Skip to content

რამდენიმე რჩევა სამუშაოს ძიების დაწყებისას

როდესაც ვიწყებთ სამსახურის ძიებას, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა შევქმნათ პრეზენტაბელური CV.  კანდიდატზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება CV-ის მეშვეობით, წყდება ღირს თუ არა ამ პირთან შეხვედრა პირისპირ. ამიტომაც სამუშაოს ძიებისას სწორად შედგენილი CV-ი მნიშვნელოვანია.

წერის პროცესში გვიჩნდება კითხვები: როგორ უნდა დავწერო CV-ი?  როგორი CV-ი  მოეწონება დამსაქმებელს?  რა სახის ინფორმაცია უნდა მივუთითო? და ა.შ.

რა თქმა უნდა არსებობს უამრავი რჩევათუ როგორ შევადგინოთ  CV, მაგრამ თუ თავად არ ვიმუშავეთ მისი სრულყოფისთვის, შედეგი არ იქნება.

შევეცადე მომეძია 2016 წლის უახლესი ტენდენციები. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას და მოსაზრებას, რომელიც დაგეხმარებათ ინდივიდუალური CV -ის შექმნაში.

CV-ი არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ზედმეტი მონაცემებით, სივრცის გამოტოვებით (space-ებით) და ჩარჩოებით არ უნდა მოხდეს სივის მოცულობის გაზრდა.

CV-ი უნდა იყოს მარტივი წასაკითხი.

ძირითად მონაცემებში უნდა იყოს მითითებული საკონტაქტო ნომერი, ელექტონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი. ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ პირადი ლინკი, მაგ: com -დან.

არ არის საჭირო 3-4 საკონტაქტო ნომრის, სახლის ნომრის, ოჯახური მდგომარეობის, მისამართის, წონის, სიმაღლის და ა. შ.  მითითება.

სასურველია CV-ის შევსება დაიწყოთ უახლესი მონაცემებით. პირველ რიგში მიუთითეთ ბოლო სამუშაო გამოცდილება და შემდგომ ჩამოწერეთ ყველა წინა სამსახური, იგივე პრინციპით განათლება და სხვა აქტივობები.  (ეს გაუადვილებს დამსაქმებელს ყურადღების გამახვილებას თქვენს უახლეს გამოცდილებაზე )

არ არის საჭირო CV-ის გაფერადება და სხვადასხვა ყურადღების გამფანტავი ორნამენტების დართვა, დამსაქმებელმა უნდა გაამახვილოს ყურადღება თქვენს მიღწევებზე.

CV-ი არ უნდა იყოს შევსებული PowerPoint-ში ან Excel -ში.

CV-ს მიანიჭეთ სახელწოდება თქვენი სახელისა და გვარის მითითებით, რათა მარტივად მოხდეს იდენტიფიკაცია.

ფოტო სურათის დართვისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. თუ კონკრეტული მოთხოვნა არ არის, შეგიძლიათ სრულიადაც არ დაურთოთ სურათი. სხვა შემთხვევაში სურათი უნდა იყოს ოფიციალური სახის.

ყოველთვის იმუშავეთ თქვენი CV-ის განახლებაზე და სრულყოფაზე.

CV-ს საბოლოო ვერსია აუცილებლად რამდენჯერმე გადაიკითხეთ, რათა არ იყოს გაპარული შეცდომა, ასევე შეგიძლიათ მეგობარს წააკითხოთ, რომელიც ობიექტურად შეგაფასებთ.

CV-ის გაგზავნამდე აუცილებლად გაეცანით ვაკანსიის პირობებს, გაიაზრეთ რა მოვალეობების შესრულებაა საჭირო კონკრეტული პოზიციისთვის და შეესაბამებით თუ არა მოთხოვნებს.

ასევე გთავაზობთ რამდენიმე საიტს სადაც შეგიძლიათ შექმნათ თანამედროვე CV-ი :

გისურვებთ წარმატებას და სასურველი სამსახურის პოვნას. გიყვარდეთ თქვენი საქმე და  აღარასდოს იმუშავებთ თქვენს ცხოვრებაში.

love your job and you will never work a day in your life!