Skip to content

გაიღიმე, შენ ღიმილი გიხდება!

ადამიანი ყოველდღე ამყარებს სოციალურ კავშირს, იღიმება, იცინის, მაგრამ მაინც განიცდის დეფიციტს, დაუკმაყოფილებლობას ან რაღაც მსგავსს. ცოტა თუ ვიცით იმის შესახებ , რას აკეთებს ღიმილი ჩვენთვის.

ღიმილი ებრძვის სტრესს. თუ გრძნობთ, რომ ძალა აღარ შეგწევთ და დაიღალეთ ყოველდღიური რუტინისაგან, უბრალოდ გაიღიმეთ. როცა იღიმებით, თუნდაც ყალბად, თქვენი სხეულის „ბედნიერი ჰორმონები“ უეცრად ახდენს განწყობის ცვლილებას და განმუხტავს სტრესს.

ღიმილი გაძლევთ საშუალებას მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ. ვის ჭირდება მაკიაჟი, როცა იცით საიდუმლოს ინგრედიენტი? კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცების 69% უპირატესობას ანიჭებს ქალს, რომელიც მიმზიდველია ღიმილით და არა ბევრი მაკიაჟით.

ადამიანის სახის პირველი გამომხატველი უნარი: ღიმილი. ყველა ახალშობილი იღიმის. ეს რეფლექსური აქტივობაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყველა ადამიანი იბადება ღიმილის უნარით. უსინათლო ახალშობილებიც კი იღიმებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ირგვლივ ვერაფერს ვერ ხედავენ.

ღიმილი ვარჯიშია. ღიმილის დროს მოძრაობაში მოდის 5-დან 53-მდე კუნთი. ასე, რომ ავარჯიშეთ კუნთები უფრო ხშირად.

კვლევების თანახმად არსებობს 19 სხვადასხვა სახის ღიმილი, რომელიც დამოკიდებულია ემოციებზე. დაწყებული თავაზიანი ღიმილით, დამთავრებული გულითადი ღიმილით.

ადამიანები, რომლებიც შეისწავლიან ღიმილს და მის გავლენას ორგანიზმზე „გელოტოლოგები“ ეწოდებათ.

ღიმილი მედიცინაა, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ახდენს პრევენციას.

ღიმილი გადამდებია, ადამიანები იღიმებიან, როცა სხვა ადამიანებს მომღიმარს ხედავენ.

ღიმილი გეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. დამსაქმებლების ტენდენციაა ხელი შეუწყონ ხშირად მომღიმარ ადამიანებს კარიერულ წინსვლაში, ვიდრე მათ, ვისაც ეს არ შეუძლიათ.

ღიმილს შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა. ასე, რომ როცა ცუდი დღე და განწყობა გაქვთ, უბრალოდ გაიღიმეთ. მკვლევარების დაკვირვებით სხვადასხვა სუბიექტებში ერთი წუთის განმავლობაში ღიმილის დროს შემცირებული იყო არტერიული წნევა, ვიდრე მათში, ვინც არ იღიმებოდა.

ქალები იღიმებიან მეტს, ვიდრე კაცები. როცა ქალები მონაწილეობას იღებენ კაცების მსგავს სამუშაოებში ან აკისრიათ მსგავსი სოციალური როლი, მათი ღიმილის რაოდენობა უტოლდება მამაკაცებისას. მეცნიერები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში გენდერული როლი საკმაოდ მოქნილია და გავლენაც დიდია.

ღიმილი – ბედნიერების უნივერსალური ნიშანი. მსოფლიოში მისალმების განსხვავებული კულტურები არსებობს: ხელის ჩამორთმევა, თავის დაკვრა, ჩახუტება, კოცნა. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებს – ღიმილი.

ასე, რომ ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც ღიმილი შეუძლია, ნუ მოიკლებთ ამ ბედნიერებას.

მას შეუძლია შეცვალოს ჩვენი ცხოვრება. ღიმილი ხომ ყველაზე მეტად უხდება ადამიანს.