Skip to content

5 რჩევა საქმის გადადების სურვილის დასამარცხებლად

“გადადებული საქმე ეშმაკისააო”, იტყვიან ჩვენში. მართლაც საქმის გადადება გარკვეულ მომენტში ყველას გვაზარალებს. მაგალითად, გსურთ მოახერხოთ სტატიის დაწერა განსაზღვრულ დროში, ან გადაწყვიტეთ დაიწყოთ ფიზიკური აქტივობა, მაგრამ ხშირად ხდება, როცა საქმის გადადების სურვილი გვძლევს.. არადა ყველამ ვიცით, რომ დაგვიანებას უარყოფითი შედეგები მოაქვს.

გთავაზობთ, 5 ხერხს საქმის გადადების დასამარცხებლად:

1. დაისახეთ შთამაგონებელი (მაგრამ რეალური) მიზანი

მიზნების დასახვა საუკეთესო გზაა თვითმოტივაციისთვის. მაშინ როცა ბევრ ადამიანს ,,საქმის გადადების სინდრომი’’ ტანჯავს, მიზნების დასახვა კი უმარტივესი გზაა ამ პრობლემის გადასაჭრელად.

იმისათვის, რომ დაიწყოთ მოქმედება, უნდა გქონდეთ დროში გაწერილი მიზნები, კერძოდ:

  • მოკლევადიანი (მაგ.: შემდეგი კვირისთვის პრეზენტაციის დასრულება);
  • საშუალოვადიანი (მაგ.: წლის ბოლოს მარათონში მონაწილეობა);
  • გრძელვადიანი მიზანი (მაგ.: დოქტორის ხარისხი მიღება თქვენს მიერ არჩეულ საგანში);

გახსოვდეთ, მიზნების დასახვა და შესრულება უწყვეტი პროცესია. როდესაც მიზანს მიაღწევთ, უნდა დაისახოთ ახალი. ეს შეგინარჩუნებთ მოტივაციას.

უბრალოდ, დარწმუნდით, რომ მიზანი რეალურია. მაგალითად, თუ დღეს კოჭლობთ, არარეალურია, რომ შემდეგ თვეში მარათონში მიიღოთ მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, გვქონდეს რეალური მიზანი, რადგან არარეალური მიზნები ზრდის წაგების შანსებს. თუკი ცდილობთ ,,საქმის გადადების სინდრომთან’’ გამკლავებას, შეუსრულებელი არარეალური მიზნები არ მოგცემთ საშუალებას, იყოთ მუდამ მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე.

2. იყავით მოტივირებული ადამიანების წრეში

არსებობს კინოკლასიკა სახელწოდებით ,,Trainspotting ‘’, რომლის მთავარი გმირიც ტოვებს მეგობრებს, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში ხელს უშლიან და იწყებს ახალი ცხოვრების ძიებას. ის მალე ხდება პოზიტიური ცვლილებების მოწმე, რადგან უკეთეს კამპანიაში ხვდება.

როდესაც მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, მეგობრები ისევ ისე ცხოვრობენ და უაზროდ ხარჯავენ დროს. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ გარშემომყოფებს ჩვენზე გავლენის მოხდენა. თუკი გარშემო ძირითადად არამოტივირებული ადამიანები არიან, ისინი აუცილებლად მოახდენენ თქვენზე გავლენას. ეძებეთ წრე, სადაც შთაგონებული და მოტივირებული იქნებით. თუკი გყავთ კოლეგა, რომელიც ყოველთვის ცდილობს შთაგაგონოთ, მისი პოზიტიური ძალები დაგეხმარებათ დაამარცხოთ ,,საქმის გადადების სინდრომი’’და არამარტო ეს.

რასაკვირველია, არ მოგიწოდებთ დათმოთ ღირებული მეგობრები. მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მიზეზთა გამო, როცა მიხვდებით, რომ გჭირდებათ მოტივაცია ეცადეთ მოხვდეთ წრეში, სადაც შთაგაგონებენ.

3. იპოვნეთ ფაქტორები, რომელიც ხელს გიშლით მუშაობაში

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად საქმის გადადების უამრავი მიზეზი გაჩნდა. სმარტფონებიდან დაწყებული – სოციალურ მედიამდე – უამრავი საქმიანი თუ გასართობი ვებგვერდი საქმის გადადებისკენ გვიბიძგებს.

თუკი სერიოზულად გინდათ თქვენში საქმის გადადების სურვილის დათრგუნვა, განსაზღვრეთ, რა გიშლით ყველაზე მეტად ხელს. მაგალითად, მე მქონდა ცუდი ჩვევა – ძალიან დიდ დროს ვუთმობდი სოციალურ ქსელებს. საბოლოოდ, გამოვნახე გზა და სოციალურ ქსელებს მხოლოდ საქმიანი მიზნებისთვის ვიყენებ.

უნდა ეძებოთ გზები, რომ წინააღმდეგობები, თქვენთვის სასურველ ფაქტორებად გარდაქმნათ.

4. დათრგუნე დამარცხების შიში

ხშირად, ჩვენი ყოყმანის მიზეზი დამარცხების შიშიც ხდება.  გახსოვდეთ, შეცდომა გამოსწორებადია. ფაქტია, უფრო ხშირად ვნანობთ,  არა იმას, რაც არ გავაკეთეთ, არამედ იმას, რაც არ გაგვიკეთებია. არ მისცეთ დამარცხების შიშს უფლება, რომ საქმეში უკან დაგხიოთ.

5. ეცადეთ მიაღწიოთ ჰარმონიას პირადსა და საქმიან ცხოვრებას შორის

კარგია საქმეს თუ არ გადადებთ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ დასვენება, დიეტა, ფიზიკური აქტივობა და ძილის ხანგრძლივობა. თუკი ენერგია არ გვექნება, როგორ გავაკეთებთ საქმეს?!

ნელ-ნელა უნდა გააუმჯობესოთ ცხოვრების სტილი და მიხვდებით, რომ ენერგია მოგემატათ.

დაუთმეთ დღეში 30 წუთი ფიზიკურ აქტივობას.

მიირთვით ჯანსაღი საკვები.

ნუ დაირღვევთ ძილის რეჟიმს (ეს არ ეხებათ მას, ვინც სამსახურის გამო ათევს ღამეს) უმნიშვნელო გართობის და დროის გაყვანის გამო .

ჩამოაყალიბეთ პრიორიტეტები, როგორც პირად ისე საქმიან ცხოვრებაში.