Skip to content

ისწავლეთ ტარტუს უნივერსიტეტში უფასოდ – დარჩა ერთი კვირა!

ტარტუს უნივერსიტეტი უცხოელ სტუდენტებს უამრავ 100%-იან სასწავლო გრანტს სთავაზობს!

დღესდღეისობით, ასეთი უფასო სასწავლო ადგილების მოპოვება შესაძლებელია შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე:

• Bachelor of Business Administration

• Applied Measurement Science

• European Union – Russia Studies

• Philosophy

• Quantitative Economics

• Semiotics

• Software Engineering

• Wellness and Spa Service Design and Management

• Baltic Sea Region Studies

სტუდენტი, რომელიც ზემოთ ხსენებულ უფასო სასწავლო ადგილს მიიღებს, ვალდებულია თითო სემესტრში მინიმუმ 30 კრედიტი (ECTS) დაფაროს.

ამასთან, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საუკეთესო კანდიდატები მიიღებენ დორა 9-ს დაფინანსებას, რაც ყოველთვიურ სტიპენდიას ითვალისწინებს 288 ევროს ოდენობით.

ტარტუს უნივერსიტეტის სასწავლო გრანტისა თუ ყოველთვიური სტიპენდიის მოსაპოვებლად ცალკე განაცხადის შეტანა არ არის საჭირო. უნივერსიტეტის ყველა აპლიკანტი ავტომატურად ჩაებმება დაფინანსების კონკურსში.

გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ სტუდენტებს მრავალ 100%-იან გრანტს სთავაზობს, რაც დამატებით ყოველთვიურ სტიპენდიას ითვალისწინებს 400 ევროს ოდენობით. ამისათვის საჭიროა ზოგად აპლიკაციასთან ერთად, დამატებით გააგზავნოთ სარეკომენდაციო წერილი და პირადი CV.

ტარტუს უნივერსიტეტში განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა – 16 აპრილი. დაწვრილებით ინფორმაცია იხილეთ აქ: www.ut.ee/georgia

საკონტაქტო პირი: ალექსანდრე ჩანადირი, [email protected]