Skip to content

იღბალი, რომელიც ,,სხვისია” აქციე შენად!

მე ვინ მომცა მაგის ბედი? ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწიე! ყელს ზევით ამოვიდა ეს უიღბლობა… ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც წამოგვცდენია ნებით თუ უნებლიედ მსგავსი საყვედურებით სავსე ფრაზები. ყოევლთვის ვეძებთ დამნაშავეს სხვაში ან რაღაცაში რაც ჩვენს უსუსურობას ამართლებს.

  • გინდა? მიიღე.
  • გსურს? დაიმსახურე.
  • ეძებ? იპოვე.
  • გინდა გჯეროდეს? დაიჯერე.

ცხოვრების ორომტრიალს შენი სადარდებელს ნუ დაუმატებ მას თავის სადარდებელიც ეყოფა, რომ ამდენი ადამიანია ამქვეყნად და თითოეულის ცხოვრება პატარა ან დიდი დანაკლისებით სავსე…ზოგს რა ეცოტავება და ზოგს რა და ყველა ერთად ქმნის ერთ დიდ უმადურობის ჯაჭვს…

იყავით ოპტიმისტი და იცინეთ ბევრი, ჯობია ხალხს გიჟი ეგონოთ და თქვენი მიზეზით იცინოდეს, ვიდრე თქვენს ცრემლიან თვალებს უყურებდეს და ყალბად ეცოდებოდეთ. მიირთვით ბევრი შოკოლადი, უსმინეთ ყურისთვის სასიამოვნო მელოდიებს, შეიქმენით განწყობა და დააჯერეთ თავი , რომ ყველაფერი წინ გაქვთ, თქვენ ყველაზე ბედნიერი ადამიანი იქნებით ! იმეორეთ სანამ არ დაიღლებით: დღეს მე ყველაზე წარმატებული და ბედნიერი დღე მაქვს, ხოლო ყოველი შემდეგი უფრო უკეთესი იქნება .

P.S მე-მოტივაციონერი