Skip to content

რა ხდება , როდესაც გარშემომყოფებს ჯერათ ჩვენი !

ზოგჯერ რაოდენ გასაკვირიც  არ უნდა იყოს, სხვებს უფრო მეტად სჯერათ ჩვენი ,ვიდრე ჩვენ საკუთარი თავის. შესაბამისად ხშირად გვესმის   მეგობრებისა თუ ახლობლებისგან  შემდეგი სიტყვები: „ შენ შეძლებ გადალახო მრავალი დაბრკოლება“,ადვილად  მიაღწევ  მიზანს“,იპოვი სასურველ სამსახურს.“

ამ სიტყვებით ისინი  ცდილობენ შეგვმატონ ძალა,რათა ავისრულოთ ოცნებები და ვიყოთ  ბენდიერები. ჩვენ კი,  ნაცვლად იმისა,რომ ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ   მოტივაცია აგვიმაღლდეს,  არ გვჯერა საკუთარი  შესაძლებლობების,კვლავ  გვეპარება ეჭვი საკუთარ თავში და გვეშინია გადავდგათ დამოუკიდებელი ნაბიჯები წარმატებისკენ. გვირჩევნია არ  მოვისმინოთ   სხვების   შეფასებები  და უიღბლოდ ვთვლიდეთ თავს,რადგან არ გვსურს „კომფორტის ზონის“ დატოვება და ვაგრძელებთ სიზარმაცეს.

დამეთანხმებით,  ეს ძალიან ცუდია. ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური სიტყვები  მაშინათვე სტიმულის მომცემი უნდა იყოს ჩვენთვის. აუცილებელია გამოვერკვეთ ყოველდღიური ერთფეროვნებისგან  და მოვუსმინოთ სხვებს. დავფიქრდეთ, რატომ სჯერათ მათ ჩვენი.   რას ხედავენ ჩვენში ისეთს,რასაც ჩვენ თავად ვერ ვამჩნევთ საკუთარ თავში.  აუცილებელია  დავინახოთ ჩვენი დადებითი მხარეები და ის  პოტენციალი,რომელიც გვაქვს  და  გამოვიყენოთ  მაქსიმალურად იგი.კეთილისმყოფელების  კი მადლიერნი უნდა ვიყოთ,რადგან მათ სჯერათ ჩვენი.სჯერათ,  თუნდაც წარსულში ჩვენს მიერ  მიღწეული შედეგების გამო,ან უბრალოდ ხედავენ და აფასებენ სწორად იმ პიროვნულ თვისებებსა და პოტენციალს,რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს საკმარისად გვაქვს წარმატების მისაღწევად.

ჩვენ კი  წარსულის მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ყოველთვის უნდა ვიაროთ წინ  და გავხდეთ ისეთები როგორადაც სხვები გვხედავენ. გულის სიღრმეში ჩვენ   გვსურს, დავარღვიოთ კომფორტის ზონა,უბრალოდ გამბედაობა არ გვყოფნის ამის გასაკეთებლად.     ზოგჯერ ამ პრობლემის მიზეზი ბავშობიდან იღებს სათავეს,როდესაც ჩვენ სხვადასხვა მიზეზების გამო ვკომპლექსდებით  და გვეშინია გადავდგათ დამოუკიდებელი ნაბიჯები წარმატებისკენ.თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებთაც სჯერათ საკუთარი თავის და წარმოუდგენელ  წარმატებს აღწევენ კიდეც.ამიტომ  ნუ მოვხვდებით  იმ ადამიანების რიცხვში რომლებიც უმოქმედობას ირჩევენ და არაფერს აკეთებენ წარმატებისთვის.ავიღოთ მაგალითი მიზანსწრაფული ადამიანების ცხოვრებიდან,დავისახოთ მიზნები და  დროულად მოვახდინოთ მათი რეალიზება.

აქვე მინდა ავღნიშნო,რომ  საბედნიეროდ  ახლობლების  პოზიტიური სიტყვები  უკვალოდ არ ქრება და  გარკვეული დროის შემდეგ დადებით ზეგავლენას ახდენს  ჩვენზე.  და   როდესაც  ჩვენ მარტო ვრჩებით ვეკითხებით კიდეც საკუთარ თავს –  რადგან სხვებს სჯერათ ჩვენი ე.ი შესაძლებელია კიდეც წარმატების მიღწევა ? და  როგორც კი გადავწყვეტთ მოქმედებას,  ვიხსენებთ სხვების აზრს საკუთარი შესაძლებლობების შესახებ და გამბედაობაც გვემატება.  მთავარია დროულად დავიწყოთ მოქმედება.ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში.ვიცუროთ დინების საპირისპიროდ. ნუ გავფანტავთ  ცხოვრების ძვირფას წუთებს უქმად და ავიხდინოთ ოცნებები.