როგორ შევძლოთ კომუნიკაცია ყველასთან, ნებისმიერ ვითარებაში? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ბევრს სურს. სწორი კომუნიკაცია ხომ სამსახურში და პირად ცხოვრებაში წარმატების საწინდარია. როგორ გავხდეთ თვითდაჯერებულები და ვიპოვოთ ადამიანთან მიდგომის სწორი გზა? ეს ყველაფერი იმაზე გაცილებით, მარტივია ვიდრე გგონიათ. პასუხს ამ კითხვებზე ჩვენს სტატიაში იპოვით.
1. შეცვალეთ თქვენი აზროვნების ტიპი
მთავარი, რაც ხელს გიშლით სწორ კომუნიკაციაში, აზროვნების ტიპია. მიზეზი იმაშია, თუ როგორ აღიქვამთ ადამიანების რეაქციას თქვენს სიტყვებზე. მაგალითად, თუ თანამოსაუბრე სხვა მხარეს იყურება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან საუბარი არ აინტერესებს, ამის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. შეეცადეთ, იაზროვნოთ პოზიტიურად – ეს წარმატებული კომუნიკაციის საწინდარია.
2. ,,შეაბიჯეთ თანამოსაუბრის რეალობაში“
თუ გსურთ სასიამოვნო თანამოსაუბრედ მიგიჩნევდნენ, გაითვალისწინეთ ერთი მარტივი რჩევა: შეაბიჯეთ თანამოსაუბრის რეალობაში, ანუ ესაუბრეთ მას თავის ენაზე. საუბარი გაუბით იმ თემაზე, რითაც გატაცებული იყო ბოლო 2წუთის განმავლობაში. ამით სწაფად მიიქცევთ მის ყურადღებას და დააინტერესებთ.
3. იყავით პოზიტიური
ადამიანის შინაგანი ენერგია მისი საუბრის ინტონაციაში ვლინდება. თუ შინაგანი განწყობა არ გაქვთ, მყისიერი გარადასახვა და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანის შთაბეჭდილების შექმნა გაგიჭირდებათ. ამიტომაც, სანამ საუბარს დაიწყებთ, შეეცადეთ, პოზიტიურ ტალღაზე გადაერთოთ. იფიქრეთ რამე ისეთზე, რაც მხნეობას შეგმატებთ და თქვენი სულიერი განწყობა თანამოსაუბრეზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს.
4. წარმოიდგინეთ, რომ კომუნიკაცია თავგადასავალია
თუკი გაქვთ კომუნიკაციის პრობლემა, შეცვალეთ ამ პროცესისადმი თქვენი დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ, რომ უცხო ადამიანთან საუბარი თავგადასავალი ან ერთგვარი თამაშია. ამ მიდგომით ბევრ სასურველ ნაცნობს შეიძენთ და თავადაც უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ კომუნიკაციით.
5. შეიგრძენით იმ ადამიანის განწყობა, რომელსაც ესაუბრებით
პირველი სიტყვა ყოველთვის განსაზღვრავს საუბრის წარმატებას. იმისათვის, რომ სწორად დაიწყოთ კომუნიკაცია, აუცილებელია იცოდეთ, თუ როგორ განწყობაზეა თანამოსაუბრე. თუ ადამიანი ჩაფიქრებული და მოწყენილია, მასთან საუბრის დაწყება უშედეგო იქნება. ამ შემთხვევაში, საუკეთესო სვლა მისი განწყობის გაზიარებაა: გაწონასწორებული და მშვიდი საუბარი შესაძლებელია, კარგი კომუნიკაციის გასაღები გახდეს. თანამოსაუბრე თქვენგან თანაგრძნობას იგრძნობს და უფრო გაიხსნება.
6. იპოვეთ გაუგებრობის მიზეზი
კომუნიკაციისას ყველაზე ხშირ წინააღმდეგობას ორმხრივი გაუგებრობა წარმოქმნის. ეს ის შემთხვევაა, როცა თანამოსაუბრე თქვენს სიტყვებს არასწორად იგებს. ყოველ ჩვენგანს გვაქვსსაკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება, შეხედულებები, ღირებულებები და სამყაროსადმი საკუთარი ხედვა. ამიტომაც, აზრი, რომელსაცსიტყვაში ვდებთ, შესაძლებელია, თანამოსაუბრის მიერ განსხვავებულად იქნეს გაგებული.
7. ყურადღება მიაქციეთ სიტყვის ინტონაციას
წარმოთქმული აზრის გაგება დიდწილად ინტონაციაზეა დამოკიდებული. ერთი და იგივე სიტყვა სახვადასხვა ინტონაციაში შესაძლოა, სხვადასხვაგვარად იქნეს აღქმული.ამიტომაც, სანამ რაიმეს იტყოდეთ, შეარჩიეთ ინტონაცია სწორად.
8. ნუ შეგეშინდებათ უარყოფის
ბევრი ვერ ბედავს უცნობთან გასაუბრებას,იმიტომ რომ იგნორირების ეშინია. ეს კომპლექსი, ძირითადად, ბავშობიდან მოდის.ბავშვს არ ჰქონდა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებასახლსა და სკოლაში, რის გამოც იძულებული იყო, ყველას დათანხმებოდა. შედეგად, ასეთი ადამიანები თავს უსუსურებად გრძნობენ და საერთოდ გაურბიანკონტაქტებს. ეს ყოველივე ადამიანს ხელს უშლის, წარმართოს დიალოგი რთულ სიტუაციებში.
9. კრიტიკასმომზადებული შეხვდით
როცა ადამიანი კრიტიკულ აზრს გამოთქვამს, თავიდანვე ნუ შეეწინააღმდეგებით. საწინააღმდეგო აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფიქსირეთ, თუ ის ჯიუტად დაიწყებს რაღაცის მტკიცებას. ამიტომაც, თუ თანამოსაუბრე გამოთქვამს კრიტიკულ აზრს, თქვენთვის კი ბოლომდე გაუგებარია, რა აქვს მხედველობაში, უნდა თხოვოთ, არგუმენტირებულად აგიხსნათ საკუთარი შეხედულების მიზეზი.
10. ისწავლეთ უარის თქმა სწორად
ზოგჯერ, კომუნიკაციისას თქვენგან ითხოვენ საუბარს იმ თემაზე, რისი განხილვაც საერთოდ არ გსურთ. ამ შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ, რადგან თანამოსაუბრემ შეიძლება, თქვენი დუმილი უარყოფად ჩათვალოს, თავი უხერხულად იგრძნოს და მასთან კონტაქტი საერთოდ დაკარგოთ. ასეთ დროს სწორი იქნება, თუ საუბრისგან თავის დაღწევის ნაცვლად, პირდაპირ ეტყვით, რომ ეს თემა არ გაინტერესებთ. მნიშვნელოვანია, თქვენი უარი იყოს დამაჯერებელი და თანამოსაუბრემ გაიგოს, რომ თქვენ არ გსურთ ახლა ამ თემის განხილვა, მაგრამ ამასთანავე, შეინარჩუნეთ მეგობრული ტონი და ნუ გაჩუმდებით. ამით თავიდან აიცილებთ უხერხულ სიტუაციას.