ერთხელ ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა სოლომონთან, რომელიც იმ დროს, ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა:
– მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს გავს. მე ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისგან აისს და დაისს. მე დავკარგე ბედნიერების შეგრძნება.
სოლომონი დაფიქრდა და უთხრა:
– ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღისა და სიმდიდრის ქონას.
და ბრძენმა მეფემ ჰკითხა:
– ნუთუ რაიმე სურვილი არა გაქვს? რამეზე ოცნებობ?
– მე თავიდან, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი აღარ ვიცი რაზე ვიოცნებო.
მაშინ სოლომონმა წარმოთქვა:
– ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებსა ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი ვერ არჩევენ ერთმანეთისგან განთიადს და ბინდს და არასოდეს არიან ბედნიერები.
და მეფემ კიდევ დაუმატა:
– მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი საკუთარ ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში არ არის დიდი და სასიკეთო მიზანი, შენ უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები რომ, სულ ტყუილად გიცხოვრია ამ ქვეყანაზე. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგამ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, დაგაშორა. და ეს შენს ცხოვრებას აზარტს შემატებს და ვნებას გაგიჩენს ცხოვრებისადმი.
დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოთქვა:
– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც შესრულდება ჩემი ოცნება, მე უნდა ვიოცნებო კიდევ უფრო დიდ რაღაცაზე და ამ ოცნების ასრულების გზების ძიების დროს, ბედნიერი ვიქნები?
და უპასყხა მეფემ:
– დიახ.