1.დროზე დაზოგე და გაჭირვებაში გექნება – ბეღურები ყველა სახურავიდან ამაზე ჭიკჭიკებენ.
2.ბოროტებას ნუ ჩაიდენ და არც შენ შეგემთხვევა ბოროტება.
3.ვარჯიში კაცს ოსტატად აქცევს.
4.რასაც ხელი წერს,იმაზე თავმა უნდა იფიქროს.
5.რაც შენ არ გწვავს,იმას ნუ შეუბერავ.
6.წყალობის გაცემას და სიყვარულს,ვერ გაიძულებენ.
7.ფრინველი თავის ფრთების სიმძიმეს ვერ გრძნობს.
8.მოხუცი ახალგაზრდას გაუგებს,ახალგაზრდა მოხუცს – ვერა.
9.ადამიანი,რომელიც მიგატოვებს,რაღაცას მაინც გასწავლის.
10.ბედო,საით მიდიხარ? – იქით,სადაც უფრო მეტია.
11.ჩამომხრჩვალის სახლში,თოკი არ უნდა ახსენო.
12.უფრინველო ხეზე- ღამურაც ფრინველია.
13.ექიმი საკუთარ ავადმყოფობაზე არ ზრუნავს.
14.ცუდია,როცა მეთევზე მშრალია და მონადირე სველი.
15.იქ,სადაც ბევრი მასპინძელია,სტუმარი მშიერია.
16.წყლის სიღრმეს გამოიცნობ,ქალის გულს ვერა.
17.მთვარე უფეხოა,მაგრამ ცაზე დადის,ქარი უხელოა,მაგრამ ხეებს არხევს.
18.თევზს ის მდინარე უყვარს,რომელშიც ცურავდა.
19.დიდი საქმე თანდათანობით გააკეთე.
20.უბედური ჭამის დროსაც ბრაზდება.
21.რაღა სიბნელეში მუშაობა და რაღა ჩანჩქერთან სიმღერა.
22.ვინც სახეს ხედავს,გულს ვერ ხედავს.
23.ზღარბი ზღარბს ნემსით ვერ შეაშინებს.
24.ყველა ფრინველი თავის სიმღერას მღერის.
25.სიყვარულსა და სიკვდილზე ძლიერი,არაფერია.