აქ იკავებენ რიგს მსხვერპლის შესაწირად ?
_ დიახ, თქვენ ჩემს მერე იქნებით. მე 852_ე ვარ თქვენ 853-ე იქნებით;
_ ვაიმე დედა და როდის მოვა ჩემი რიგი?
_ ნუ ნერვიულობთ, რიგი სწრაფად გადის, თქვენ რის სახელზე წირავთ მსხვერპლს?
_სიყვარულის სახელზე თქვენ?
_მე ბავშვების სახელზე. ბავშვები ეს ჩემი ყველაფერია!
_და თქვენ მსხვერპლის სახით რა მოიტანეთ?
_ჩემი პირადი ცხოვრება, მთავარია ბავშვები იყვნენ ბედნიერები.მათთვის არაფერი მენანება. დიდებულ ადამინს სურდა ჩემი ცოლობა მაგრამ უარი ვთქვი. შვილებს მამინაცვალი როგორ გავუჩინო? საყვარელ სამსახურს თავი დავანებე, იმიტომ,რომ შორს მიწევდა სიარული. ბაღში ძიძად დავიწყე მუშაობა, შვილებთან ახლოს რომ ვიყო.
_ როგორ მესმის თქვენი, მე ჩემი ურთიერთობის შეწირვა მინდა ,ჩემსა და ჩემ მეუღლეს შორის უკვე დიდი ხანია არაფერი ხდება… მას უკვე სხვა ქალი ჰყავს. მეც თითქოს გამომიჩდა მამაკაცი, მაგრამ აი ჩემი ქმარი, რომ პირველი წასულიყო სახლიდან !მაგრამ ის მასთან არ მიდის! ტირის…ამბობს, რომ ჩემ გარეშე არ შეუძლია..მე კიდე მეცოდება!და ასე ვცხოვრობთ..
იღება კარები და ისმის ხმა 852-ე შემობრძანდით.
_ ნუ რა გითხრეს? მიიღეს თქვენი მსხვერპლი?
_არა აქ თურმე გამოსაცდელი ვადა არსებობს, მათ მომცეს დრო ფიქრისთვის.
_და როგორ? რატომ მაშინვე არ მიიღეს თქვენი მსხვერპლი?
_მკითხეს კარგად თუ დაფიქრდითო? ეს ხომ სამუდამოაო, მე კი ვუპასუხე არაუშავს ბავშვები გაიზრდებიან დაფიქრდებიან რა შეწირა დედამ მათ ბედნიერებას და დამიფასებენ ამ ღვაწლს. მათ კი მითხრეს- დაბრძანდით და შეხედეთ ეკრანს. იქ კი ისეთი უცნაური ფილმი მიდიოდა! ჩემზე. თითქოს ბავშვები უკვე გაიზარდნენ, გოგო ცხრა მთას იქით გათხოვდა, ბიჭი კი თვეში ერთხელ მირეკავს მოსაკითხად. როცა ვუსაყვედურებ მეუბნება, დედა ღვთის გულისთვის ნუ ერევი ჩვენ ურთიერთობაშიო. და მე რითი დავკავდე? რა ვაკეთო? შვილების გარდა არავინ გამაჩნია, ასე დააფასეს შვილებმა ჩემი მსხვერპლი? ამაოდ ვეწვალე ამდენი?
კარს მიღმა ისევ გაისმის ხმა:,, შემდეგი 863-ე შემოდით”.
_ აი უკვე ჩემი ჯერიც დადგა, ღმერთო სულ დავჩაჩანაკდი”.
_მობრძანდით! დაბრძანით! თქვენ რა ძღვენი გაქვთ შესაწირად?
_ჩემი ურთიერთობა…
_გასაგებია… აბა გვაჩვენეთ.
_აი ნახეთ, ის ის არც ისე დიდია, მაგრამ სასიამოვნოა. ეს ახლი ურთიერთობაა, ჩვენ სულ რაღაც ნახევარი წლის წინ შევხვდით ერთმანეთს.
_რისი გულისთვის წირავთ, ამ მსხვერპლს?
_ოჯახის შესანარჩუნებლად.
_ვისი თქვენი? და მისი შენარჩუნება ასე აუცილებელია?
_ხო აუცილებელია, მეუღლეს დიდი ხანია საყვარელი ყავს, სულ მატყუებს .
_ და თქვენ?
_ჩემ ცხოვრებაშიც გამოჩდა არაჩვეულებრივი ადამინი, ჩვენ ურთიერთობის დაწყებაც ვცადეთ.
_და თქვენ რა? ამ ახალ ურთიერთობას სამსხვერპლოზე უშვებთ?
_დიახ ოჯახის შესანარჩუნებლად მივდივარ ამ მსხვერპლზე.
_რომელი ოჯახის? თქვენ ხომ თქვით, რომ მეუღლეს სხვა ქალი ყავს.
_მერე რა ოფიციალურად ჩვენ ჯერ კიდე ცოლ-ქმარი, ანუ ერთი ოჯახი ვართ.
_ ესეიგი თქვენთვის მისაღებია ეს მდგომარეობა?
_არა, არა როგორ შეიძლება მომწონდეს ეს მდგომარეობა, მე ხომ სულ ვტირი, ვიტანჯები.
_მაგრამ ამ მდგომარეობას ახალ ურთიერთობაში არანაირად არ გაცვლით ხომ ასეა?
_არა არა, ეს ურთიერთობა ახალია, და ის არც ისე ღრმაა, მე სულაც არ მენანება მისი შეწირვა.
_თავად თუ არ გენანებათ მაშინ, ჩვენ მითუმეტეს. კარგით მოგვეცით თქვენი შესაწირი.
_მე მითხრეს, რომ აქ თქვენ ფილმს უჩვენებთ მომავალზე, რატომ მე არ მიჩვენეთ?
_ფილმებს ჩვენ ზოგს წარსულზე ვუჩვენებთ, ზოგს მომავალზე. აი თქვენ აწმყოზე გიჩვენებთ ფილმს. ვრთავთ უყურეთ ეკრანს.
_ უი,უი ეს ხომ მე ვარ! ღმერთო ჩემო ნუთუ მართლა ესე გამოვიყურები?არა ტყუილია მე თავს ვუვლი!
_ესე გამოიყურებით ტვენ სულის პროექციაში.
_ნუთუ… მხრები ჩამოყრილი მაქვს, თვალები ჩაცვენილი, თმა აწეწილი.
_ყოველთვის ესე გამოიყურება ადმიანი, რომლის სულიც ტირის.
_და ეს ბიჭი ვინაა, მშვენიერი ბიჭია, ნახეთ როგორ მეკვრის.
_ვერ იცანით. ხომ ეს თქვენი მეუღლე.
_როგორ თუ ჩემი მეუღლეა, რა სისულელეა ის ზრდასრული ადამიანია.
_ასე გამოიყურება თქვენი მეუღლე სულის პროექციაში, შინაგანად ის პატარა ბიჭია. ნახეთ ის დედასავითაა თქვენზე მიკრული.
_მართალია, რეალობაშიც ზუსტად ესეა, ის ჩემზეა მოჯაჭვული. და სულ ჩემკენ ილტვის.
_ის ილტვის და არა თქვენ?!
_ნუ მე ბავშობიდან მაქვს გათვითცნობიერებული, რომ ქალი უფრო ძლიერი, ბრძენი და გამჭრიახი უნდა იყოს. ქალი ოჯახის და მეუღლის წინამძღოლი უნდა იყოს.
_ესეც არის! ძლიერი ბრძენი და გამჭრიახი დედიკო ხელმძღვანელობს მის ,,პატარა ბიჭ” მეუღლეს. როცა უნდა მოეფერება, გაკიცხავს, შეიცოდებს და აპატიებს. და სულის სიღრმეში რა გსურთ თქვენ?
_ძალზე საინტერესოა მე ხომ მისი დედა არავარ. ეკრანზე ის ისეთი დამნაშავე ჩანს, თითქოს ერთი სული აქვს თავის საყვარელთან გაიქცეს. მე კი ის მაინც მიყვარს!
_რათქმაუნდა ესეც ხდება:ბიჭი სილაში ითამაშებს, მოითხუპნება. მერე კი სახლში დაბრუნდება დედის კალთაში იტირებს, დანაშაულს გამოისყიდის. კარგით ესეც ფილმის დასასრული. რა გადაწყვიტეთ, მზად ხართ მსხვერპლშეწირვისთვის?
_და მომავალი რატომ არ მაჩვენეთ, ჩემი მომავალი?
_იმიტომ, რომ ასეთი აწმყოს პირობებში თქვენ მომავალი საერთოდ არ გაქვთ. თქვენი გაზრდილი ,,შვილი” გაიქცევა, არა სხვა ქალთან არამედ ავადმყოფობასთან, ან სულაც არსად, ზრდასრულობას ხომ ისიც ესწრაფვის?! მოკლედ დედის კალთიდან თავის დახსნის საშუალება ნაპოვნია.
_და მე რა გავაკეთო, რას შევწირო მსხვერპლი?
_თქვენ უკეთ იცით! იქნებ თქვენ დედის როლში ყოფნა გირჩევნიათ _საყვარელი ქალის როლში ყოფნას?
_არა მე მომწონს საყვარელი ქალის როლი.
_ნუ დედებიც არიან ხოლმე საყვარელი ქალის როლში, არც ისე იშვიათად. ასე რომ ხართ თუ არა მზად მსხვერპლშეწირვისთვის?
_არა, არ ვარ მზად უნდა მოვიფიქრო.
_რათქმაუნდა, ჩვენ მოგცემთ დროს მოსაფიქრებლად.
_და თქვენ რჩევების მოცემა თუ შეგიძლიათ?
_სიამოვნებით
_მაშინ მითხარით რა უნდა გავეკეთო მე რომ ჩემი მეუღლე გაიზარდოს?
_არაფერი უბრალოდ უნდა შეწყიტოთ დედის როლში ყოფნა და ქალად უნდა გადაიქცეთ. ემოციური, საყვარელ და სათნო ქალად.
_ფიქრობთ ეს მიშველის?
_ჩვეულებრივ შველის ხოლმე. ეს იმ შემთხვევაში თუ ქალად ყოფნას მოისურვებთ, თუ დედის როლში რჩებით, მაშინ თქვენ მსხვერპლს ნებისმიერ დროს სიამოვნებით მივირებთ, ეს არაჩვეულებრივი ურთიერთობაა, თქვენ არც კი იცით რამდენი ადამინი ოცნებობს მსოფლიოში მსგავსი ურიერთობის ქონაზე.
კარები იღება და 853-ე დაბნეული გამოდის ოთახიდან. თავისი ურთიერთობა სათუთად აქვს გულზე მიხუტებული.
854-ე მღელვარებისგან აფორიაქებული შედის კაბინეტში
_მზად ვარ უარი ვთქვა საკუთარ ინტერესებზე იმისთვის, რომ დედიკო არ გავანაწყენო.
კარები იხურება, დერეფანში მიდი-მოდიან ადამინები, ჩახუტებულები, სამსხვერპლოდ გამზადებულ, სურვილებს, შესაძლებლობებს, ინტერესებს, კარიერას , სიყვარულს, ტალანტს. ყველაფერი, რისი ამაოდ შეწირვისთვის ისინი გაემზადნენ…
ავტორი ფსიქოლოგი,თერაპევტი ირინა სემინა.