მზად ხართ ცხოვრებისგან მხოლოდ საუკეთესო მიიღოთ და ყოველ დღეს გრძნობდეთ, რომ ეს თქვენი საუკეთესო დღეა? გსურთ სამყაროსგან სრულ მხარდაჭერას გრძნობდეთ და სურვილები თქვენგან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდებოდეს?თუ ეს ასეა, მაშინ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ 50 ჩვევას, გაითავისეთ თითოეული მათგანი და არ გადადოთ, დღეიდან შეუდექით ბედნიერი ცხოვრების სტილით ცხოვრებას:
1.დილა დაიწყეთ წიგნით, კითხვას დღეში 30 წუთი მაინც დაუთმეთ.
2.მიეჩვიეთ ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაღვიძებას. ყოველ დღე კარგად გამოიძინეთ.
3.გონება მომართეთ პოზიტივზე, შეიმეცნეთ პოზიტიურ ფსიქოლოგია.
4.ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სხვა სიცოცხლე არ გექნებათ, ამიტომ დღევანდელ საქმეს ხვალ ნუ გადადებთ.
5.იცოდეთ, რომ დღეს — თქვენი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო დღეა, რადგან თქვენ ცოცხალი ხართ.
6.ყოველ დილით საკუთარ თავს ჰკითხეთ სტივ ჯობსის სიტყვები: ‘’თუ დღეს ჩემი ცხოვრების უკანასკნელი დღე იქნებოდა გავაკეთებდი კი იმას რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? და თუ პასუხი არის “არა”, მაშინ უკვე ვხდები, რომ საჭიროა რაღაც შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში.’’
7.დილიდანვე იზრუნეთ შეიქმნათ საუკეთესო გაწყობა, მოუსმინეთ საყვარელ სიმღერას.
8.გიყვრდეთ საკუთარი თავი. ყველაფრის მიუხედავად.
9.იცხოვრეთ აწყმოში. იცხოვრეთ აქ და ამჟამად.
10.აირჩიეთ სიყვარული პრიორიტეტად. გიყვარდეთ ყოველთვის მთელი გულით.
11.მართეთ ემოციები, მართეთ სიბრაზე და ბედნიერების გამოხატვა.
12.დღის განმავლობაში ფოკუსირება მოახდინეთ პოზიტივზე, არ მისცეთ ნეგატივს დაგაკარგვინოთ ფოკუსირება.
13.გჯეროდეთ საკუთარი თავის, ღმერთის, სამყაროს ან სასწაულის. უბრალოდ გჯეროდეთ რამის.
14.გათავისუფლდით ფსიქოლოგიურად ნეგატირი და ემოციური ფიქრებისგან, ნება არ მისცეთ წარსულს დაგთრგუნოთ დღეს.
15.პატივი ეცით საკუთარ არჩევანს. ყოველთვის გააკეთეთ ისეთი არჩევანი რაც ძლიერ ადამიანად გაქცევთ.
16.ისწავლეთ მადლიერება — თქვით მადლობა იმისთვის, რაც დღეს გაქვთ.
17.გაეცით — დაბრუნების ლოდინის გარეშე.
18.იყავით კეთილი და ისწავლეთ თანაგრძნობის გაწევა. აირჩიეთ ყოველთვის პოზიტიური, მაღალი ვიბრაციები.
19.აპატიეთ, და ითხოვეთ პატიება.
20.ცხოვრებაში ყოველთვის მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
21.აჯობეთ საკუთარ სისუსტეებს, არ გაბოროტდეთ.
22.გაიღიმეთ. ძალით ღიმილიც კი ტვინს პოზიტივისკენ მომართავს.
23.ზოგჯერ მიმართე სიცილის იოგას.
24.ივარჯიშეთ, დამუხტეთ სხეული დადებითი ენერგიით.
25.დღეში 30 წუთი მაინც დარჩით მარტო საკუთარ თავთან.
26.გამოიყენეთ ვიზუალიზაციის ჯადოსნური ტექნიკა.
27.ზოგჯერ იღიღინეთ, იმღერეთ ან იგალობეთ. ნება დართეთ პოზიტიურ სიტყვებს და ხმის ძალას, აამაღლონ თქვენი ვიბრაციის ძალა.
28.დაიმახსოვრეთ აფირმაციები. შთააგონეთ ქვეცნობიერს, რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ.
29.გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
30.ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოს. დიდი დრო გაატარეთ მაღალი ენერგიის ადამიანებთან.
31.იცხოვრეთ ლამაზ, ნათელ და სუფთა სახლში.
32.დაუთმეთ დრო საყვარელ ცხოველებს. იგრძენით მათი სიყვარული.
33.რამდენადაც შეძლებთ, იმდენი დრო გაატარეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში.
34.იმეგობრეთ წყალთან. ზღვა, ტბა, მდინარე…წყალს სამკურნალო და თერაპიული თვისებები აქვს.
35.გქონდეთ სახლში ოთახის მცენარეები. მათი მოვლა გააუმჯობესებს თქვენში დადებითი ენერგიის ნაკადის შემოსვლას.
36.მიმართეთ არომათერაპიას, სურნელოვანი სანთლები, სარკმეველი…მათი სურნელი შეგიქმნით სასიამვნო განწყობას და აქვე გახსოვდეთ, რომ არომათერაპიას სამკუნალო თვისებებიც გააჩნია.
37.იკვებეთ ჯანსაღად. აირჩიეთ საკვები, რომელიც სეზონურია.
38.არასოდეს დაგავიწყდეთ, დალიეთ საკმარისი წყალი.
39.წაიკითხეთ ხარისხიანი სტატიები, წიგნები და ჟურნალები. ‘’იკვებეთ’’ მხოლოდ სასარგებლო ინფორმაციებით.
40.მოერიდეთ ჭორაობას, ეჭვიანობას და ნეგატივს. სამივე მოქმედება თქვენს აურას აბინძურებს.
41.ყველაფრისგან რაც ხდება ისწავლეთ მინიმუმ 5 რამ: სხვების წარუმატებლობისგან, ბედნიერებისგან, ცხოვრებისეული მოვლენისგან, წიგნიდან, სტატიიდან, ჟურნალიდან.
42.არასოდეს დაივიწყოთ: განტვირთვა აუცილებელია.
43.ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველას საკუთარი სიმართლე აქვს და ის ხშირად არ ემთხვევა თქვენსას.
44.ნურასოდეს დაელოდებით რამეს, როდის მოხდება თავისით. უბარლოდ იმოქმედეთ!
45.გახსოვდეთ, ცხოვრება 10% ით შედეგბა იმისგან, რაც ჩვენს გარშემო ხდება. ხოლო 90% -ით იმისგან, როგორ ვრეაგირებთ მასზე.
46.გჯეროდეს, რომ ბედნიერების ერთ-ერთი განზომილება — უბედურების არ ქონაა.
47.ნამდვილი ბედნიერება ის არის, როდესაც ღმერთს უფრო ხშირად მადლობას უხდი, ვიდრე რაღაცას სთხოვ!
48.რეალობა მიიღეთ ისეთი როგორიც არის.
49.როცა არ იცით როგორ მოიქცეთ, მოიქეცით ადამიანურად.
50.და ბოლოს, გახსოვდეთ რომ »ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო.» (ნელსონ მანდელა)
ავტორი: მარიამ შარიქაძე