ფაქტია,პოზიტიური აზროვნება გვეხმარება უკეთესად ვიგრძნოთ თავი, მივაღწიოთ მიზნებს, დავძლიოთ სიძნელეები და მოვახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი აზროვნება სულაც არ გულისხმობს რეალობისა და ცხოვრებისეული ნეგატივის არსებობის იგნორირებასა და უარყოფას.
ჩვენ ყველანი მე, თქვენ თუ სხვები, რაციონალურად მოაზროვნე ქმნილებები ვართ და შემოქმედისაგან მონიჭებული გვაქვს ფიქრისა და ანალიზის უნარი. თუმცა ფაქტია,რომ უშეცდომო არავინაა. ხშირად ვვარდებით გასაჭირში ჩვენივე გაუაზრებელი, თუ გააზრებული მოქმედებების წყალობით, ვყვებით ემოციებს და ვიტანჯებით.მოდით დავფიქრდეთ, არსებობს კი ისეთი ადამიანი, ვისაც ეს არ განუცდია?
ნეგატიური ფიქრები უბრალოდ იმის დასტურია,რომ თქვენ ადამიანი – ჰომო საპიენსი ანუ მოაზროვნე არსება ხართ..
ცხოვრება უამრავ დაბრკოლებასა და პრობლემას გვახვედრებს. გვიწევს ვიაზროვნოთ, ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ მათ დასაძლევად. მართლაცდა ნორმალურია თავი ცუდად იგრძნოთ,როდესაც არ გიმართლებთ, დაიღალეთ ან უბედური შემთხვევა გადაგხდათ. არაბუნებრივიც კი იქნებოდა ასეთი რამ შეგმთხვეოდათ და ყურადღებაც არ მიგექციათ მისთვის.
მნიშვნელოვანია არ დაკარგოთ რწმენა.. იყო ადამიანი თავის თავში გულისხმობს,რომ ყველაფერი გაქვთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად.
პოზიტიური აზროვნება არ უარყოფს რეალობას.
მას არც წარსულის შეცვლა შეუძლია და არც სიტუაციის გამოსწორება. ნუ დაუძახებთ პრობლემას შესაძლებლობას იმისათვის, რომ თქვენი რეალობა შეალამაზოთ. “კოშმარს” გამოწვევად ნუ მიიღებთ.ამით მხოლოდ თავს მოიტყუებთ. ერთადერთი რაც ამჟამად გჭირდებათ ისაა,რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნაა, ამისათვის კი, ნამდვილად დაგჭირდებათ რეალობას თვალებში შეხედოთ და ნათლად გაანალიზოთ, თუ რასთან გაქვთ საქმე.
რეალობის შელამაზებით შეიძლება თავი ცოტა უკეთ იგრძნოთ, მაგრამ ასევე თავისუფლად შესაძლებელია,რომ თავის მოტყუებით გამოსავლის ძებნის მოტივაცია დაკარგოთ და საბოლოოდ ილუზიების დამსხვრევამდე მიხვიდეთ – დადგეთ უფრო მწარე რეალობის წინაშე,ვიდრე ახლა ხართ!
რეალობის შელამაზებით შეიძლება თავი ცოტა უკეთ იგრძნოთ, მაგრამ ასევე თავისუფლად შესაძლებელია,რომ თავის მოტყუებით გამოსავლის ძებნის მოტივაცია დაკარგოთ და საბოლოოდ ილუზიების დამსხვრევამდე მიხვიდეთ – დადგეთ უფრო მწარე რეალობის წინაშე,ვიდრე ახლა ხართ!
არ გსურთ დაძლიოთ პრობლემები და წინ წახვიდეთ ცხოვრებაში? არ გსურთ იგრძნოთ გამარჯვების ტკბილი გემო? გაძლიერდეთ, შეიძინოთ რწმენა და თავდაჯერებულობა? აბა დაფიქრდით: რით დაიკვეხნით, თუ არაფერი გიკეთებიათ? იტყვით,რომ გქონდათ შესაძლებლობა და ვერ გამოიყენეთ? პრობლემის წინაშე იდექით და ვერ დაძლიეთ? და რატომ? იმიტომ,რომ თვალი ვერ გაუსწორეთ რეალობას? გსურდათ თავი უკეთესად გეგრძნოთ?! იქნებდა სწორედ ესაა მთავარი პრობლემა…
ყველაფერი,რაც ჩვენს თავს ხდება ცხოვრებისეული გაკვეთილებია, რომლებიც გვეხმარება ვისწავლოთ, გავხდეთ უფრო ძლიერები, უკეთესად ვვართოთ საკუთარი ბედი და ცხოვრება. არა აქვს მნიშვნელობა,როგორ ცუდად ვგძნობთ თავს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს “უსიამოვნო” გაკვეთილები, რომელთაც ცხოვრებისაგან ვსწავლობთ უკეთესი მომავლის შენებაში გვეხმარება. იფიქრეთ ასე და ვერც კი გაანალიზებთ ისე გარდაიქმნება თქვენი ნეგატიური ფიქრები პოზიტიურად..
ავტორი: თემო ბერიშვილი