აინშტაინი ბევრისთვის მხოლოდ ფიზიკასთან, ფორმულებთან და თეორიებითან ასოცირდება, თუმცა იგი მეცნიერების გარდა კიდევ ბევრ ღირებულ რამეს გვასწავლის:
1. დააფასე წარმოსახვის უნარი
,,გონიერების ჭეშმარიტი ნიშანი წარმოსახვის უნარია და არა ცოდნა’’.
,,ლოგიკა ერთი კონკრეტული ადგილიდან მეორემდე მიგიყვანს. წარმოსახვის უნარს კი ყველაფერი შეუძლია’’.
,,წარმოსახვის უნარი ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი ყველაფერს წვდება’’.
2. იყავი ცნობისმოყვარე
,, მე განსაკუთრებით ნიჭიერებით არ გამოვირჩევი, უბრალოდ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ’’.
,,ყოველთვის დასვი კითხვები. ცნობისმოყვარეობასაც არსებობის მიზეზი აქვს’’.
,, ამ სამყაროში ყველაზე მშვენიერი საიდუმლოებაა. ეს ყველა ჭეშმარიტებისა და მეცნიერების შთაგონების წყაროა’’.
3. გქონდეს სწავლის სურვილი
,, სწავლა გამოცდილებაა. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ ინფორმაციაა’’.
,,ინტელექტუალური ზრდა დაბაედბიდან უნდა იწყებოდეს და სიკვდილამდე გრძელდებოდეს’’.
4. გაიაზრე რომ ზრდა მარცხს მოსდევს
,,ადამიანს, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, არასდროს არაფერი უცდია’’.
,, მხოლოდ იდეების უქონლობით თუ აარიდებ თავს შეცდომებს’’.
5. გაბედე იყო განსხვავებული. გამოიჩინე ინიციატივები
,,შეუძლებელს მხოლოდ ის მიაღწევს, ვინც აბსურდულს მოსინჯავს’’.
,,სისულელე: აკეთო ერთი და იგივე განსხვავებული შედეგის მოლოდინით’’.
,,სამყარო საშიში ადგილია. არა ბოროტი ადამიანების, არამედ იმათ გამო, ვინც ამისთვის არაფერს აკეთებს’’.
,,ჩემი არცერთი აღმოჩენა რაციონალურად აზროვნების პროცესს არ დამთხვევია’’.
6. იცხოვრე აწმყოთი და მშვენიერების არსებობა გააანალიზე
,,ბუნების მეტად შეცნობით, ყველაფერს უკეთ მიხვდები’’.
,,მე არასდროს ვფიქრობ მომავალზე, ის საკმარისად სწრაფად მოდის’’.
,,ბედნიერი ადამიანი აწმყოთი კმაყოფილია და მომავალზე ნაკლებად ფიქრობს’’.
7. იცხოვრე უანგაროდ. იყავი მნიშვნელოვანი სხვებისთვის
,, ცხოვრება მხოლოდ იმად ღირს, რომ სხვებისთვის იცხოვრო’’.
,, დღეს, პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის ვვარსებობთ, ვისი ღიმილი და კეთილდღეობაც ჩვენს ბედნიერებაზეა დამოკიდებული’’.
8. რეალობას შენი ფიქრები ქმნის
,,ვაღიარებ, რომ ფიქრები სხეულზე გავლენას ახდენს’’.
,,ვერ მოვაგვარებთ პრობლემას იმ შემთხვევაში, თუკი ისევ ისე ვვაზროვნებთ, როგორც მაშინ, პრობლემა რომ შეგვექმნა’’.
9. შენს შინაგან ხმას მიენდე
,,ერთდაერთი ნამდვილი ღირებული რამ ინტუიციაა’’.
,, სინდისის წინააღმდეგ არასდროს წახვიდე. მაშინაც კი, თუ ამას ქვეყანა მოითხოვს’’.
,,მხოლოდ ცოტა ხედავს საკუთარი თვალებით და შეიგრძნობს საკუთარი გულით’’.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა