ცხოვრებას იწყებ ყოველთვის ახლის ძიებით ან ცდილობ ძველი აქციო ახლად. აქვე მახსენდება გამონათქვამი, რომ “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია” .
დრო იცვლება, მაგრამ დროის მონაცვლეობის პერიოდში თითქოს ზედაპირზე ამოტივტივდებიან “ძველ ჩარჩოში” მოთავსებული ადამიანები. დროის ცვლილებასთან ერთად ადამიანი იზრდება, ყალიბდება პიროვნებად და როდესაც უკვე გარკვეულ ასაკს აღწევს უკან მოიხედავს და სიცარიელეს აწყდება. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: “თუ რატომ არ გამოიყენა ის შესაძლებლობა, რომელიც წარმატების ძიებაში გზაზე გადაეყარა და ნეტავ მეორე შანსი ექნება კი ცხოვრებაში ?! “
მეგობრებო, რატომ არ გჯერათ საკუთარი თავის? სად დაკარგეთ რწმენა იმისა, რომ თქვენ ყველაზე მეტი შეგიძლიათ? სად გადის ზღვარი მომავლის შიშსა და პიროვნულ განვითარებას შორის ?
ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც მიეცემათ ხოლმე ერთი შანსი, რათა საკუთარი თავი წარმოაჩინონ და წარმატებულად დამკვიდრდნენ საზოგადოებაში, მაგრამ ისინი გაურბიან ამ შესაძლებლობას. მათ ეშინიათ საკუთარი თავის და გონიათ რომ ეს ყოველივე მათ შესაძლებლობებს არ აღემატება. ასეთ ადამიანებს მინდა მოვუწოდო მიბაძონ ბრაიან ტრეისის.
ბრაიან ტრეისი, გახლავთ მმართველი კომპანიისა, რომლის სახელწოდებაც გახლავთ “Brian Tracy International” . ბრაიანი არის ის ადამიანი,რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ , დამოუკიდებელი შრომით მიაღწია წარმატებას. მისი აზრით, რიგით, საშუალო ადამიანსაც გააჩნია უდიდესი გამოუყენებელი პოტენციალი. მთავარია რწმენა საკუთარი თავის არ დაკარგო და “ჭეშმარიტი პრინციპები გახსნიან თქვენ პოტენციალურ შესაძლებლობებს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ განვითარებისა და სრულყოფის პრინციპებს”.
აქვე მახსენდება ნაპოლეონ ჰილის არაჩვეულებრივი სიტყვები, რაც მინდა,რომ ჩემთან ერთად თქვენც გაიზროთ:
„რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი.
ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.
დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ!”
მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი თავის,დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ძალიან ბევრი რამ შეგიძლიათ ! ეცადეთ გაიგოთ მეტი, ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რაც უკვე იცით. იყავით მუდამ წარმატების ძიებაში, რადგან ვინც ეძებს, ის მუდამ პოულობს..