დღეს სულ უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ამჯობინებს პროდუქტის ინტერნეტით შეძენას. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც განაპირობებს ონლაინ კომერციის ამჟამინდელ წარმატებას და პერსპექტიულ მომავალს:
1. თავისუფლება და მოქნილობა – სხვაგან სად შეიძლება შეიძინო სასურველი პროდუქტი,შუაღამეს, თუნდაც ღამის პერანგში გამოწყობილმა? თქვენ არ გჭირდებათ მაღაზიის კონსულტანტის დახმარება, არ ელოდებით როდის გაივლის დამღლელი რიგი და თქვენი დრო მოვა. ონლაინ მაღაზიები გვაძლევენ საშუალებას 24/7 რეჟიმში შევარჩიოთ და შევიძინოთ სასურველი პროდუქტები და მივიღოთ სახლიდან გაუსვლელად.
2. დროის ეკონომია – ონლაინ ვაჭრობა საუკეთესო გამოსავალია ადამიანებისთვის, რომელთათვისაც “დრო ფულია”. როცა მაღაზიაში მიდიხარ წინასწარ არასდროს იცი რამდენი დრო დაგეხარჯება. წარმოიდგინეთ რამდენი პროცედურა უნდა გაიაროთ, ვიდრე საყიდლებს შეიძენთ: მომზადება, დანიშნულების ადგილამდე მისვლა, საყიდლების შერჩევა, სალაროსთან ლოდინი, ხშირ შემთხვევაში საცობებში დგომა და გაუთვალისწინებელი შემთხვევები. ჩათვალეთ, რომ მთელი დღე დაკარგეთ, რადგან გარდა ზემოთხსენებულისა, ვაჭრობის დასრულების შემდეგ, ენერგიისგან დაცლილი ხართ. ონლაინ შეძენის შემთხვევაში ამ ყველაფერში მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ და ამასთან ერთად პროდუქციას სასურველ დროს სახლში მოგართმევენ. თქვენ შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ ძვირფასი დღე, დაუთმოთ დრო საყვარელ ადამიანებს და თქვენი ენერგია მეტად პროდუქტიულად მოიხმაროთ.
3. უკეთესი ფასები – ხშირ შემთხვევაში, ონლაინ მოვაჭრეები პროდუქციას პირდაპირ მწარმოებლებისგან იღებენ. შუამავლის არ არსებობა არსებული პროდუქციის შედარებით დაბალ ფასებს განაპირობებს. გარდა ამისა ონლაინ მარკეტები ხშირად აწესებენ ფასდაკლებებს პროდუქციაზე, რის შესახებაც სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია გავიგოთ.
4. ასორტიმენტი – მოსახერხებელი ინტერფეისის და ძებნის ფუნქციის საშუალებით, თქვენ მარტივად იპოვნით სასურველი პროდუქტს. ონლაინ მაღაზიებში განთავსებული სხვადასხვა ბრენდების და მწარმოებლების პროდუქტების დიდი ასორტიმენტი, რაც მომხმარებელს ფართო არჩევანის შესაძლებლობას აძლევს.
5. დანახარჯები – ხშირ შემთხვევაში, მაღაზიაში წასვლისას უფრო მეტი გვეხარჯება, ვიდრე ველოდით. მაგალითად, ჭამა, გზის ხარჯი და დაუგეგმავი შენაძენები. გარდა ამისა, მაღაზიაში საყიდლების საერთო საფასურის შესახებ ინფორმაციას სალაროსთან რიგში დგომის შემდეგ იგებთ. ონლაინ კომერცია კი საშუალებას გაძლევთ არამარტო დაზოგოთ ზემოთხსენებული დანახარჯები, არამედ შესაძლებლობა გეძლევათ შეძენამდე დაარედაქტიროთ თქვენი “საყიდლების ელექტრონული სია” და საფასური თქვენს ბიუჯეტს მოარგოთ.
6. ფასების შედარება – ინტერნეტი ფასების გამჭირვალობას უზრუნველყობს. ინტერნეტის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ იგივე პროდუქტის ფასი სხვადასხვა მაღაზიებში და არჩევანიც ანალიზის შედეგად გააკეთოთ.
7. კონფიდენციალურობა – ხშირად მაღაზიაში ვაჭრობა გარკვეულ უხერხულობასთან ასოცირდება. არავის უყვარს როგორც აკვირდებიან მის არჩევანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ინტიმურ პროდუქტს ეხება. ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, მკაცრად დაცულია კონფიდენციალობის პოლიტიკა, ინტიმური შენაძენების შემთხვევაში კურიერმაც არ იცის რა მოაქვს თქვენთან.
8. რიგები – ჩვენ გვიწევს რიგის დაცვა, ვკარგავთ უამრავ დროს და ენერგიას, ვეძებთ ავტომობილის პარკინგის ადგილს და უკან მძიმე პროდუქციით სავსე ჩანთებით ვბრუნდებით.
9. არასასურველი შენაძენები – ჩვენ ხშირად ვბრუნდებით მაღაზიიდან დაუგეგმავი შენაძენებით, ვექცევით ნიჭიერი გამყიდველის ზემოქმედების ქვეშ და ვხარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გვინდოდა.
10. მომსახურების და პროდუქციის ხარისხი – პირველი ონლაინ მომხმარებლისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა მომსახურების და პროდუქციის ხარისხია. ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, რამდენად კარგად შეარჩევს სხვა ჩვენთვის სასურველ პროდუქციას. თუმცა არსებობს საინტერესო პარადოქსი, რომელსაც ონლაინ კომერცია გვთავაზობს. მე მას “პასუხისმგებლობისა და შთაბეჭდილების ეფექტს” ვუწოდებდი. კარგი ონლაინ მაღაზიები პასუხისმგებლობით ეკიდებიან პროდუქციის ხარისხის თემას, რადგან:
- ონლაინ ბიზნესის წარმატება მეტწილად შთაბეჭდილებებზეა დამოკიდებულია, ამიტომაც კარგი ონლაინ მაღაზიები მუდმივად ზრუნავენ, რომ მოლოდინებს გადააჭარბონ, რაც მათ გრძელვადიან წარმატებას უზრუნველყოფს.
- ინტერნეტი თავისი გამჭირველე ბუნებიდან გამომდინარე ცუდი ხარისხის აღმოფხვას განაპირობებს, ადამიანები აფასებენ პროდუქტს და ბიზნესს, კითხულობენ განხილვებს ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში, რასაც ყველა რაციონალურად მოაზროვნე ონლაინ მოვაჭრე აცნობიერებს;
- მიწოდებული პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ონლაინ მაღაზიას ეკისრება, მაშინ როცა მაღაზიაში მომხმარებელი პროდუქტს თავად არჩევს!