ბებია, სკოლა -სკოლა და ბებია…….
,, მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს”
/ჰარუკი მურაკამი/
წარსული ორმაგად ძვირფასია ყოველი ადამიანისთვის.ხოლო ბავშობის მოგონებებზე ძვირფასი არაფერია. ონავარი ბავშობა- ბაღი, სკოლა და შემდეგი სიყმაწვილის წლები, რომლებიც რათქმაუნდა ნელ-ნელა იცვლება და ვითრდება. ის ჰგავს იმ ახლად დარგულ ნერგს, რომელიც გაშლის მაღალ სივრცეში ტოტებს და ემზადება ამაო საწუთროებასთან შესაჭიდებლად . მაშინ ალბათ ვერც კი წარმომედგინა პატარა უსუსურ ბავშს რომელსაც ბებია ბაყბაყ დევისა თუ ბაბუის მიერ მოფიქრებული მუხლზე გადამჯდარს სათამაშო ცხენიდან ოდესმე თუ მომიწევდა ჩამოსვლა და წუთისოფლის ბობოქარ ტალღებში თუ მომიხდებოდა შეცურვა. მაშინ არცერთი ჩვენგანი და მათ შორის მეც არ ან ვერ ვაცნობიერებთ ცხოვრებისეულ მრავალ გარემოებას.როგორც ყველა ბავშვს, მეც ისე ყველაზე ლამაზი ჩემი დედა იყო და ყველაზე ძლიერი მამაჩემი მეგონა.
მე იმ კატეგორიის გახლდით როცა წვიმდა- ქოლგა რომ ეფარა და როცა ჩემი თანატოლი თავზე ქუდსაც არ იფარებდა და ნახევრად სველი მიდიოდა სკოლაში ან ბრუნდებოდა უარესად უკან, რადგან ალბათ „კარგ“ ტონად ითვლებოდა. ჩემთვის ეს ერთგვარად დასაშვებიც გახლდათ რადგან პედაგოგთა ოჯახში გაზრდილს და ზედმეტად მორჩილს მათგან(თანატოლებისგან) რამეთი თუ განვსხვავდებოდი ამაში გასაკვირიც არაფერი იყო .
სკოლისაკენ მიმავალს გზიდან დანახული პეიზაჟი ერთობ დიდ რამედ ღირდა, ლამაზი სანახავი იყო როგორ იწევდა და ზანტად როგორ იძრობდა ნისლის ზეწარს გარემო და თანდათან როგორ ჩნდებოდა აქა-იქ ლამაზად ჩადგმული გურულ-იმერული აივნიანი თუ ნახევრად აივნიანი მოკრძალებულად მორთული სახლები. ემოციურად აღვიქვამდი ნელ-ნელა როგორ იღვიძებდა სოფელი და როგორ ეჯიბრებოდა ერთმანეთს საკვამურიდან ამოსული სხვადასხვა ფერის კვამლი, ხოლო გზად მიმავალს როგორ მაცნობდა მამა ნისლიდან ამოწვერილ ამა თუ იმ სახლის ისტორიას.
როცა დედა სკოლისთვის გამამზადებდა სკოლისაკენ მიმავალს ბებია უცილობლად ბოლო კორექციას შეიტანდა ჩემს,, იმიჯში’’.გზად მიმავალს თუ თანატოლები წამომეწეოდა (რაც იშვიათად ხდებოდა რადგან ადრე უნდა მივსულიყავი და „დერეფანში„ გაკვეთილი უნდა გადამემიორებინა რაც იმდროისათვის ეს ბეჯითი მოსწავლის ,,კლიშე „იყო.)მათ ფერხულში ჩაბმულს ბებიას ოინები ნაკლებად მაჯავრებდა მაგრამ ის მაინც მომაძახებდა მისი მზრუნველი ხმით:,,წელში გეიმართე’’, ,,დატიე ჩანთას მე წამევიღებ’’ და მრავალი სხვა.
სკოლის ჭიშკართან მისულებს ახლო პარამეტრში მომავალი პედაგოგის დანახვა იმ დროისათვის სხვა ფენომენი იყო თუგინდ გაკვეთილზე დაგვგვიანებოდა და დილის სუსხის მიუხედავად რათქმაუნდა ნიშნად მისდამი პატივისცემისა ღია კართან ცოცხალ კედელს ვახვედრებდით და თბილ სალამს ვასწრებდით გუნდურად.
განსაკუთრებით მახსენდება ასევე თანატოლის მიერ ნათქვამი სიტყვები: ,,რაიმე შიმშილის წამალი ხომ არ მედო ჩანთაში“ რაც შესვენებაზე გახსნილი ნუგბარის დაგემოვნებას გულისმობდა რაც ხშირად დედის დამცხვარ სხვადასხვა ტკბილეულს შეადგენდა ხანაც რამდენიმე ცალ თოთო კარალიოკსაც კი რომელსაც ზოგჯერ უანგაროდ მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა ლამაზი ,,ნაკლეიკის“ თუ სხვადასხვა საფასურად უთმობდი თანატოლებს.
არ ვიყავით ძალზედ ონავრები ზამთარში ფეჩის ღუმელის ხელოვნურად აკვამლებით თუ შემიიფარგლებოდა მხოლოდ ჩვენი ონავრობა გაკვეთილის ჩაშლის მიზნით და როგორც გაგვიგონია გამოთქმა:,,ვაის გაყრილი კაცი უის შეეყარაო“ისე მოგვდიოდა და მასწავლებელს ხშირად მასწავლებელთა ოთახში შევყავდით გაკვეთილი რომ არ ჩაშლილიყო ან „დერეფანში“ ზედმეტი ხმაური რომ არ გამოგვეწვია.
მახსოვს ერთლხელ ჩემი ინიციატივით დადგმული აკაკი წერეთლის დაკრძალვის იმიტაციაზე როგორ საუბრობდა მთელი სკოლა. როცა ჩვენ მიერ ტირილითა და ალიაქოთით შეძრწინებული და დაინტერესებული პედაგოგები მოულოდნელად თუ როგორ დაგვადგნენ თავზე ისე რომ აკაკისადმი ჩვენს მიერ დაწერილი გამოსათხოვარი სიტყვის წაკითხვა ვერ მოვასწარით და თუ როგორ გაგვისწორა ხასიათი სკოლის დირექტორმა დასჯის მოლოდინში გამშრალი და თავ დახრილნი მის წინაშე მდგომარენი სიჩუმეში როგორ წაიკითხა დაჭმუჭნულ ფურცელზე დაწერილი აკაკისადმი გამოსათხოვარი სტრიქონები რომლის დასრულების შემდეგ როგორ დაარღვია სამარისებული სიჩუმე ირგვლივმყოფთა სიცილმა.
მეტად ღიმილის მომგვრელია ის კურიოზული ფაქტიც როცა ერთ-ერთ მასწავლებელს ავერიე დაბალ კლასელებში. (ან მისი მომენტალური სკლეროზის ბრალი იყო ეს ყველაფერი ან კიდე ჩემი მომცრო ტანის.)დაბალი ანუ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით პირველ სართულზე იყო განთავსებული მთი საკლასო ოთახები ზედა კლასელები მომდევნო სართულზე მე მაშინ მეხუთე კლასში გახდით და მეგბობრული ურთიერთობის გამო შვალედური შესვენების დროს ვიყავი მეოთხე კლასის საკლასო ოთახში. ხმაურის გამო გვიან გავიგეთ ზარის დარეკვაც და მასწავლებლის შემოსვლა საკლასო ოთახში, დაბნეულმა როცა დავაპირე ოთახიდან გასვლა მასწავლებელმა დამიჭირა და დაიწყო განსჯა იმისა თუ რას გავდა ჩემი საქციელი. ზარი დაირეკა, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი შემოსულია საკლასო ოთახში და მე როგორ ვბედავდი და გავდიოდი გაკვეთილიდან. ჩემი მრავალი მცდდელობის მიუხედავად ვერ მივაღწიე იმ შედეგს რომ ამეხსნა თუ რატომ ვიქცეოდი ამგვარად რომ არ ვიყავი ამავე კლასის მოსწავლე მაგრამ შედეგი ამაო იყო და დავნებდი. მაგრამ როცა ყველა მოსწავლემ დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი,ჩემთვის არ აღმოჩნდა შესაბამისი ინვენტარი და დავდექი ფეხზე. ეხლა ამაზე აკაპასდა ფიცხი გურული მასწავლებელი თუ რატომ ვიდექი და რატომ ვიგდებდი მასხრად მას. გაკვირვებული სვამდა კითხვას: წინა გაკვეთილზე თუ ყველა იჯდა შემდეგ გაკვეთილზე რატომ ვერ მოხდა ისე რომ, მოვთავსებულიყავით ყველა. გამომიძებნეს მოსწავლეებმა სათადარიგოდ კუთხეში მდგარი გამოუყენებელი მერხი და მომათავსეს. მაგრამ მასწავლებლის შემდეგმა გაოცება-განრისხების ტალღამ მაშინ იფეთქა, როცა ჩემზე შეჩერდა გაკვეთილის გამოკითხვის არჩევანი და აღმოჩნდა რომ გაკვეთილი არ ვიცოდი. მოვიკრიბე ბოლო ძალები და ლუღლუღით ამოვთქვი და შევეცადე ახსნა თუ რაშიც იყო საქმე.მახსოვს მრავალ წუთიანი პაუზის შემდეგ, ღია, დიდი, თეთრი კარი და როგორც დასჯილი ბავშვივი გამომაძევა გარეთ.
უკან დასაბრუნებელი გზა უფრო ლაღი და ხმაურიანი იყო და ერთობ გამბედავიც, გაზაფხულზე ვკრეფდით გზა და გზა ფერდზე ვარდისფრად შეფენილ ყოჩივარდებს და ფურისულებს და შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ტალახიანი ფეხსაცმლის სიდიდეში. ხანდახან გვაფხიზლებდა მეზობლის ეზოდან გადმოპარული პატარა ფინიის ყეფა და ზოგჯერაც გვაცილებდა მზეს მიფიცხებული ეზოში მჯდარი მოხუცის ინტერესიანი მზერა.
მახსოვს ეზოში შემოგებებული, ჩემ დანახვაზე კუდის ქნევით ჭიშკრამდე მორბენილი პატარა ფინია და კარის გაღების თანავე გაფაფაციცებული თვალებით მოძებნილი დედის სახე, რომელსაც სამზარეულოდან შემოსულს ყოველთვის შემოჰყვებოდა ცხელი საუზმუს სურნელი, მაშინ მე დიდად არ ვმეგობრობდი საკვებ პროდუქტებთან და ეს გულგრილობა მეტყობა კიდეც. ,,ე ბიჯო გააქნიე ჩქარა მაი ყმაი მიატანე ლუკმას ლუკმა რო ხარ განქლეული არ შეგეპაროს სისუსტე და არ დეგემართოს ჭლექი“ მესმოდა ხოლმე გულშემატკივართა შეძახილები. ჭლექი არა და მე და სისუსტე კი ვმეგობრობთ დღესაც.სადილობისას მრვალ ხრიკის ვიგონებდი და მრავალ რამეს ვიმიზეზებდი რადგან გაკვეთილების სწავლის დაწყების დრო ადრე არ მოსულიყო.
ელექტრო ენერგია იმ პერიოდში უცხო ხილად ითვლებოდა. მგონი ჩვენ ის წითელ წიგნშიც კი გვყავდა შეტანილი, მაგრამ ხანდახან თუ ხელი შემთხვევით მიეჭირებოდათ ჩვენი ,,ფიდელის“ ღილაკზე და უცაბედად თუ გაანათებდა ობიობის ქსელით დაბურულ-მივიწყებულ ნათურას ეს იყო და ეს მხოლოდ, მაგრამ ემოციის გამოხატვის დასრულებას ვერ ვასწრებდით ისე წავიდოდა მგონი ჩვენი ხმაურით შეშინებული უკან.
,,ე ბიჯო… გეიხედე ფანჯრიდან თუა წიფნარის გორზე დენი“ წიფნარის გორზე დენი სულ იყო მაგრამ იქ ანთებული ნათურა ჩვენ რას გვარგებდა.
ჩემ ფანჯრიდან გურიის ულამაზესი ხედი მოსჩანდა ღამის შავ ფონზე ლამაზად კიაფობდნენ გურულების სარკმლებში ანთებული სანათები როგორც ვარსკვლავები და ხშირად იმედად გვესახებოდა ხოლმე. ჩვენ თუ გვირაბში ვიყავით მის ბილოს შუქი ყოველთვის ჩანდა.
ისევ ჩამოიღებდნენ ბუხრის კიდეზე მდგომ ლამფას ასანთებად და მე როგორც სწავლაზე ,,მოწყურებული“ მოსწავლე ერთად მოუყრიდი თავს ოთახის უფრო მეტად განათებულ კუთხეში წიგნებს და შეუდგებოდი კითხვას. ვხედავდი რგორ შემოეცლებოდნენ თანდათან ოჯახის წვრები ჩემი სწავლით დაინტერესებულ გულშემატკივართა გუნდს მაგრამ ზოგჯერ როგორც გემს კაპიტანი არ მტოვებდა ბებია და მამეორებინებდა მრავალჯერ ერთი და იმავე ტექსტს დიდ სათვალე გაკეთებული მე კი ხან მის სათვალეს შევყურებდი და ხანაც ლამფის შუქის მიერ გაკეთებულ ლანდებს უცქერდი მუტფილმის გმირებივით რომ იკლაკნებოდნენ ჭერზე. მრავალჯერ მექანიკურად ვიმეორებდი ხოლმე ბებიას ნათქვამს. მერე ისიც დაწვებოდა და თავის ანაბარა მტოვებდა ხოლმე. სარკმლიდან გახედილს თანდათან აკლდებოდა მრავალ ვარსკვლავს თითო-თითო და თანდათან შავდებოდა ცაც. მე, კი ვიჯექი და ვიმეორებდი ,,ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა“მე არ ვიცი ის მოყმე მართლა ნახა თუ არა წყლის პირას მჯდარი ვინმემ მაგრამ მე კი ვიჯექი ლამფის ძირსა და ვაგრძელებდი სწავლას.
გოგიტა გიორგაძე