რომელია სიცოცხლის საუკეთესო გზა და როგორ მივანიჭოთ ცხოვრებას მნიშვნელოვნება? არისტოტელეს თვალსაზრისით, საგნის მნიშვნელობის განსაზღვრა, მხოლოდ მისი დანიშნულების გააზრებით შეიძლება. მაგალითად, წამლის მნიშვნელობის გააზრებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მისი დანიშნულება ავადმყოფის განკურნებაა.
ცხოვრებისეული მიზნები ერთიმეორეს ექვემდებარებიან, მაგალითად თუ ახლა სამედიცინო სტუდენტის მიზანია ექიმი გახდეს, მასზე უფრო აღმატებული მიზანი (ანუ რისთვისაც ის ზემოთხსენებულ მიზანს მისდევს) ავადმყოფ ადამიანთა დახმარებაა. თუმცა შეიძლება არსებობდეს მასზე მაღალი მიზანიც, მაგალითად საკუთარი თავის რეალიზაციაა, რომელიც ღირებული საქმის კეთების გზით ცხოვრებაა. ისიც თავის მხრივ შეიძლება ექვემდებარებოდეს რაიმე უფრო მეტად აღმატებულ მიზანს. ბედნიერება, ყველაზე ღირებული მიზნის განხორციელებით დაკავებას ნიშნავს.
ბედნიერება იმ ფუნქციის ნაწილია, რომლის წყალობითაც ამ სამყაროს ნაწილი ვხდებით. როგორც ცხოველებს და მცენარეებს ესაჭიროებათ მოვლა, ისევე სჭირდება ადამიანს საზრდო, რომლის საშუალებითაც ის საკუთარი ცხოვრების დანიშნულებასა და ფუქციას შეიგრძნობს. იმის ღრმა გაანალიზება, რომ რაციონალურ მიზანს ვემსახურებით, ბევრად უფრო აღმატებული შეგრძნებაა, ვიდრე კმაყოფილებისა და სიამოვნების განცდა, რომელიც დამეთანხმებით და ცხოველებსაც თავისუფლად შეუძლიათ.
არისტოტელე, ბედნიერების შექმნაში, იღბლის ფაქტორსაც არ უარყოფს. მაგალითისთვის, ის ამბობს, რომ ბედნიერებაზე თავის გავლენას ისეთი ფაქტორებიც ახდენენ, როგორიცაა მატერიალური მდგომარეობა, ჩვენი გარემო პირობების შესაბამისად ჩამოყალიბებული შეხედულებები და თავად გარემო, რომელშიაც გვიწევს ცხოვრება. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რაციონალური მიზნისკენ სწრაფვა, მაღალი ღირებულებებისა, პიროვნული განვითარებისა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების ხარჯზე, მას ბედნიერებისკენ მიმავალ ერთადერთ გზად მიაჩნია. ბედნიერება უფრო მეტად ჩვენს მოქმედებებსა და შინაგან ფასეულობებზეა დამოკიდებული, ვიდრე იღბალსა და გარემო ფაქტორებზე. ადამიანს, რომელიც საკუთარ თავში მაღალ ღირებულებებსა და ცოდნას ნერგავს, უიღბლობასთან გამკლავების ძალაც შესწევს.
ასე რომ, არისტოტელეს აზრით, ბედნიერება ადამიანისთვის ყველაზე დიდი მიზანი და დანიშნულებაა. ის მოქმედებაა და არა გარკვეული მდგომარეობა. (როგორც ერთი ცნობილი გამოთქმა ამბობს „მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი.“
ჩვენ მაშინ ვართ ბედნიერები, როცა რაციონალურ მიზანს, ვემსახურებით, როცა გვწამს რომ რასაც ვაკეთებთ ღირებულია, ვიცით ჩვენი ადგილი ცხოვრებაში, მისი არსი და ვაკეთებთ იმას, რასაც სასურველი მიზნისკენ მივყავართ.