Skip to content

ამ შეკითხვებს წარმატებული ადამიანები ხშირად უსვამენ საკუთარ თავს

წარმატება მიდის მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მას იზიდავენ. მიაღწიო ნამდვილ წარმატებას, ეს მთელი ხელოვნებაა. მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო 5 ფრაზას, რომლის გამოყენება უმჯობესი იქნებოდა, თუკი გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

წარმატებულ ადამიანებს გააჩნიათ უნარი – ობიექტურად შეაფასონ საკუთარი თავი, ჩვევები, ქმედებები და მიზნები. ქვემოთ მოყვანილია 5 მარტივი კითხვა, რომელსაც წარმატებული ადამიანები საკუთარ თავს ყოველდღე უსვამენ.

1. მიჭირავს თუ არა სწორი ნიშა?

თუკი არ გაგაჩნიათ სწრაფვა საქმისადმი, რომლითაც ხართ დაკავებული, მაშინ არ იქნებით მოტივირებული საიმისოდ, რომ გადალახოთ ბუნებრივი წინაღობები. ამიტომ საჭიროა, ყოველდღიურად შეამოწმოთ საკუთარი თავი და მოტივაცია. თუკი შეამჩევთ, რომ სწრაფვა ნელდება და თქვენ გადაიწვით, მაშინ ენერგიის განახლებისთვის ცვლილებია საჭირო. აუცილებელია, ნიშის პოვნა, რომელიც შეგინარჩუნებთ ემოციებს, მოგცემთ საღად აზროვნების და წარმატებისკენ სწრაფვის სურვილს.

2. ვსწავლობ თუ არა საკუთარ შეცდომებზე?

წარმატებისკენ მიმავალი გზაზე ჩავარდნები გარდაუვალია, თუმცა როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მარცხს დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია – რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე და აღარ ვიმეორებთ მათ. როდესაც შეხვდებით წინაღობას, მიეცით საკუთარ თავს შეფასების უფლება და დაადგინეთ რა მოხდა არასწორად, რა უნდა შეიცვალოს და როგორ აიცილებთ თავიდან მსგავს შეცდომას მომავალში. ისწავლეთ ყველა დაშვებული შეცდომიდან, რათა მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

3. ვაფართოებ თუ არა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარს?

წარმატება არ მოიპოვება სწრაფად. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ირგვლივ წარმატებული პირები მუდმივად აფართოებენ შესაძლებლობების ზღვარს და მიიწევენ წინ. დაისახეთ ამბიციური მიზნები და მათ განსახორციელებლად მეტი სურვილი და სწრაფვა გექნებათ.

4. რას წარმოადგენს ჩემი თამაშის გეგმა?

სანამ თქვენ ცვლით საკუთარ თავს, ყოველთვის შექმენით სტრატეგიული გეგმა, რომელიც გაგხდით ეფექტიანს და ზუსტს. თუკი გსურთ, რომ უფრო სწრაფად და უკეთ იმუშაოთ, უნდა განავითაროთ მეტი შესაძლებლობა. დაჯექით და შექმენით გეგმა, რომელიც გამოსახავს თქვენს სწრაფვას დადგენილი მიზნისკენ.

5. მჯერა თუ არა საკუთარი შესაძლებლობების?

წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია საკუთარი თავის რწმენა და მიზანსწრაფვა დადგენილი გეგმისკენ. ამბიცია არაფერია, თუკი არ გაგაჩნიათ საკუთარი თავის რწმენა. ჩაიხედეთ თავში და დაუსვით კითხვა, შეესაბამება თუ არა თქვენი სწრაფვა სურვილს. უნარ-ჩვევები და გამოცდილება წარმოადგენს ბრძოლის ნახევარს. თუკი საკუთარი თავის არ გჯერათ, მაშინ ვერც სხვას ვერ დააჯერებთ. სანამ ვინმეს მიმდევარი გახდებით, ჯერ საკუთარი თავის მიმდევარი უნდა იყოთ.
წარმატებისკენ სწრაფვისას, საჭიროა რეალობის საღად შეფასება. ილუზიებში ყოფნა კი, შესაძლოა, მძიმედ შემოგიბრუნდეთ. ეჭვგარეშეა, რომ ყველას აქვს უნარი, გარკვეული ძალისხმევით, გააფართოოს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი. შეიძლება, პირველ ცდაზე ყველაფერი არ გამოგივიდეთ, მაგრამ თუ არ დანებდებით, ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ.