“დ.უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო საკონსულტაციო ცენტრი” გაძლევთ საშუალებას გაიაროთ ტრენინგ კურსი “ფსიქოთერაპიული ტექნიკების შედარებითი ანალიზი და პრაქტიკული გამოყენება“ ამის შესახებ დაწვრილებით ტრენერი რენატა ცომაია გვესაუბრება.
- მოგვიყევით თქვენ შესახებ?
- მე ვარ ფსიქოთერაპევტი და ტრენერი 15 წლიანი სტაჟით. აგრეთვე ვარ ფსიქოლოგიური თამაშის „ტრანსფორმაციის“ ფასილიტატორი. შარშან შევისწავლე კიდევ ერთი მიმართულება: ერიქსონის ქოუჩინგი, რასაც ახლა აქტიურად ვიყენებ სესიებისა და ტრენინგების დროს.
- რატომ გადაწვიტეთ საქმიანობის სფეროდ ფსიქოლოგია აგერჩიათ?
- მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ასე თუ ისე შედის კონტაქტში ფსიქოლოგიასთან. გარკვეულ ასაკში აცნობიერებს, რომ მას სჭირდება საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი ქცევის გაცნობიერება და კორექტივების შეტანა. ზოგი ირჩევს წიგნების კითხვას და ფილმების ყურებას, ზოგი ესწრება ფსიქოთერაპიულ სეანსებს ან ტრენინგებს. ზოგი კიდევ ამ გატაცებას სპეციალობას აქცევს. რეალურად ფსიქოთერაპევტი მუშაობს საკუთარ თავზე კლიენტთან ერთად და ხშირად ხდება ისე, რომ ფსიქოთერაპევტთან მოდიან ის კლიენტები, რომელთა შინაგანი პროცესები რეზონანსშია თერაპევტის პროცესთან. ამას გარდა ადამიანთან მუშაობა სეანსზე- უდიდესი პრივილიგიაა: ეს არის სიტუაციაა, როდესაც კონტაქტი ორი ადამიანის შორის არის ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი და ეხება კლიენტისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებს.
- როგორია ქართული რეალობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეალობაში საკუთარ თავზე მუშაობის უნარების განვითარება?
- ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება უფრო და უფრო აცნობიერებს საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობას. უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი თვლის, რომ ფსიქოთერაპევტთან ან ქოუჩთან მუშაობა არის ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილი და არა უბრალოდ გამოსავალი კრიტიკულ სიტუაციაში. საკუთარ თავზე მუშაობის უნარები კი, ყოველთვის აქტუალურია.
- რამდენად დგას ადამიანების წინაშე ტრასფორმაციის აუცილებლობა?
- ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე დგება მომენტი, როდესაც ის აღარ არის კმაყოფილი იმით რაც აქვს ან იმით რაც არის. ამ მომენტს ჰქვია ტრანსფორმაციის აუცილებლობა ან, სხვა სიტყვებით, ჩვეული კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ამ მომენტის უფრო იოლ გადალახვაში ადამიანს ეხმარება ან საკუთარი ფსიქოლოგიური თვისებები, მაგალითად ბრძოლისუნარიანობა, ან/და კონკრეტული ტექნიკები.
- ტრენინგ “ ფსიქოთერაპიული ტექნიკების“ ფარგლებში რის მიღებას შეძლებს მონაწილე?
- ტრენინგს, ერთის მხრივ აქვს ჯგუფური თერაპიის ეფექტი. მონაწილეები თავად მოსინჯავენ დღევანდელს რეალობაში აპრობირებული ყველაზე ეფექტური ტექნიკების გავლენას, რაც რა თქმა უნდა, მისცემთ მათ საკუთარ მე-ში ჩაღრმავების, უფრო მეტი რესურსების აღმოჩენისა და საკუთარი ქცევის შეცვლის შესაძლებლობაა. მეორეს მხრივ, ეს არის სასწავლო კურსი, რომლის შედეგად მონაწილეებს ექნებათ ტექნიკების არსენალი შემდეგ საკითხებში: ნეირო ლიგვისტური პროგრამირება(NLP), ქოუჩინგი, ტრანზაქციული ანალიზი, ემოციური ინტელექტი. ტრენინგის ხანგძლივობა გახლავთ 1 თვე (38 საათი).
- NLP – რამდენად და ძირითადად რას სფეროებში ხდება მისი გამოყენება?
- საქართველოში ძირითადად საქმიან სფეროში, მაგალითად, გაყიდვებში. ნლპ ასწავლის ადამიანს ეფექტიანი კომმუნიკაციის უნარჩვევებს და შეუძლია მოახდინოს წარმატებული ქცევის მოდელირება. მაგალითად, NLP -ს სპეციალისტი აკვირდება რომელიმე სფეროში წარმატებულ ადამიანს, ქმნის მისი ქცევის და აზროვნების მოდელს და შეუძლია გადასცეს ეს ცოდნა სხვებს. თუმცა ნლპ აგრეთვე წარმოადგენს ფანტასტიურ ფსიქოთერაპიულ ინსტრუმენტსაც.
- ქოუჩინგი – მნიშნელობა და სახეობები?
- ქოუჩინგის რამოდენიმე სახეობა არსებობს, თუმცა ძირითადი ტიპებია ბიზნეს და ლაიფ ქოუჩინგია. ქოუჩინგი ნიშნავს ადამიანის განვითარების პროცესს, რომელიც ფოკუსირებულია არა წარსულ შეცდომებზე არამედ მომავალ პერსპექტივაზე. ქოუჩი მუშაობს კლიენტთან გარკვეული კითხვების მეშვეობით. ქოუჩის პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ყველა საჭირო რესურსი და ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში გარდაუვალი მოვლენაა. ქოუჩინგი ორგანიზაციაში წარმოადგენს სწავლების ხელშემწყობ ინსტრუმენტს და ცვლილებების ერთ ერთ ბერკეტს.
- რას გულისხმობ ტრანზაქტული ანალიზი?
- ტრანზაქტული ანალიზი წარმოადგენს ერთ ერთ უძლიერეს ფსიქოთერაპეულ ტექნიკას, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია საკუთარი ცხოვრებისეული სცენარის გაანალიზება და შეცვლა.
- ემოციური ინტელექტის მნიშნელობა წარმატების მიღწევის საქმეში?
- დღესდღეობით ემოციური ინტელექტი განაპირობებს ადამიანის წარმატებას ნებისმიერ სფეროში. ის გულისხმობს საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების გაცნობიერებას და მართვას. შემდგომში, ადამიანს შუძლია ამ ინფორმაციის გამოყენება ოპტიმალური ქცევის შერჩევისთვის კონკრეტულ სიტუაციაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
- რა არის საჭირო ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად?
- ტრენინგის ღირებულება გახლავთ 350 ლარი(სტუდენტებისთვის 300 ლარი). ტრენინგი გახლავთ სასერთიფიკატო. რეგისტრაციისთვის კი საჭიროა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება.