Skip to content

34 კვირის ორსულმა 800 მეტრის გარბენა 2 წუთსა და რამდენიმე წამში შეძლო

ასეთი რამ მართლა პირველად გავიგე (ორსულები პოსტს მოარიდეთ! )! აპლოდისმენტები ალისია მონტანოს!

სპორტსმენი აშშ-ში 800 მეტრის დისტანციაზე გარბენის შეჯიბრებაში მონაწილეობდა. 34 კვირის ორსულმა ფინიშის ხაზამდე მისვლა 2 წუთსა და 32.12 წამში მოახერხა. ალისიამ თავისივე 2010 წლის რეკორდი 35 წამით გააუმჯობესა.

28 წლის ოლიმპიელმა სირბილზე თანხმობა ექიმისგან მიიღო. მონტანო ყველა იმ მცდარი წარმოდგენის დარღვევას იმედოვნებდა, რომელსაც ორსულის სირბილზე ამბობენ.

,, მივხვდი, რომ ვარჯიში ორსულობის პერიოდში დედასთვისაც და ბავშვისთვისაც სასარგებლოა. ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ადრე, უბრალოდ ახლა ორსული ვიყავი’’. – ამბობს მონტანო.

ალბათ, იფიქრებ, როგორ გარისკა, ან ექიმებმა როგორ არ აუკრძალეს, რომ სულ შეიშალა ეს სამყარო, მაგრამ მედიკებმა არამხოლოდ ნება დართეს, არამედ წააქეზეს კიდეც!

ბავშვის დაბადების შემდეგ მონტანო სირბილის დასაწყებად ექიმის ნებართვას დაელოდება.

პირობას ვდებ, მეც დავიწყებ ვარჯიშს!

ბევრს გვინდა, ვარჯიში ცხოვრების წესად ვაქციოთ, თუმცა ცხოვრების სტილის შეცვლა არც ისე მარტივია. არა ასე არ არის, ახლა ვართულებ ყველაფერს. თუ მინდა რატომ არ ვვარჯიშობ? არ შემიძლია ნახევარი საათით ადრე გაღვიძება ან გვიან დაძინება? იქნებ იმდენად გადატვირთული ვარ რომ ამისთვის დრო არ მრჩება? სისულელეა. დღეში ნახევარ საათს ალბათ იდეალების თვალიერებას ვუთმობ, მეც მინდა მათსავით ჯანმრთელი სხეული მქონდეს. ამას ჯობია ვარჯიში დავიწყო.

ადექი, 20 ბუქნი გააკეთე, რა გიშლის ხელს?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ 34 კვირის ორსული 800 მეტრზე სირბილს შეძლებ, ნუ გარისკავ. უბრალოდ, ცხოვრების სტილის შეცვლას და ჯანსაღი წესით ცხოვრებას გირჩევთ, იმისთვის, რომ მეტად თავდაჯერებული გახდეთ. ამ გზით სტრესულ მდგომარეობასაც გაცილებით მარტივად დაძლევთ.

ორსულები პოსტს მოარიდეთ!

ორსულებო, ალისია მონტანოს მიბაძვას ნუ მოინდომებთ, მაგრამ ცოტაოდენი ვარჯიში არც თქვენ გაწყენდათ.

ორსულობის დროს რეგულარული ვარჯიში(მცირე დატვირთვით) ამცირებს ისეთი ტიპის დისკომფორტს როგორიც წელის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნებაა. იცავს დიაბეტისგან, ხსნის სტრესს.

არ გადავდოთ, დავიწყოთ! დაე, ეს იყოს ის დღე, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი ვარჯიშის დასაწყებად!

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა