“თუ მცირედი არ გაკმაყოფილებთ, ვერც ვერაფრით იქნებით კმაყოფილი“ – ეპიკურე
უხსოვარი დროიდან, ადამიანთა შორის უამრავი ფილოსოფოსი და მორალისტი არსებობდა ,რომლებიც გვასწავლიდნენ როგორ გვეცხოვრა სწორად და მოგვეპოვებინა ბედნიერება. ეპიკურე გახლდათ ბერძენი ფილოსოფოსი,რომელიც ქრისტეს შობამდე მე–3 საუკუნეში მოღვაწეობდა და სწორედ ამ საქმით გახლდათ დაკავებული.
ეპიკურესეული მიდგომა
ეპიკურეს აზრით, ბედნიერებისაკენ მიმავალი გზა სიმდიდრესა და მატერიალურ კეთილდღეობაზე არ გადიოდა. იგი ხაზს უსვამდა,რომ ბედნიერების მოპოვება “უდარდელობისა” და “ცხოვრებისაგან მაქსიმალური სიამოვნების მიღების” პრინციპების გამოყენებით იყო შესაძლებელი.
იგი ფიქრობდა,რომ ტკივილი და სიამოვნება ორი უმნიშვნელოვანესი რამ არის ადამიანის არსებობისათვის და რომ ყველა ჩვენი მოქმედება მათით განისაზღვრება – კონკრეტულად, სიამოვნების ძიებითა და ტკივილის თავიდან არიდების მცდელობით.
ეპიკურე ტკივილსა და სიამოვნებას აბსოლიტურად საპირისპირო მცნებებად მიიჩნევდა და გამორიცხავდა,რომ ტკივილშიაც შეიძლებოდა ყოფილიყო სიამოვნება. ეპიკურე ხაზს უსვამს,რომ ადამიანური “უდარდელობის” არსი სიამოვნებისაგან მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებებს ეფუძნება, სწორად ცხოვრება კი ნიშნავს კმაყოფილებას, რომლის დროსაც სხეული და გონება თანხმობაში მოდიან ერთმანეთთან”
საკუთარი თავის დახმარება, ეპიკურეს სტილი
საინტერესოა, როგორ წარმოედგინა ეპიკურეს, ადამიანური კმაყოფილებისა და ბედნიერების მოპოვება?
იმისათვის,რომ ამ მიზნისათვის მიგვეღწია ეპიკურე გვთავაზობდა “საკუთარი თავის დახმარების” სამ ნაწილიან თერაპიას:
1. ნუ გეშინიათ სიკვდილის
“სათქმელად ადვილიაო” იტყვით, თუმცა ვფიქრობ,რომ ეპიკურეს საკმაოდ რაციონალური მიდგომა ჰქონდა სიკვდილის მიმართ. იგი სიკვდილს განიხილავდა, როგორც მგძნობელობის დასასრულს, ცვლილების ობიექტს,რომელიც ჩვენი კონტროლის ფარგლებს სცილდებოდა. “კარგად ნაცხოვრები ცხოვრება მხოლოდ სიკვდილისთვის მომამზადებელი ვარჯიშიაო” – ასწავლიდა იგი. ანუ მისი აზრით, ვიდრე ცოცხლები ვიყავით სიკვდილს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,რადგან ის ჯერ არ არსებობდა და როცა გარდავიცვლებოდით, უკვე სიცოცხლეს აღარ ექნებოდა მნიშვნელობა.
2.რაც კარგია ადვილია მოსაპოვებლად
საკამათო საკითხია.აქ ეპიკურე განმარტავს, თუ რა არის საჭირო და არა. საჭიროებები ის საგნებია,რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებისათვის გვჭირდება – საჭმელი,წყალი, თავშესაფარი – მათი მოპოვება ადვილია. საგნებში,რომლებიც საჭირო არაა შედიან ცნობადობა, სიმდიდრე და ჯილდოები – მათი მოპოვება ბევრად რთულია
ეპიკურემ საჭირო საგნებშიც კი გამოყო,ის რაც მნიშვნელოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანია. მაგალითად პურს ისევე შეუძლია დაგვაპუროს, როგორც წიწაკას, თუმცა წიწაკით დანაყრება უამრავ უსიამო შეგრძნებას გამოიწვევს მომავალში.
3.რაც მტკივნეულია ადვილია ასატანად.
ეპიკურე ფიქრობდა,რომ თუნდაც ფიზიკური ტკივილის დაძლევა შესაძლებელია გონების ძალის გამოყენებით. სიამოვნებაზე და პოზიტივზე კონცენტრირებით შესაძლებელია ახლანდელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის დაძლევა.
სხვა შეხედულებები
მეგობრობა
ეპიკურე მიიჩნევდა,რომ მეგობრობა სწორად ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია და რომ ის არამარტო ჩვენ გვაძლევს სარგებელს,არამედ ჩვენს მეგობრებსაც.
ქორწინება
ეპიკურე ქორწინების წინააღმდეგი იყო.იგი ფიქრობდა,რომ ქორწინებას უამრავი პრობლემა,საზრუნავი და საშიშროება ახლავს თან,რასაც საბოლოდ სტრესამდე მივყვართ.
უსაფრთხოება
ეპიკურე უსაფრთხოების გარანტიად განმარტოვებით, ადამიანთაგან მოშორებით ცხოვრობას მიიჩნევდა. ის ფიქრობდა,რომ ასე უფრო ადვილი იყო სიკვდილისა და ტანჯვის შიშის დაძლევა.მისი აზრით ნაკლებად სოციალური ცხოვრება ბედნიერების მიღწევაში დიდ როლს თამაშობდა.
თანამედროვე ფსიქოლოგია და ეპიკურეს შეხედულებანი
იყო თუ არა ეპიკურე მართალი? ძნელია განსაზღვრო,რადგან მას შემდეგ ათასობით წელი გავიდა და შესაბამისად უამრავი რამ შეიცვალა ადამიანის ცხოვრების წესსა და აზროვებაში.
დღევანდელი გადმოსახედიდან, რაში ცდებოდა ეპიკურე?
1. ქორწინების წინააღმდეგობა
დაქორწინებული ადამიანები მეტად ბედნიერები არიან, ვიდრე მარტოსულები. გასაგებია, ეპიკურეს პოზიცია,რომ იმ შემთხვევაში,თუ ქორწინება არ ამართლებს ადამიანები უბედურები ხდებიან, მაგრამ დღევანდელი კვლევები ადასტურებს,რომ ადამიანები, ვინც დაქორწინდნენ და შემდეგ ოჯახი დაენგრათ ბევრად ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი ვისაც არასოდეს უცდიათ ოჯახის შექმნა.
2. სიამოვნება ტკივილს არ გამორიცხავს და არც პოზიტიური და ნეგატიური ეფექტები არიან დამოუკიდებელი ერთმანეთისაგან.
3.ნაკლებად სოციალური ცხოვრება
დღეს ბევრად უფრო მშვიდობიან და განვითარებულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. შესაბამისად ფაქტია,რომ ის ადამიანები ვინც მეტად ჩართულნი არიან საზოგადოებრივ საქმიანობაში, აქვთ ბევრი კავშირები, არიან კომუნიკაბელურები და აქტიურები , ბევრად ბედნიერები არიან, ვიდრე ისინი ვინც საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები და საზოგადოებასთან ურთიერთობა უჭირთ.
რაში არ ცდებოდა ეპიკურე?
1. სიამოვნება და უდარდელ–პოზიტიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დღევანდელი ადამიანის ბედნიერებას.
2. კოგნიტური სტრატეგიების გამოყენებით შესაძლებელია ტკივილსა და სიკვდილის შიშს გავუმკლავდეთ
ცხოვრებაში არსებობს ბევრი რამ,რასაც ვერ შეცვლი – ფაქტი,რომ გარდავიცვლებით ერთ–ერთი მათგანია.ეპიკურეს მოსაზრება,რომ ამ პრობლემებს შეგვიძლია საკუთარი დამოკიდებულების შეხამებით გავუმკლავდეთ,სიმართლესთან ახლოსაა.
3.მეგობრობა სტატუსზე და ფულზე მეტს ნიშნავს
ბედნიერება ადამიანებთან თბილი და კარგი დამოკიდებულების მოპოვებით უფრო მიიღწევა, ვიდრე ბევრი ფულის ქონით. მარტივი ლოგიკაა,არა? რაში გვჭირდება ბევრი ფული, თუ არავის არ ვუყვარვართ?