- იცინე ხმამაღლა და გულიანად, ვინც გეტყვის რომ ეს უკულტურობაა არაუშავს, მას სიცილის კულტურა არ აქვს!
- არ იდარდო დეტალებზე! ყველაფერი დეტალია, გარდა ადამიანების ჯანმრთელობისა!
- არ აქვს მნიშვნელობა რამხელა მიზანი გაქვს, ის მაინც პატარაა.
- ნუ დაელოდები გრანდიოზულ მოვლენებს, მიმოიხედე გარშემო უამრავ მიზეზს იპოვი ბედნიერებისათვის!
- არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია როგორ ხარ!
- შენი პროფესიაც შენი მეორენახევარია, კარგად დაფიქრდი რისი კეთება გეყვარება ყველაზე მეტად და ზოგჯერ უსასყიდლოდაც კი.
- გიყვარდეს შენი სამსახური ყოველდღე, რადგან შენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს აქ გაატარებ!
- ნუ დაკარგავ დროს, დრო ყველაფერია!
- ყველასთან უნდა შეგეძლოს გემრიელი „გამარჯობის“ თქმა! არავის ატკინო ისე გული, რომ ეს ვერ შეძლო.
- მადლობა და ბოდიში- შენს სისუსტეზე არა, შენს სიძლიერეზე მეტყველებს!
10 წლის უკან, თქვენ რას ურჩევდით საკუთარ თავს?