მოგონებებს არასდროს აქვთ დასასრული და ისინი ყოველთვის არსებობენ სიცოცხლეს.ამიტომ მე დარწმუნებული ვარ,რომ შენი ხელი,როდესაც ჩემს ხელზე გედო,ფიქრობდი,რომ ამას არ ექნებოდა დასასრული,რომ სიყვარული დროზე მაგარია. რომ გავთხოვდი ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთ გაზაფხულს სოფელში წავედით მე და ჩემი მეუღლე.ლამაზი წელი იყო.მე პატარას ველოდებოდი და მუცლით დავატარებდი ჩემს ბედნიერებას.წავიდოდი მდინარის პირას,ჩავხედავდი ნაკადულს და ძალიან მომწონდა ჩემი სახე,ჩემი თვალები.სხვანაირად ვიყურებოდი.სხვანაირი ადამიანი ვიყავი – ბედნიერი.
ჩავისუნთქავდი რბილ ჰაერს,ამიტაცებდა სიგრილე, სადღაც, უსასრულოდ შორს და ვხვდებოდი,როგორია სინამდვილეში ადამიანად ყოფნა.ყველაფერს ვგრძნობდი.ცოტას ვფიქრობდი,ამიტომ ვიყავი ალბათ ბედნიერი. რომ იტყიან ცივ ნიავს არ მაკარებდა ჩემი მეუღლე.ადგებოდა დილაადრიან,რადგან ნაადრევი გაზაფხული იყო,შეუკეთებდა ღუმელში შეშას.დაადგამდა ღუმელზე ჩაიდანს.დაკრეფდა ეზოში პიტნას.ისეთი სიყვარულით მიმზადებდა იმ პიტნით ჩაის,რომ ახლაც მევსება სითბოთი სული.მომართმევდა ლოგინში და მე კი შევექცეოდი ჯადონსურ სითხეს და ბედნიერი ვიყავი. დავხუჭავდი თვალებს და ჩემს შვილთან ერთად,რომელიც მუცელში მყავდა,ჰაერში ვტრიალებდი.ავდგებოდი ნელ-ნელა.შევუდგებოდი საჭმლის მომზადებას.ყველაფერი ეზოში გვქონდა. ყვავილები,ბედნიერება და სიყვარული.
ჩემი მეუღლე წავიდოდა ყანაში.მობრუნდებოდა შუა დღისკენ.მომიტანდა თავისი ხელით დაკრეფილ გვირილებს,რომლებიც გულის ჯიბეში ეწყო. სიყვარულით დაკრეფილი ყვავილები კი არასდროს ჭკნება. დაინახავდა როგორ ვფუსფუსებდი ეზოში, ებჯინებოდა გული ყელში.მოვიოდა, ჩამეხუტებოდა.მთელი გულით იცინოდა.ისიც ძალიან ბედნიერი იყო.ეზოში მივირთმევდით სადილს.სადღაც ალბათ უკრავდნენ ჩვენს საყვარელ მელოდიას,სადღაც ალბათ ყველაფერი იცოდნენ ჩვენზე.
დრო მალე გადის. არა,ადამიანები არ იცვლებიან.არც მე შევცვლილვარ,მაგრამ ხდება ხოლმე ჩვენ ყველაფერს ვივიწყებთ.ვივიწყებთ ერთმანეთს.გვავიწყდება,რომ ერთმანეთს უნდა ჩავხედოთ სულში.უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.მოგონებები არასდროს მიფრინავენ პეპლებივით სხეულიდან შორს,ისინი მუდამ რჩებიან ჩვენს გულებში.