ერთ ღამეს კარზე კაკუნი მომესმა,გავაღე და მის წინ ერთი უცნობი კაცი დამხვდა.
– თქვენს ახლოს ერთი ოჯახი ცხოვრობს. 8 შვილი ჰყავთ, ფინანსურად ძალიან უჭირთ და ვიცი, რომ რამოდენიმე დღეა არაფერი უჭამიათ – მითხრა მან.სასწრაფოდ სახლში შევბრუნდი, საჭმელი ავიღე და კაცს თან გავყევი.
როდესაც იმ ოჯახში მივედი საშინელი სურათი დამხვდა: დედა შეშლილი სახით იჯდა და უყურებდა თავის პატარა ბავშვებს, რომლებსაც შიმშილისაგან თვალები ჩასცვენოდათ და ტანზე ხორცის ნასახიც კი აღარ ეტყობოდათ. მათ სახეზე ვერანაირ მწუხარებასა და სევდას ვერ დაინახავდით და მხოლოდ შიმშილისაგან გამოწვეული ძლიერი ტკივილი და ტანჯვა შეიძლებოდა შეგემჩნიათ. მივეცი ქალს საკვებით სავსე კალათა და უკან გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც შევამჩნიე, რომ ქალმა საკვები ორ თანაბარ ნაწილად გაყო. ერთი თავისთვის დაიტოვა, მეორე კი გვერდზე გადადო.
– რატომ გააკეთეთ ეს? – ვკითხე გაკვირვებულმა.
– ჩემი მეზობლებიც შიმშილობენ – მიპასუხა აუღელვებლად.
მისი გადაწყვეტილებით გაოცებული დავრჩი. ვიცი ღარიბი ადამიანები ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ როგორც წესი ადამიანი ნაკლებად ფიქრობს სხვის დახმარებაზე, როცა თავად არის გასაჭირში…