ეს ერთდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე საინტერესო და გადმოსაცემად ყველაზე ძნელი გაკვეთილია ‘წარმატების კანონის“ მთელი კურსიდან- ამბობს ნაპოლეონ ჰილი.
ყველამ, ვინც მიისწრაფის აზრის სიზუსტის მიღწევისაკენ, უნდა დაიცვას ორი ძირითადი წესი: 1. იმისთვის, რომ ზუსტად იაზროვნო, უნდა განასხვაო ფაქტები უბრალო ინფორმაციისაგან. (არსებობს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც ფაქტებზე არ არის დაფუძნებული ) 2. ფაქტები უნდა დაყოთ ორ ჯგუფად: მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო, საქმესთან დაკავშირებული ან დაუკავშირებელი.
სწორედ ასეთი განსხვავების ჩატარების უნარით აიხსნება ის უფსკრული, რომელიც განასხვავებს ერთნაირი უნარისა და შესაძლებლობის მქონე ადამიანებს. ნაცნობების წრეში მოიძებნება თქვენნაირი შესაძლებლობების და ნიჭის მქონე ადამიანები, რომლებმაც უფრო დიდ წარმატებას მიაღწიეს. თუ ყურადღებით დააკვირდებით დაადგენთ, რომ ყველა ასეთ ადამიანს აქვს სამუშაოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფაქტების მოძიებისა და გამოყენების ჩვეულება. ისინი შესაძლოა თქვენზე ნაკლებს მუშაობდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტების განსხვავების ცოდნით უმნიშვნელოსაგან, მათ შეიძინეს უნარი, რომლის მეშვეობით ისინი უსახელო თითით უფრო მეთ წონას წევენ, ვიდრე თქვენ მთელი სხეულით.
ადამიანები, რომლებიც ყველაფრით ხელმძღვანელობენ, რასაც გაიგონებენ, ხშირად ექცევიან ჭორების გავლების ქვეშ. მათ სჯერათ ყველაფრის, რასაც გაზეთებში წაიკითხავენ და სხვებზე მტრების, მეტოქეებისა და კონკურენტების ნათქვამის მიხედვით მსჯელობენ. ისინი ხშირად საუბარს იწყებენ გამოთქმებით „ ამბობენ“ ან „ გაზეთში წავიკითხე“. ზუსტი აზროვნების მქონე ადამიანმა იცის, რომ გაზეთებში ყოველთვის სიმართლე არ იწერება და „ამბობენ“-ში სიმართლეზე მეტი სიცრუეა.
ზუსტი აზროვნების მქონე ადამიანი ადგენს სტანდარტებს, რომელსაც ყოველთვის იცავს. ასეთ ადამიანს საქმე აქვს ფაქტებთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორ აისახებიან ისინი მის ინტერესებზე ვინაიდან იცის, რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ასეთი პოლიტიკა მიიყვანს მას წარმატების მწვერვალთან და ცხოვრებაში მთავარი მიზნის მიღწევის საშუალებას მისცემს.
ყოველი ზუსტი მოაზროვნის ვალი და პრივილეგიაა ფაქტების მიმხრობა მაშინაც კი, როდესაც მათი მოპოვება არც თუ ისე ადვილია. თუ თავს ნებისმიერი მიღებული ინფორმაციისგან მერყეობის უფლებას მივცემთ, ვერასოდეს შევიძენთ ზუსტი აზროვნების უნარს. „ არ ვიცი შევძლებ თუ არა სხვების მოტყუებას, მაგრამ ვიცი, რომ საკუთარი თავის მოტყუებას ვერ შევძლებ!“ ასეთი უნდა იყოს აზრის სიზუსტეს დაუფლებული ადამიანის დევიზი.
კიდევ ერთხელ დააკვირდით თქვენი ნაცნობების წრეს და მოძებნეთ იქ ადამიანი, რომელიც ნაკლები ძალისხმევით უფრო ბევრს მიაღწევს, ვიდრე გარშემომყოფნი. შეისწავლეთ ეს ადამიანი და შეამჩნევთ მასში ფაქტების ორგანიზების ისეთ უნარს, რომელიც საშუალებას აძლევს მას იყოს წარმატებული.
აქვე ჩნდება კითხვა, თუ რა არის მნიშვნელოვანი და საქმესთან დაკავშირებული ფაქტები. პასუხი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შეადგენს თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანს, ხოლო მნიშვნელოვანი და საქმესთან დაკავშირებული ფაქტები ისეთებია, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ მიზნის მისაღწევად, სხვა ადამიანების უფლებების დაურღვევლად. ყველა დანარჩენი ფაქტი ზედაპირული და უმნიშვნელოა.