1. ნაპოლეონის კომპლექსი. ეს კომპლექსი შეიძლება ჩავთვალოთ მამაკაცებს შორის ყველაზე გავრცელებულად – სიდაბლის კომპლექსი, რომელიც ვლინდება ველურ ამბიციებში. ხშირად, მამაკაცებს ზიზღი უჩნდებათ მათზე მაღლებისადმი. ეს გარშემომყოფთათვის რთულად ასატანი კომპლექსია. როგორც წესი, დაბალი უფროსისგან არანაირ კარიერულ სიმაღლეზე აყვანას არ უნდა ელოდოთ.
2. უფროსობის კომპლექსი ვლინდება ქვეშევრდომებისადმი სასტიკ შიშში. ამ კომპლექსის მქონე მამაკაცებს ეშინიათ, რომ ქალბატონი მათზე მეტს გამოიმუშავებს, ასევე, შიში იმისა, რომ იქნებიან ქალზე დამოკიდებულნი.
3. დონ ჟუანის კომპლექსი. ეს კომპლექსი მამაკაცთა 92 %-ს გააჩნია. ესაა მიტოვების შიში. ბევრი მამაკაცი (შეცდომით) ფიქრობს, რომ ქალისგან მიტოვება სირცხვილია, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ მიტოვების უფლება მხოლოდ მამრობით სქესს აქვს.
4. ალექსანდრეს კომპლექსი. სახელი „ალექსანდრე“ ,ფართოდ გავრცელებულია. ბევრ ადამიანში იგი ლეგენდარულ მაკედონელთან ასოცირდება. აღნიშნული კომპლექსიც სწორედ ანტიკური მხედართმთავრის სახელობისაა. ის უკავშირდება მამაკაცების შიშს, არ გამოჩნდნენ მათივე სქესის წარმომადგენელთა თვალში ჰომოსექსუალებად. არსებობს ვერსია, რომ ალექსანდრე მაკედონელი, როგორც მისი არაერთი თანამებრძოლი, მამაკაცებთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს.
5. ლოტის კომპლექსი. აღნიშნული სახელწოდება ბიბლიიდან მომდინარეობს. სოდომისა და გომორის განადგურების შემდეგ, ადამიანთა გამრავლება ლოტისა და მისი ქალიშვილების კავშირის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა მტკიცებით, ლოტის კომპლექსი მამების შიშშია, რომ დაკარგავენ თავიანთ ქალიშვილებს, როცა გაიზრდებიან და მათ ცხოვრებაში მამაკაცი გაჩნდება. ეს კომპლექსი ხელს უშლის არა იმდენად მამებს, რამდენადაც, მათ ქალიშვილებს. კაცები, რომლებსაც გამძაფრებული აქვთ მამობრივი გრძნობები, ხშირად ერევიან ზრდასრული ქალიშვილების პირად ცხოვრებაში.
6. პენსიონერის კომპლექსი. ყველა მამაკაცს აქვს პენსიაზე გასვლის შიში. ხშირ შემთხვევაში, ეს დროზე ადრე ჩნდება. სპეციალისტები ამ კომპლექსს ხსნიან, როგორც მამაკაცთა ფსიქოლოგიურ უუნარობას, გაათვითცნობიერონ, რომ აღარ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ახალგაზრდებს. ეს კომპლექსი, დაახლოებით, 50 წლის კაცებს ახასიათებთ.
7. ჰერაკლეს კომპლექსი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ჰერაკლე ამორძალთა დედოფალმა დაიმონა, და აიძულებდა ქალის სამუშაო შეესრულებინა. ჰერაკლეს სახელთან დაკავშირებული კომპლექსი აწუხებთ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ „დიასახლისობის“ შიში. მათ სასტიკად ეშინიათ იმის, რომ ქალის საქმეს გააკეთებინებენ. ქალბატონები კი, როგორც წესი, ამას მათ სიზარმაცეს მიაწერენ.
8. კოტოვსკის კომპლექსი. ეს გამელოტების შიშია.საკმაოდ განვითარებული მედიცინის მიუხედავად , გამელოტებასთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია.თუმცა,მამაკაცებმა გამოსავალი იპოვეს – თმის გადაპარსვა. ასეთ შემთხვევაში,სიმელოტე ნაკლებ შესამჩნევი ხდება.