დიდი ხნის წინ, მას სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს. სიცოცხლის მხოლოდ ექვსი თვე დარჩენოდა. გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო.
ის აცნობიერებდა, რომ დაავადებაში უდიდესი წვლილი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილმა ბრაზმა, წუხილმა თუ დეპრესიამ შეიტანა.
გაკვირვებული იყო “თუ დაავადებას შეეძლო ნეგატივიზმის გამოწვევა, მაშინ შეიძლებოდა პირიქითაც მომხდარიყო ?
მან ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. სიცილი იყო ერთადერთი ყველაზე პოზიტიური აქტივობა, რაც მან იცოდა. გადმოწერა ყველა კომედიური ჟანრის ფილმი. დაიწყო სასაცილო ამბების კითხვა. სთხოვდა მეგობრებს, მოეყოლათ მისთვის რაიმე სასაცილო, რაც თავს გადახდენოდათ ან სხვისგან სმენოდათ.
ტკივილი იმდენად დიდი იყო, მას ძილი არ შეეძლო. მხოლოდ 10 წუთიანი სიცილის შემდეგ, აღმოაჩინა, თავისუფლდებოდა ტკვილისგან რამდენიმე საათი.
საბოლოოდ, მან მთლიანად დაძლია ავადმყოფობა და ამის შემდეგ, კიდევ ოცი წელი იცოცხლა, ჯანმრთელად და პროდუქტიულად. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება ოჯახისა და მეგობრების სიყვარული და გულწრფელი სიცილი ადამიანებს ავადმყოფობის დაძლევაში.
ზოგიერთ სიცილს დროის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სიცილი აიცულებელია, ჩვენი კარგად ყოფნისთვის, ბალანსისთვის და ზოგადად, სიცოცხლისთვის. თუ ჩვენ კარგად არ ვართ, სიცილი გვეხმარება გამოვკეთდეთ და თუ კარგად ვართ, მაშინ ამ მდგომარეობას ხანგრძლივად ვინარჩუნებთ.
სამეცნიერო კვლევებმა ცხადყო, რომ სიცილს აქვს სამკურნალო ეფექტი სხეულზე, გონებაზე და ემოციებზე. ასე, რომ თუ გიყვართ სიცილი, მიიღეთ სამედიცინო რჩევა და უფრო და უფრო ხშირად იცინეთ, რამდენადაც შეგიძლიათ. თუ არგიყვართ სიცილი, მაშინ უნდა შეიყვაროთ. ამაში დაგეხმარებათ ყველაფერი რაც სასაცილოა – ფილმები, წიგნები, ანიმაციები, ხუმრობები და მეგობრები.
მიეცით საკუთარ თავს სიცილის უფლება – დიდხანს და ხმამაღლა.
შეიძლება ადამიანებმა თქვენ გარშემო იფიქრონ, რომ უცნაური ხართ, მაგრამ ადრე თუ გვიან ისინიც შემოგიერთდებიან. მაშინაც კი, თუ არ იციან, რაზე იცინით.
მხოლოდ სიცილი შეიძლება იყოს გადამდები და თანაც მკურნალი.
პიტერ მაკუილიამსი