Skip to content

რამდენიმე ბრძნული იგავი, რომელიც დაგაფიქრებთ

მისი თანამოსაუბრეimage

ერთ განდეგილს ჰკითხეს:
— ამ ყველასაგან მივიწყებულ ადგილზე მარტო როგორ ძლებ?
მან კი უპასუხა:
— მარტო არ ვარ. მე თანამოსაუბრე მყავს — ეს არის ღმერთი. როდესაც მინდა, რომ მელაპარაკოს, — მე ბიბლიას ვკითხულობ, ხოლო როდესაც მე მინდა მასთან ლაპარაკი — ვლოცულობ.

ვინ უნდა შეიცვალოს?image

მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის, ყველას აკრიტიკებდა, მასწავლებელმა უთხრა:

— თუ სრულყოფილებას ეძებ, სცადე საკუთარი თავი შეცვალო, და არა სხვები. უფრო ადვილია ფეხსაცმელის ჩაცმა, ვიდრე დედამიწს ხალიჩით დაფარვა.

ვისთან მიდის იღბალიimage

მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა.
— ვისთან წახვალ?
— ჰკითხა ღმერთმა მას.
— წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩები, — უპასუხა მან.
— ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე ადამიანი არის, შენ კი ზარმაცთან მიდიხარ?
იღბალმა კი საპასუხოდ უთხრა:
— შრომისმოყვარე მე თვითონ მიპოვის.

image

მოჭარბებული დელიკატურობა

ერთი გულუხვი კაცის ცოლმა უთხრა ქმარს:

— მე არ შემხვედრია იმაზე უფრო უმადური ადამიანები, ვიდრე შენი ძმები არის. როდესაც შენი საქმე კარგად მიდის, ისინი სულ აქ არიან, ხოლო როდესაც იღბალი ზურგს გაქცევს, ისინი მაშინვე მიდიან.
ქმარმა მას უპასუხა:
— ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მეტისმეტად დელიკატურები არიან. მათ არ სურთ ტვირთად დაგვაწვნენ, როდესაც ჩვენ არა გვაქვს, მათთვის რამის მიცემის საშუალება.image

ნდერძიimage

ერთი მოხუცი კაცი სიკვდილის პირას იყო. მან დაუძახა თავის ვაჟიშვილს და უთხრა:
— ეხლა მე შენ ჩემი საიდუმლო უნდა გაგიმხილო, რადგან ჩემი სიკვდილი შორს აღარ არის. ყოველთვის გახსოვდეს ორი რამ — მათი წყალობით მივაღწიე მე წარმატებას. ვინმეს თუ რამეს შეპირდები, აუცილებლად შეასრულე მიცემული სიტყვა. და მეორე — არასოდეს, არავის, არაფერი შეჰპირდე.image

შეურაცხყოფის სამი ხერხი

აღმოსავლეთში ერთი ბრძენი ცხოვრობდა, რომელიც ასე ასწავლიდა თავის მოსწავლეებს:
«ხალხმა შეურაცხყოფა სამი ხერხით შეუძლია მოგაყენოთ. მათ შეუძლიათ თქვან, რომ შტერი ხარ, შეუძლიათ მონად მოგიხსენიონ, შეუძლიათ თქვან რომ უნიჭო ხარ. თუ ასეთი რამე, რომელიმე თქვენგანს შეემთხვევა, გაიხსენეთ უბრალო ჭეშმარიტება: მხოლოდ შტერი უწოდებს სხვას შტერს, მხოლოდ მონა ეძებს სხვაში მონას, მხოლოდ უნიჭო, იმას რასაც ვერ იგებს, სხვისი სიგიჟით ხსნის. ამიტომ არასდროს, არავისგან არაფერი გეწყინოთ და თქვენც ნურავის მიაყენებთ შეურაცხყოფას, რომ უნიჭო, შტერი მონის სახელი არ დაიმკვიდროთ.image

მმართველი და განდეგილიimage

ერთმა მმართველმა ჰკითხა განდეგილს:
— ჩემთან რატომ არასდროს მოდიხარ?
მან კი უპასუხა:
— იმიტომ, რომ, შენ არაფერი გაქვს ისეთი, რისი მიღებაც მე მომინდებოდა, ხოლო მე, არაფერი მაქვს ისეთი, თქვენ რომ დაგაინტერესოთ.image

სამი ჩიტი

ერთხელ მასწავლებელმა კითხვა დაუსვა თავის მოსწავლეებს:
— ხეზე ზის სამი ჩიტი, ერთმა გაფრენა გადაწყვიტა. რამდენი ჩიტი დარჩება ტოტზე?
მოსწავლეებმა მაშინვე უპასუხეს:
— ორი!
— არა, პასუხი სწორე არ არის — შეეწინააღმდეგა მათ მასწავლებელი, — ისევ სამი იქნება! გაფრენის გადაწყვეტილების მიღება — გაფრენას არ ნიშნავს. ეს უბრალოდ გადაწყვეტილებაა, და არა მოქმედება, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.image

აბსოლუტური ჭეშმარიტება

ერთხელ მასწავლებელმა უთხრა თავის მოსწავლეებს:
— მსოფლიოში არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება.
ერთმა მოსწავლემ ჰკითხა:
— და ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა?
— რა თქმა უნდა, არა — გაიღიმა მასწავლებელმა.image

ყველაზე დიდი უბედურება

ერთი ქურდი დაიჭირეს და მეფეს მიჰგვარეს. მეფემ დამნაშავის სამარცხვინო ბოძზე მიბმა ბრძანა, რომ ყველა გამვლელს შეძლებოდა მისთვის შეფურთხება.

რამოდენიმე დღის შემდეგ, მეფე წავიდა ქალაქის მთავარ მოედანზე, მივიდა ბოძთან და ქურდს ჰკითხა:
— აბა, არის ქვეყანაზე უფრო დიდი უბედურება, ვიდრე შენ დაგატყდა თავს?
— არის, მბრძანებელო, არის, — უპასუხა მან.
—რომელი?
— ყველაზე დიდი უბედურება ის არის, როდესაც შენთან სტუმარი მოდის და მისი გამასპინძლების საშუალება არა გაქვს.

image

გამოწვევა და მოწიწება

ერთხელ მასწავლებელს ჰკითხეს, თუ რა კრიტერიუმით არჩევდა ის მოსწავლეებს. და მან უპასუხა:
— მე ძალიან მოკრძალებულად და თავმდაბლად ვიქცევი. მათ, ვინც ჩემს ამგვარ საქციელზე, გამომწვევად იქცევა, დაუყოვნებლივ უარს ვეუბნები. მათ, ვინც მოწიწებას იჩენს ჩემი თავმდაბლობის მიმართ, ასევე დაუყოვნებლივ ვეუბნები უარს.

image

იგავი ოთხი ტიპის მეგობრებზე

რამდენნაირი მეგობარი არსებობს? — ჰკითხეს ბრძენს. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ, მან განაცხადა:

— ოთხი:
1. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც საკვები — ისინი ყოველდღე გესაჭიროებათ, მათ გარეშე ვერ ძლებთ.
2. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც წამალი — ეძებთ მათ, როდესაც ცუდად ხართ.
3. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც ავადმყოფობა — ისინი თავად გეძებენ.
4. არსებობს ისეთი მეგობრები, როგორც ჰაერი — ისინი არა ჩანან, მაგრამ ყოველთვის თქვენთან არიან.