“როგორ შეძელით ამდენი რამე შეგექმნათ ცხოვრებაში?” – ჰკითხეს ერთ წარმატებულ ბიზნესმენს, მან კი უპასუხათ: “ბევრს ვოცნებობდი. ძილის წინ ვფიქრობდი, რისი გაკეთება მსურდა და შემდეგ ვიძინებდი. ოცნებები ძილშიაც არ მტოვებდნენ და როცა ვიღვიძებდი მათი რეალიზაციის გზებს ვეძებდი”. როდესაც ადამიანები მეუბნებოდნენ: “შენ არ შეგიძლია, შეუძლებელია,არ გამოგივა,დანებდი” ყურადღებას არ ვაქცევდი და განვაგრძობდი მიზნისკენ სწრაფვას”.
როგორც, ამერიკის პრეზიდენტმა , ვუდრო ვილსონმა თქვა: “ჩვენ ოცნებების წყალობით ვიზრდებით”. ყველა დიდი ადამიანი მეოცნებეა. ისინი სასურველ საგნებს ოცნებათა წყალობით ხედავენ. ზოგი ადამიანი დიდ ოცნებას ივიწყებს, ზოგი კი ბოლომდე მისდევს მათ. მისდიეთ თქვენს ოცნებებს, ნუ შეგაშინებთ სიძნელეები და “ბნელი დღეები”. ღამეს დღე მოსდევს, ბნელს კი ნათელი, ცხოვრება ასეა, სინათლე კი მხოლოდ მათი ხვედრი ხდება,ვინც ბნელ ღამეს უძლებს, იმედს არ კარგავს და გულწრფელად სჯერა,რომ ოცნებები ახდება…