Skip to content

„არასტანდარტული აზროვნების შესახებ“ რეზერფორდისა და ნიჭიერი სტუდენტის დიალოგი

ბრიტანელი ფიზიკოსი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ერნესტ რეზერფორდი, ლექციებს კითხულობდა მანჩესტერის უნივერსიტეტში. ერთხელ მას სამეფო აკადემიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა დახმარებისათვის მიმართა.

სიტუაცია მდგომარეობდა შემდეგში, რომ რეზერფორდს უნდა გადაეჭრა დავა, რომელიც მის კოლეგასა და სტუდენტს შორის წამოჭრილიყო. აღმოჩნდა, რომ პროფესორი დაბალ ქულას უწერდა სტუდენტს, რომელსაც, მისი აზრით, წარმოდგენა არ ჰქონდა ფიზიკაზე, ახალგაზრდა კი ირწმუნებოდა – ამოცანა სწორად ამოვხსენი და უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებო. რეზერფორდი სტუდენტს კითხა, თუ როგორ შეიძლებოდა ბარომეტრის საშუალებით შენობის სიმაღლე გაეზომა.

სტუდენტის პასუხი იყო ასეთი: ავიდეთ შენობის სახურავზე, ბარომეტრს მოვაბათ თოკი ჩამოუშვათ თოკი შენობის ძირამდე და შემდგომ გავზომოთ თოკის სიგრძე, რომელიც აჩვენებს ზუსტ სიმაღლეს.

პასუხში არ ჩანდა ფიზიკის ცოდნა, მაგრამ პასუხი აბსოლუტურად დამაჯერებელი იყო. რეზერფორდმა სთხოვა სტუდენტს ფიზიკის კანონების დახმარებით გადმოეცა საკითხი და მისცა ამისთვის 6 წუთი. 5 წუთის შემდეგ სტუდენტი ეუბნება რეზერფორდს, რომ მას უკვე აქვს პასუხი, მაგრამ მიწოდებულ ფურცელზე მას არაფერი დაუწერია, ვინაიდან მან რამდენადმე გაიმარტივა საქმე და აირჩა უკეთესი გზა – ზეპირად გადმოცემა.

ახალმა პასუხმა გაიჟღერა შემდეგნაირად: – უნდა ავწონოთ ბარომეტრი, შემდეგ ავიდეთ შენობის სახურავზე და იქიდან გადმოვაგდოთ. დავინიშნოთ დრო, რომელიც ბარომეტრს მიწაზე დაცემამდე დასჭირდება და ფორმულის საშუალებით ვარდნის მანძილს, ანუ შენობის სიმაღლეს გავიგებთ, – განაცხადა სტუდენტმა.

ამის შემდეგ რეზერფორდმა კითხვაა ყველა მის კოლეგას, იყვნენ თუ არა კმაყოფილები პასუხით.

პასუხი ამჯერადაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, რადგან ეს ხერხი უფრო ახლოს იყო ფიზიკასთან.

ერთობ აზარტში შესული რეზერფორდი კი სტუდენტს ახალ გზის მოძებნას ავალებს. ახალგაზრდას არც ამჯერად უფიქრია ბევრი:

– უნდა გავზომოთ ბარომეტრი, შემდეგ, მზიან ამინდში, ბარომეტრისა და შენობის ჩრდილების სიგრძე დავადგინოთ, შევადგინოთ მარტივი პროპორცია და შენობის სიმაღლესაც გავიგებთ.

-არ არის ცუდი, არის კიდევ სხვა გზა? -ჰკითხა რეზერფორდმა

-არის, თანაც ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვარ , რო მოგეწონებათ.

თქვენ იღებთ ხელში ბარომეტრს და მიემართებით კიბის საფეხურების თვლით, შემდეგ ბარომეტრს ამაგრებთ კედელზე და აკეთებთ აღნიშვნებს. შემდეგ დაითვლით

ამ აღნიშვნების რაოდენობებს, გადაამრავლებთ მას ბარომეტრის ზომაზე და მიიღებთ შენობის სიმაღლეს.

-საკმაოდ ნათელი მეთოდია.

ან, გაცილებით მარტივი ხერხი: უნდა ავიღოთ ბარომეტრი, ვიპოვოთ შენობის მმართველი და ვუთხრათ: “პატივცემულო მმართველო, შესანიშნავი ბარომეტრი მაქვს და თუ ამ შენობის სიმაღლეს გამიმხელთ, მას თქვენ გაჩუქებთ”.

აქ რეზერფორდმა ჰქითხა სტუდენტს, ნუთუ მან მართლა არ იცოდა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი, რაც ამ ამოცანის გადასაჭრელად იყო საჭირო.

სტუდენტმა აღიარა, რომ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ თავი მოაბეზრეს პროფესორებმა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ კანონებს მეათასედ უმეორებედნენ სკოლაში, კოლეჯში და თავში საკუთარ აზრებს უტენიან მოსწავლეებს.

ეს ნიჭიერი სტუდენტი ბრიტანეთში დანიიდან ჩასული ნილს ბორი გახლდათ, რომელსაც იმ დღიდან 14 წლის შემდეგ ნობელის პრემია მიანიჭეს და რომელმაც თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი დაიმკვიდრა.