Skip to content

თომას მანი ტრაგედიაზე, ლიტერატურაზე, სულსა და სხეულზე, დროსა და სიკვდილზე

დრო…

„დრო საერთოდ არ არის ნამდვილი. ერთს თუ ხანგრძლივი ეჩვენება მაშინ ხანგრძლვია, თუ ხანმოკლე ეჩვენებათ მაშინ ხანმოკლე გახლავთ, მაგრამ სინამდვილეში რამსიგრძეა ან რამდენად მოკლე არავინ იცის. „

ტრაგედია…

„ტრაგედია იქ იწყება, როცა ბუნება სისატიკეს გამოიჩენს, პიროვნების ჰარმონიას დაარღვევს, ან ამ ჰარმონიას თავიდანვე შეუძლებელს გახდის და კეთილშობილ სიცოცხლისუნარიან სულს ცხოვრებისათვის გამოუსადეგარ სხეულში დაუდებს ბინას

ლიტერატურა…

„ლამაზად წერა თითქმის ლამაზად აზროვნებას ნიშნავს, ხოლო აქედან მშვენიერ საქმემდე დიდი ნაწილი აღარ რჩება. ყოველგვარი ზნეობა და ზნეობრივი სრულყოფილება ლიტერატურის სულისაგან მომდინარეობს. ადამიანის ღირსების იმ სულისაგან , რომელიც ამავე დროს ჰუმანიზმისა და პოლიტიკის სულიც გახლავთ“

სული და სხეული…

ფორმა და მშვენიერება არც გონისმიერია,როგორც ეს პოეტურ და მუსიკალურ ნაწარმოებებშია წარმოდგენილი და არც ნეიტრალური, იგი გონისაგან დაცლილი მასალისგანაა ნაგები, რომელიც გონს ვითომ უბიწოდ აქცევს ცოცხალ გარსად  და ვითომ სახითი ხელოვნების ნაწარმოების ფორმად და მშვენიერებად გვევლინება, სინამდვილეში კი იგი ჩვენთვის უცნობი გზოთ  ავხორცობაგაღვიძებული  სუბსტანციის ნაყოფი და წარმონაქმნია.თვით ორგანული ხრწნადი მატერიის აყროლებული  ხორცის ნაყოფი  გახლავთ.

რაღა არის სიკვდილი თუ არა ჭეშმარიტთან ზიარება?(სოკრატე) თომას მანი სიკვილზე ერთის მხრივ როგორც უტიფარზე და მეორეს მხრივ როგორც ამაღლებულ რამეზე

მაგრამ სიკვდილი ერთის მხრივ ეს არის რაღაც სამარცხვინო, უტიფარი, მეორეს მხრივ ეს არის მეტად საზეიმო და დიდებული ძალა, ბევრად ამაღლებული ვიდრე სიცოცხლე, რომელიც ხარხარებს რადგან ფულს იხვეჭს და მუცელს იყორავს. იგი გაცილებით პატივსაცემია ვიდრე პროგრესი , ყოველ დროში რომ ლაყბობს. რადგან სიკვდილი ისტორია და კეთილშობილებაა, ღვთისმოსაობა და მარადიულობაა, ღვთიური მადლია, ვის წინაშეც ქუდს ვიხდით და ფეხის წვერებზე დავდივართ…