Skip to content

მამების საჭიროება და როლი გოგონების ცხოვრებაში

ჩემი მეგობრისთვის, რომელიც გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, ყველაზე დიდი სიახლე და გაკვირვება შვილებით გარშემორტყმული მამები იყვნენ. მამები ბავშვებით ხელში, მამები ეტლით, მამები ხელში რძიანი ბოთლებით, დასვრილი პამპერსებით. არასოდეს დამავიწყდება მეგობრის გაოცებული ტონი.

ქართულს რეალობაში აღმზრდელის როლი დედებს ეკისრებათ და ისინი შვილებისთვის ორივე მშობლის როლს ასრულებენ.  ჩემს გარშემო  ბევრი ოჯახია სადაც მამები არათუ იღებენ იმ პაუხისმგებლობას რასაც მამობა ჰქვია, არამედ ხშირად გაურბიან კიდეც მას.  გოგონები კი აბსოლუტურად მოუმზადებელნი ხვდებიან სირთულეებს, იზრდებიან და ხვდებიან რომ მიუხედავად იმისა, რომ მამა მათ გარემოცვაში იყო, უშუალოდ ცხოვრებაში როლი არასოდეს ქონია.

მამების გავლენა საკუთარი თავის აღქმისას .

ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოზარდობის პერიოდში საფრთხის ქვეშაა ეს არის საკუთარი თავის აღქმა და ხელახლა შესწავლა. მამებმა ხშირად უნდა უთხრან გოგონებს, რომ ისინი კარგად გამოიყურებიან, რომ ისინი ჭკვიანები არიან და რომ ამაყობენ მისი შესაძლებლობებით. მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება, როგორც გარეგნობაზე ასევე შესაძლებლობებზე. ამ დროს საპირისპირო სქესის კომპლიმენტი ყვეელაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია გოგონებისთვის. ისინი ენდობიან მამებს და მათთვის ნამდვილად სარწმუნოა მამების სიტყვა. აუცილებელია მამებმა მოიხადონ ბოდიში თუკი შეცდომას დაუშვებენ და ითხოვონ პატიება მათი გოგონებისგან, რათა გოგონებმა იგრძნონ, რომ ისინი თანასწორნი არიან, რომ მამები მათი მეგობრები არიან. ორი წლი ასაკიდა ბავშვს უყალიბდება მიჯაჭვულობა მამისადმი, რამდენად მყარი იქნება ეს მიჯაჭმულობა ამაზეა დამოკიდებული ბავშვის მიერ სამყაროსადმი ნდობის საკითხი. გარემოსადმი ნდობა სასიცოცხლოდ მნიშნლოვანია ბავშვისთვის რომ მან შემდგომი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი თავის სოციალიაცია მოახდინოს.

მამების როლი პარტნიორის არჩევისას

გოგონებისთვის მამები მნიშვნელოვანი მაგალითია მათი პარტნიორის შერჩევისას. ასევე მნიშვნელოვანია მამების ურთიერთობა დედებთან. ეს ხშირ შემთხვევაში მაგალითი ხდება გოგონებისთვის ოჯახური ცხოვრებისა. მნიშვნელოვანია იყვნენ მგრძნობიარენი მათი გრძნობების მიმართ, თუნდაც ეს არასერიოზულად ეჩვენებოდეთ. იმ შემთხვევაში თუკი მშობლების ურთიერთობა არეული და პრობლემურია, არ არის გასაკვირი, რომ გოგონებიც აღმოჩნდნენ მსგავს ურთიერთობაში.

როგორც ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი მერი უოქერი გვირჩევს, მამებმა უნდა გაითვალისწინონ ძირითადი ათი კომპონენტი გოგონებთან ურთიერთობაში: გიყვარდეთ მათი დედა, დაიჭირეთ მაქსიმალური სიახლოვე თქვენს გოგონებთან, გაითვალისწინეთ მათი გრძნობები და მოეპყარით სიფრთხილით, აღნიშნეთ მათი გონება, იარეთ მათ წვეულებებზე, უთხარით რომ ისინი სასურველნი არიან, ანახეთ რომ ნამდვილ მამაკაცს შეუძლია კარგი ქალის აღმოჩენა, მოეპყარით ყველა სხვა მოზარდ გოგონას ისე, როგორც გსურთ მოეპყრონ საკუთარ ქალიშვილს, მოეპყარით იმგვარად, როგორც გსურთ მას მოეპყროს მისი მომავალი პარტნიორი, იყავი ისეთი მამაკაცი, როგორიც გინდათ რომ შეუყვარდეს თქვენს გოგონას.  სწორედ მამების დახმარებით აცნობიერებენ გოგონები მამაკაცის რაობას, უყალიბდებად გემოვნება. მამა ერთგვარი კომპასია გოგონასთვის მომავალში  „ოცნების მამაკაცის“ საპოვნელად.

ჩემს ირგვლივ ბევრ გოგონას ჰყავს მამა, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანია ჩართული აღრდის პროცესში. ამის გამო გოგონები ხშირად თავს დაუცველად გრძნობენ, თითქოს მამები შეგნებულად გარბიან მათგან, თითქოს რაღაცის ეშინიათ კიდეც. გოგონები ასეთ დროს თვლიან, რომ მარტონი არიან,  უმამობა მათ ცხოვრებაზე სტრესულად და დამთრგუნველად მოქმედებს, ისინი ვერ ყალიბდებიან საზოგადოების სრულფასოვან წევრებად, იწყებენ „დაკარგული მამის“ ძებნას და რამდენადაც მამას კარგად არ იცნობდნენ არჩევანს ილუზიურად, წარმოდგენებე დაყრდნობით აკეთებენ, რასაც იმედგაცრუება და მარტოობა მოყვება ხოლმე,  მარტობა რომელიც ყველაე მტკივნეული პრობლემა ქალის ცხვორებაში.

ავტორი: მარიამ ჯგუშია