Skip to content

დეპრესია (ლათინური სიტყვაა “depressio” და დათრგუნულს ნიშნავს). იგი შიძლება განვითარდეს სულიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრამვის შედეგად. დეპრესია მოსდევს მუდმივ სტრესს, დაძაბულობას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მკაფიოდ გამოხატული მიზეზი არ არსებობს.

დეპრესია ბავშვებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია. არსებობს მრავალი მენტალური დაავადება, რომლის მიმართაც, ბუნებრივია, ბავშვის ფაქიზი ფსიქიკა მგრძნობიარეა. ბევრი ბავშვი, რომელსაც ფარულად ტანჯავს დეპრესია, ხშირად სიჯიუტეს, სიცელქეს, სიზარმაცეს, დაუმორჩილებლობას აბრალებენ.

ბოლო დროს უფრო მეტად იქნა გაცნობიერებული მენტალური პრობლემები, და დეპრესიით დაავადებულ ბავშვებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომს (ADHD) და ოპოზიციურ დევიაციური ქცევის დიაგნოზსაც უსვამენ ან მის დეპრესიულობას ხსნიან, როგორც დროებითი საპასუხო რეაქცია სტრესზე. ეს პრობლემები ზოგიერთ ბავშვს მართლაც აწუხებს, ხშირად ისინი თანაარსებობენ დეპრესიასთან ან დეპრესიის ნაცლად არასწორად არის დიაგნოზირებულნი.

დეპრესიისთ დაავადებული ბავშვები ხასიათდებიან ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობით, უჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, სულ უკან დახევა სურთ და ვერ იღებენ სიამოვნებას ყოველდღიური საქმიანობიდან, რაც, როგორც წესი, სასიამოვნო და სახალისოა. სკოლაში თავის წარმოჩენა არ შეუძლიათ და დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ. ხშირად არიან გაღიზიანებულები, პირქუშები და ხან აგრესიულებიც. იმ ასაკში როცა უკვე მეტყველების უნარი სრულად არის ჩამოყალიბებული საკუთარ თავს მოიხსენიებენ, როგორც მახინჯი, სულელი, უღირსი უსიყვარულო. მათი გონება ნაადრევად არის დაკავებული სიკვდილზე ფიქრით და არსებობს სუიციდის მცდელობის ალბათობაც, თვითდაზიანებისა და ტკივილის მიყენებისკენ მიმართული ქცევა შესაძლოა მცირე ასაკის ბავშვებსაც ჰქონდეთ იმის მიუხედავად, რომ მათი გაგება სიკვდილისა განსხვავდება ზრდასრული ადამინის განცდისაგან ან თემასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ სიყმაწვილის ასაკში გოგონებში ორჯერ უფრო ხშირად აღინიშნება დეპრესია, ვიდრე ბიჭებში, მაგრამ 12 წლამდე პერიოდში ორივე სქესს ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ.

დეპრესიის ტიპები:

დისთემია – ნევროტული დეპესია. ახასიათებს ისეთივე ფიზიკური და მენტალური მაჩვენებლები, როგორც დეპრესისას იმ განსხვავებით, რომ არ არის დამანგრეველი და მძაფრი; ატარებს ქრონიკულ ხასიათს ანუ დროში ხანგრძლივია და შეიძლება დახასიათდეს, როგორ მელანქოლია.

კლინიკური დეპრესია – ეს არის მძიმე ფსიქიური აშლილობა, რომელსაც ახალიათებს უკიდურეად ნეგატიური განწყობა, უიმედობა დათრგუნულობა, თვითშეფასების დაცემა, ინერტულობა.

ბიპოლარული დარღვევა – მანიაკალური დეპრესიის სახელითაც არის ცნობილი, რომელიც ხასიათის უჩვეულო, არაბუნებრივი ცვალებადობით ხასიათდება. ზოგჯერ ადამიანი მოზღვავებულ ენერგიას გრძნობს და ბედნიერია, იმპულსურად იღებს გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ დაღლილი და უიმედოა. ხასიათის ცვილება ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოვლენაა და ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებისეული აღმასვლა, დაცემა, მაგრამ ბიპოლარული დარღვევის დროს ეს მერყეობა იმდენად ინტენსიურია, რომ ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას. ეს იშვიათი შემთხვევაა ბავშვებში, მაგრამ ორი მესამედი იმ ბავშვებისა, რომელთაც დისთემია აღენიშნებათ 5 წელიწადში კლინიკური დეპრესიის მსხვერპლნი ხდებიან.
დეპრესიით დაავადებულ ბავშვებს მინიმუმ ერთი მენტალური პრობლემა კიდევ აწუხებთ; დეპრესიასთან ერთად ეს შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ან ოპოზიციურ დევიაციური ქცევა, ნევროტულობა, უჭმელობა. იმ ბავშვების ერთი მესამედი ვისაც ADHD-ს სინდრომი აქვს და 20-30% მათი ვისაც დეპრესია აქვს საბოლოოდ მანიაკლური დეპრესიითაც ავადდებიან .

სიმპტომები:

დეპრესიის მნიშვნელოვანი მანიშნებელია:

ანჰედონია. გულისხმობს ჩვეული სახალისო აქტივობებიდან სიამოვნების მიღების უუნარობას; დეპრესიის უკიდურესი ფორმის გამოხატვა ბავშვებში სწორედ აქედან იწყება. გულჩათხრობილობა, ენერგიის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება, ხშირი ტირილი, ჰიპერაქტიურობა, რომელიც 2 წლის შემდეგ ვლინდება, ისეთი საუბარი და თამაშები, სადაც ფიგურირებს სიკვდილის თემა.

დეპრესიის ნიშნებსა შორის არსებობს ასაკთან დაკავშირებული განსხვავებები:

დაბადებიდან 3 წლამდე – დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს ჭამის პრობლემებში, ფიზიკური ზრის შეფერხებაში, რომელსაც იდენტიფიცირებადი ფიზიკური პრობლემები არ გააჩნია, თამაშის მიმართ გულგრილობაში, დადებითი ემოციებისა და გრძნობების სწავლის უუნარობაში

3-5 წელი – ხიფათიანობა, ფობიები, უაზრო გადაჭარბებული შიშები, ბავშვმა არ იცის ტუალეტის წესების დაცვა; ზედმეტად იხდის ბოდიშებს უმნიშვნელო შეცდომების გამო

6-8 წელი – ბავშვი ავლენს აგრესიულ ქმედებებს, აქვს გაურკვეველი ფიზიკური ჩივილები, მიჯაჭვულია მშობლებზე და ვერ იტანს უცხო, ახალი ხალხის გარემოცვას.

9-12 წელი – აწუხებს არაჯანსაღი იდეები, ზედმეტად ღელავს სკოლის სამუშაოზე, უძილობა; მუდმივად ადანაშაულებს საკუთარ თავს მშობლების იმედგაცრუებისთვის.

დეპრესია ადვილად განკურნებადია — პაციენტების 80% სრულად იკურნება. თუმცა ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი დააუძლუროს, ისე, რომ მან მუშაობა და ნორმალურად ფუნქციონირება ვეღარ შეძლოს და თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს იგი.

უნდა ითქვას, რომ თუ ბავშვი ავლენს ზემოთ ჩამოთვლლ ნიშნებს ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე. იმ შემთხვევაში, თუ ეს სიმპტომები მძაფრ ხასიათს ატარებს და გრძელდება თვეების განმავლობაში საჭიროა სპეციალისტს მივმართოთ.