოთ!
ახლა კი იმაზე დაფიქრდით ბოლოს როდის მიაღწიეთ მნიშვნელოვან მიზანს.
ალბათ მოქმედება ოპტიმისტური დამოკიდებულებით დაიწყეთ. ეჭვიც არ შეგპარვიათ საკუთარ შესაძლებლობებში. მტკიცედ გჯეროდათ, რომ შეძლებდით. ფიქრობდით, რა გჭირდებოდათ წარმატების მისაღწევად და ცდილობდით მიგეღოთ მთელი თქვენი ძალისხმევის გამოყენებით. ყოველი ახალი გამოწვევის დროს თქვენი გონება ქვეცნობიერად ამბობდა: “რასაკვირველია გავაკეთებ. რატომაც არა?!”
აბა დაფიქრდით: რას ამბობთ, როდესაც თქვენს თავს ეუბნებით: “რატომაც არა?” სინამდვილეში თქვენ ამბობთ:
“არ არსებობს მიზეზი რის გამოც მე ამის გაკეთებას ვერ შევძლებ.”
რასაკვირველია თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიაღწიოთ ყველა დასახულ მიზანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთელი არსებით დაიჯერებთ, რომ ეს შესაძლებელია,  რწმენით ნათქვამი “რატომაც არა?!” კი დაგეხმარებათ ჩამოიყალიბოთ ოპტიმისტური დამოკიდებულება და შეინარჩუნოთ მიზნის მიღწევის მოტივაცია.
გსურთ უკეთესი სამსახური? – რატომაც არა?!
გინდათ გქონდეთ მეტი შემოსავალი? – რატომაც არა?!
გსურთ ისწავლოთ უცხო ენა?  – რატომაც არა?!
….
პასუხი ნათელია“რატომაც არა?!”  ეს ხომ იმას ნიშნავს,რომ არ არსებობს მიზეზი რის გამოც თქვენ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ!
მაშ ასე:
გსურთ იცხოვროთ ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებით? მშვენიერია!
ჩემი პასუხია: რატომაც არა?!
თემო ბერიშვილი