Skip to content

პრაქტიკული 7 წესი სიმშვიდისა და ბედნიერების მოსაპოვებლად!

წესი 1. ანუ რვა სიტყვა, რომელთაც ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

ჩვენი აზრები გვქმნიან ჩვენ ისეთად როგორებიც ვართ. ჩვენი აზროვნება განსაზღვრავს ჩვენს ბედს. ემერსონმა თქვა: „ადამიანი არის ის, რაზედაც იგი ფიქრობს დღის განმავლობაში.“

ჩვენი ძირითადი პრობლემაა – აზრთა მიმართულების სწორი არჩევანი. რომაელმა ფილოსოფოსმა მარკუს ავრელიუსმა ეს გამოხატა 8 სიტყვაში, რომელთაც შეუძლიათ ჩვენი ბედი შეცვალოს: „ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორადაც მას ქმნიან ჩვენი აზრები.“ უნდა შეიგნოთ „თქვენ ის არა ხართ, რასაც თქვენ თავზე ფიქრობთ, არამედ ის, რაზედაც ფიქრობთ დროის უმეტესი ნაწილი.“

ასე რომ დაიმახსოვრეთ პირველი წესი, თუ გსურთ მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და ბედნიერება, მისდიეთ წესს: „იფიქრეთ ნათელზე, გამხნევდით და თქვენ თავს უფრო მხიარულად და მხნედ იგრძნობთ.“

წესი 2. სამაგიეროს გადახდის მცდელობა ძვირი ჯდება.

ჰიპერტონიით დაავადებულ პირთა ხასიათის ძირითადი ნიშანია წყენის გრძნობა. ამ გრძნობის მუდმივ განცდას თან სდევს მაღალი წნევა და გულის ავადმყოფობა. არის ძველი ანდაზა, რომ ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია გაბრაზება – სულელია, ხოლო ადამიანი, რომელიც თავს არ აძლევს გაბრაზების საშუალებას – ბრძენი.

ამიტომაც დაიმახსოვრეთ მეორე წესი: არ უნდა ვეცადოთ სამაგიერო გადავუხადოთ მტერს, რადგან ეს ძალზედ ძვირი ჯდება, მოდით მოვიქცეთ ისე, როგორც გვასწავლის გენერალი ეიზენჰაუერი: არ დავკარგოთ დრო იმ ხალხისთვის, რომელიც ჩვენ არ გვიყვარს.

წესი 3. იფიქრეთ ასე და თქვენ აღარ იდარდებთ უმადური ადამიანების გამო.

ადამიანს ავიწყდება, რომ ის მადლიერი უნდა იყოს, ეს მის ბუნებაშია. ე.ი. თუ განვეწყობით ისე, რომ გვინდა ყოველთვის მადლობა გვითხრან, თავის ტკივილი გარანტირებული გვექნება. ჩვენ გვინდა ბედნიერები ვიყოთ, მოდით, ნუ ვიფიქრებთ ვინმეს მადლიერებაზე ან უმადურობაზე, როცა რამეს გავცემთ ამან უბრალოდ ბედნიერება უნდა მოგვანიჭოს.

უმადურობა ბუნებრივია, როგორც სარეველა, მადლიერება, როგორც ვარდი უნდა მორწყა, გაზარდო, შეიყვარო და დაიცვა.

წესი 4. აიღებთ კი თქვენ მილიონ დოლარს იმის სანაცვლოდ რაც გაგაჩნიათ?

გააჩუქებთ თქვენს ორივე თვალს მილიონი დოლარისთვის? რამდენად მისცემთ საკუთარ, თქვენი შვილების, თქვენი ოჯახის ხელებს? ფეხებს? დაითვალეთ და მიხვდებით, რომ რაც გაქვთ, არ გასცემთ მათ როკფელერის, ფორდებისა და მორგანების ერთად აღებულ მთელს ოქროზე.

საინტერესოა, ვაფასებთ კი ჩვენ ამას? როგორც შოპენჰაუერმა თქვა: „ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რაც გვაქვს, სამაგიეროდ, ყოველთვის ვდარდობთ იმაზე, რაზეც ხელი არ მიგვიწვდება.“

თქვენ და მეც უნდა გვრცხვენოდეს საკუთარი თავის. ყოველი დღე ჩვენ ვცხოვრობთ ზღაპრულ სილამაზეში, მაგრამ ბრმები ვართ და ვერ ვამჩნევთ ამას. თუ გვინდა მოვიპოვოთ სიმშვიდე და დავიწყოთ სისხლსავსე ცხოვრება, უნდა გვახსოვდეს წესი: „დაითვალეთ სიკეთე, ის რაშიც თქვენ გაგიმართლათ და არა თქვენი უბედურებები.“

5. იპოვნეთ საკუთარი თავი და ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ დედამიწაზე მეორე თქვენნაირი ადამიანი არ არსებობს!

სურვილი, იყო ის რაც ხარ, ძველია, როგორც მსოფლიო და უნივერსალური, როგორც ადამიანური ცხოვრება: ამ სურვილის უქონლობა ნერვოზებისა და კომპლექსების ფარული მიზეზია. არ არის იმაზე უბედური კაცი, რომელსაც სურს იყოს ვიღაც სხვა, და არა ის, რაც არის იგი საკუთარი გონებითა და გარეგნობით. იმისათვის, რომ მოიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება, მისდიეთ შემდეგ წესს: „არ მიბაძოთ სხვებს. იპოვნეთ საკუთარი თავი და იყავით ის, ვინც ხართ!“

6. თუ ლიმონი გერგოთ, გააკეთეთ ლიმონათი.

გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა. თუ ლიმონი სულელს ერგო, ის არ აპირებს ლიმონათის გაკეთებას. ის ამბობს: „მე უიღბლო ვარ, ასეთია არის ჩემი ბედი.“ და თუ ლიმონი ჭკვიან კაცს ერგო, ის ფიქრობს: „როგორ შემიძლია ეს ლიმონი ვაქციო ლიმონათად?“

ვთქვათ დათრგუნული ვართ და ვგძნობთ, რომ არ შეგვიძლია გადავაქციოთ ჩვენი ლიმონათი ლიმონათად. მაგრამ გვაქვს ორი მიზეზი, რომლის გამოც უნდა ვეცადოთ ამის გაკეთებას. პირველი, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ წარმატებას, მეორე, თუ ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას, უბრალოდ, მინუსის პლიუსად გადაქცევის მცდელობაც კი გვაიძულებს გავიხედოთ წინ და არა უკან. იგი უარყოფით ემოციებს დადებითი ემოციებით შეგვიცვლის. იგი გამოათავისუფლებს შემოქმედებით ენერგიას და მთლიანად დაგვიპყრობს, ისე რომ აღარ დაგვრჩება დრო იმისათვის, რომ მისტიროთ წარსულს და სამუდამოდ გარდასულს.

7. როგორ დავაღწიოთ თავი დათრგუნვის გრძნობას მალე.

ცნობილი ფსიქიატრი ალფრედ ადლერი ჩვეულებრივ ესაუბრებოდა თავის პაციენტებს, რომლებიც იტანჯებოდნენ დათრგუნვის გრძნობით: „თქვენ შეგიძლიათ თქვენი თავი განკურნოთ თვითონ, თუ ყურად იღებთ შემდეგ რჩევას – ეცადეთ ყოველდღიურად იფიქროთ იმაზე, რითი შეგიძლიათ ვინმე გაახაროთ“. ავტორი რეკომენდაციას გვაძლევს ყოველდღე გავაკეთოთ „კეთილი საქმე“. მაგრამ რა არის ეს „კეთილი საქმე“? ეს არის ის უბრალო რამ, რაც ღიმილს მოჰფენს ვისამე სახეს!

რატომ აქვს კეთილ საქმეს ასეთი კეთილისმყოფელი ეფექტი იმაზე, ვინც მას გააკეთებს? იმიტომ, რომ სურვილი იმისა გაახარო სხვები, გვავიწყებს გამუდმებით საკუთარ თავზე ფიქრს – ყველაზე ძირითად მიზეზს, რომელიც იწვებს ჩვენში მღელვარებას, შიშს და გვთრგუნავს. თუ თქვენ გსურთ სძლიოთ შიშისა და მღელვარების გრძნობას, გამოიჩინეთ ინტერესი სხვების მიმართ, ეცადეთ ყოველდღიურად აკეთოთ სიკეთე, რომელიც სიხარულს მოუტანს სხვებს და თქვენც ბედნიერების გძნობით აგავსებთ.

წიგნიდან: “როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ვიცხოვროთ სისხლსავსე ცხოვრებით” (დეილ კარნეგი)