გეტყვით მე რა მასწავლა:
1. აღმოაჩენ შენში თვისებას , ძალას რომელიც არ იცოდი მანამდე თუ გქონდა;
2. სიბრძნეს გაარჩიო მთავარი უმნიშვნელოსგან ;
3. მცირედით ბედნიერი იყო და მადლიერი პატარა სიკეთეების;
4. აღმოაჩენ ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი , საქმით და ვინ სადღეგძელოს მეგობარი;
აი, პატარა მაგალითი მინდა გაგიზიაროთ. მე არ ვიცნობდი ცნობილ ფსიქოლოგ, ნოდარ სარჯველაძეს. მან მომძებნა მოვიდა ჩემთან სახლში და დიდი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა აღმომიჩინა თანაც მომიტანა წიგნი ავტორისა, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და რაც გულს, გონებასა და სულს აგრერიგად ესალბუნება. აი პრაქტიკული გვედში დგომა.
გუშინ მძიმე დღე მქონდა და ლაშა შენგელია რომელთანაც ნაცნობობა მქონდა მხოლოდ მოვიდა ჩემთან და ამიხსნა ის სირთულეები რაც 40 დღიანი შიმშილობიდან გამოსვლასთან არის დაკავშირებული და მოიცავს ხილის და ბოსტნეულის წვენების კომბინაციას სხვადასხვა ახალ ხილთან. ასეთი მძიმე შიმშილიდან გამოვლა საშიში პროცესია და გაფრთხილებაა საჭირო, ემანდ, მოშიებულს ზედმეტი არ მოგივიდეს და საავადმყოფოში არ აღმოჩნდე ნაწლავების გადახლართვით. დღეს კი ამ თავსხმა წვიმაში თავად მოვიდა დიდი ჩანთებით ბაზრიდან რაც მირჩია თავად მოუტანია ყველა ხილი შიმშილობიდან გამოსასვლელი უზომო რაოდენობის. რა როდის უნდა მივიღო მკაცრი ჩამონაწერით,მე პრაქტიკული მეგობრობის მჯერაო და არ ვიცი ვინ რას როდის მოგიტანდა და მე და ჩემი ცოლი ბაზარში წავედითო, რომ შენთვის ხილი მოგვეტანაო.მეც ასეთი პრაქტიკული მეგობრობის მოთაყვანე ვარ . რომეო ხერხეულიძე ყოველდღე რეკავს ლონდონიდან თავად სრულიად უფულომ სტამბულში ჩამომაკითხა და ჯანსაღი საკვები ჩამომიტანა . ლაშას დღევანდელმა საქციელმა ისე გამახარა რომ ლექსის პწკარი დამაწერინა:
” ჰეი, შენ , ჩემო გიორგი, ჯერ სიკვდილამდე შორზე შორია, მეუღლისადმი ნათქვამი აღთქმა, მეგობრისადმი ვალი, ლიდერთა სკოლა, შვილების საქმე, ბოლომდე მაინც მისაყვანია!”
პრაქტიკული მეგობრობა ხალხნო, სადღეგრძელო აბა ვის უკვირს.