Skip to content

5 ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში

1. კარლოს სლიმ ელუ
კარლოსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მექსიკისა და მთლიანად ლათინური ამერიკის სატელეკომუნიკაციო ბიზნესში. მის მფლობელობაშია Telmex, Telcel, Amerika Movil და სხვა შვილობილი კომპანიები.
იგი 72 წლისაა და დღეს Forbes-ის მონაცემებით (2012 წლის მარტი) მისი ქონება 69 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
2. ბილ გეითსი
ბილი 56 წლისაა და კომპანია ”მაიკროსოფტის” დირექტორი და დამფუძნებელია.მისი ქონება “ფორბსის” მონაცემებით (2012 წლის მარტი) 61 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. მის კომპანიაში დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც “Microsoft-ს” საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.
3.უორენ ბაფეტი
ბაფეტი 81 წლისაა და 2012 წლის ფორბსის მონაცემებით (2012 წლის მარტი) 44 მილიარდი ამერიკული დოლარის მფლობელია. იგი გახლავთ ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და ქველმოქმედი. ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ინვესტორად. არის უდიდესი აქციების მფლობელი და Berkshire Hathaway–ის თავმჯდომარე.
4. ბერნარდ არნოლთი 
ბერნარდი ფრანგი ბიზნეს მაგნატი და ხელოვნების ნიმუშების შემგროვებელია. იგი 63 წლისაა და  “ფორბსის” მონაცემებით (2012წლის მარტი) მისი კაპიტალი 41 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
5. ამანსიო ორტეგა
ორტეგა ესპანელი მაგნატია, იგი ესპანური Inditex-ის დამფუძნებელია. დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ფლობს 5000–ზე მეტ მაღაზიას. ამანსიო ორტეგა 75 წლისაა და  „ფორბსის“ მონაცემებით (2012 წლის მარტი) მისი ქონება 37,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს უტოლდება.